ტუღუში: „მთავარი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება“

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა „დინამოსთან“ რეგულარული ჩემპიონატის ანგარიშით 86:69 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, ვულოცავ რეგულარული ჩემპიონატის მოგებას. პირველ ადგილზე დავასრულეთ. ძალიან საინტერესო და დაძაბული რეგულარული ჩემპიონატი იყო მთლიანობაში და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დაძაბული ნახევარფინალები გველის წინ. წარმატებას ვუსურვებ დინამოს და ყველა გუნდს. მთავარი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება“, – ციტირებს ტუღუშს სუპერლიგის ოფიციალური ვებსაიტი.

სუპერლიგის ნახევარფინალში „ქუთაისის“ მეტოქე „სოხუმი“ იქნება.

ტუღუში: „ვერ ვიტყვი რომ ჩვენი საუკეთესო თამაში იყო“

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა „სოხუმთან“ ერთი ქულით მოგებული შეხვედრა შეაჯამა.

„როგორც ველოდით თამაში დრამატულად წარიმართა. სოხუმი სუპერლიგის ერთერთი ფავორიტი გუნდია და ბუნებრივია ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება. ძალიან დაგვაკლდა ჩვენი გულშემატკივარი და ის, რასაც მოედნის უპირატესობა ჰქვია, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მომავალში მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ, რადგან ისინი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ჩვენი საუკეთესო თამაში იყო, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ გამარჯვებამოვიპოვეთ. მომავალში ვეცდებით ყველა შეცდომა და ხარვეზი აღმოვფხვრათ რაც გვაქვს“, – ციტირებს ტუღუშს სუპერლიგის ოფიციალური ვებსაიტი.

ტუღუში: „აშკარად კრიზისში ვართ“

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტურუშმა „რუსთავთან“ სუპერლიგის მე-17 ტურის ანგარიშით 61:73 წაგებული საშინაო მატჩი შეაფასა.

„პირველ რიგში მივულოცავ „რუსთავს“ გამარჯვებას. არ გამოგვივიდა დღევანდელი თამაში. აშკარად კრიზისში ვართ და ეს კრიზისი ძალიან გაგვეწელა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყურებს ნამდვილად არ ჩამოვყრით და შემდეგ ტურში უკეთესად ვითამაშებთ“, – განუცხადა ტუღუშმა სუპერლიგის ოფიციალურ საიტს.

აღსანიშნავია, რომ ტუღუშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი გამოდგა. შემდეგ ტურში ქუთაისელები თბილისში „სოხუმს“ შეხვდებიან.

ტუღუში: „ჩვენი ვეტერანები ფორმაში არ არიან“

ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში მოგებული თამაშის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთმა ასისტენტმა კოტე ტუღუშმა ისაუბრა.

„უკეთეს მატჩს ვერც ვინატრებდით. ევრობასკეტის თავის ჯგუფში ლატვია ფავორიტია. მოსამზადებალდ ასეთი შეხვედრები ძალიან გამოგვადგება. ხვალ იტალიასთან გაცილებით მძიმე შეხვედრა გველის.

ვეტერანები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ტუღუშმა.

ტუღუში: „ვეცდებით, საქართველო ევროპაში ვასახელოთ“

საქართველოს 3×3 კალათბურთის ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ ტურნირის გამარჯვებულის, „სოხუმის“ წევრი, კოტე ტუღუში დასახელდა.

„ოლიმპის“ თავკაცი და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი დაჯილდოების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ტურნირში ძალიან ბევრი გუნდი მონაწილეობა. ჩვენი მიზანი თამაშისგან სიამოვნების მიღება იყო. როგორც აღმოჩნდა, არამხოლოდ ვისიამოვნეთ, არამედ ტურნირიც მოვიგეთ. ძალიან რთული გზა გავიარეთ. ახლა, ვეცდებით, საქართველო ევროპაში ვასახელოთ“, – განაცხადა ტუღუშმა.

კოტე ტუღუში ნაკრების შემადგენლობით კმაყოფილია

როგორც მოგახსენეთ, დღეს საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ფედერაციაში ნაკრების გაფართოებული სია დასახელდა. პრესკონფერენციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი ასისტენტი კოტე ტუღუში დაესწრო, რომელმაც ჟურნალისტებს ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ უამბო.

„გაფართოებულ სიას ყველანი ნახავდით. ამჟამად ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს. ბოლო დროს მსგავსი პრობლემა ყოველთვის გვქონდა. კარგია, რომ ამ მიზეზით დღეს არავინ გვაკლია. იმედია, ევროპის ჩემპიონატს ასევე ოპტიმალური შემადგენლობოით შევხვდებით. თუ ეს ასე იქნება, მაშინ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს საბოლოო გაფართოებული სიაა, არავის დამატება აღარ შეგვიძლია.

ნიკოლოზ ცქიტიშვილთან პირადად არ გვისაუბრია. მის კანდიდატურას განვიხილავდით, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ მას ნაკრებში არ გამოვიძახებთ.

გორგოძე ნაკრების ახალწვეულია. ყველანი ვთანხმდებით< რომ მას აკრგი სეზონი ჰქონდა. ნაკრებთან ერთად ის ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს, რაც გუნდასაც გამოადგება.

რაც შეეხება ჯანელიძეს, ამ ახალგაზრდა მოთამაშის სტატისტიკას თვალს ყოველთვის ვადევნებდი. ის ათლეტური და ძლიერია, იტალიაში მას ასევე კარგი სეზონი ჰქონდა“, – განაცხადა ტუღუშმა.

კოტე ტუღუში: “ხვალ დაძაბული მატჩი გველის”

სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი “შსს-აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა გააკეთა.

კოტე ტუღუში: “ვულოცავ „დინამოს“ დამსახურებულ გამარჯვებას. მეტოქემ იბრძოლა, რასაც ველოდით კიდეც.

3:0-ის მოლოდინი და სურვილი გვქონდა, თუმცა, „დინამოს“ ის გუნდი არ არის, რომელსაც ასე იოლად მოუგებ. შესაბამისად, სერია გრძელდება.

ხვალ დაძაბული და რთული მატჩი გველის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ.”

კოტე ტუღუში: “ბათუმი კარგი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში იბრძოლებს”

“შსს-აკადემია” – “ბათუმის” დასრულების შემდეგ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს.

კოტე ტუღუში (“შსს-აკადემია”): “მთავარი ამოცანა, სასტარტო ორი საშნაო მატჩის მოგება შესრულებულია. ახლა დავისვენებთ და ბათუმში გავემგზავრებით, სადაც წარმატებით თამაშს ვეცდებით. მიუხედავად სერიაში 2:0 დაწინაურებისა, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერი არა რის. ბათუმი კარგი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში მეტოქეს მშობლიური კედლები და გულშემატკივრებიც დაეხამრებიან. 

დავიდ უსტიაშვილი (“ბათუმი”): “გუშნდელთან შედარებით დღეს ნაკლები შეცდომა დავუშვით, თუმცა მაინც დავმარცხდით, რაც დაცვაში ცუდმა თამაშმა განაპირობა. 0:2 სერიოზული ჰანდიკაპია, მაგრამ ბათუმში მეტოქეს ბრძოლას ვპირდებით”.

კომენტარი “ბათუმი” კალათბურთელმა, ნიკა რამიშვილმაც გააკეთა:

“ნახევარფინალში შემთხვევით არ გავსულვართ და ბათუმში წარმატების მისაღწევად ვიბრძოლებთ. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენი გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან.”

კოტე ტუღუში: “ასეთი დამოკიდებულებით გამარჯვების მოპოვება ძნელია”

“სოხუმი” – “შსს-აკადემიას” დასრულების შემდეგ კომენტარი აკადემიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა გააკეთა.

“დღესაც ვამბობდი, რომ ასეთი დამოკიდებულებით, როგორიც ჩემს მოთამაშეებს ჰქონდათ, “სოხუმის” დონის გუნდის დამარცხება ძნელია. მეტოქემ საკმაოდ ბევრი სამქუალინი ჩაგვიგდო, რასაც ვერაფერი ვერ დავუპირისპირეთ. გადამწყვეტი შეხვედრა გველის წინ, რომელშიც ღირსეული გაიმარჯვებს.

ტუღუში: „პლეიოფში ყველა მატჩი რთულია“

„შსს არმია“ – „ქუთაისის“ მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის წარმომადგენლებმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს. წარმოგიდგენთ „აშშ არმიის“ მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის კომენტარს.

„დღევანდელი მატჩი ძალიან რთული გამოდგა. ორივე გუნდი პლეიოფისთვის ემზადება და საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენებას ვცდილობდით. „ქუთაისი“ ძლიერი მეტოქეა, მიმდინარე სეზონში მას პირველად მოვუგეთ.

პლეიოფის არც ერთი ეტაპი ადვილი არაა. თანაც, არის შანსი, კვლავ ნახევარფინალში შევხვდეთ.

დღევანდელი მატჩის მნიშვნელობაზე მსაჯების განხილვაც მეტყველებს, იმ ქულასაც დიდი მნიშვნლობა ჰქონდა. მოსაგებად ორი ქულა გვჭირდებოდა.

„ქუთაისს“ პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ. იმედია, გუნდი ამ ეტაპს ჯანმრთელი შეხვდება“, – განაცხადა ტუღუშმა.

კოტე ტუღუში: “მეტოქეზე მეტად მოტივირებულები ვიყავით”

“დინამოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს “შსს-აკადემიის” მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა უპასხა.

ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მოტივაცია ბევრად უფრო დიდი გვქონდა, თუმცა ამხელა სხვაობით გამარჯვებას არ ველოდით. “დინამო” ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მადლობა ჩემს გუნდს და მოწინააღდეგეს. წინ ძალიან დიდი პაუზა გველის და პლეიოფისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.” 

კოტე ტუღუში: “ანგარიშში ასეთი სხვაობა არაფერს ნიშნავს”

სპორტის სასახელში სუპერლიგის ტურის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრა “შსს-აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა და ბექა ჩიკვილაძემ შეაფასეს.

კოტე ტუღუში: “დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მოთამაშეს დღევანდელი გამარჯვებისთვის. ანგარიშში ასეთი სხვაობა არაფერს ნიშნავს. “რუსთავი” იყო და რჩება ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. თუმცა, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ყველაფერი მოედანზე განვახორციელეთ. დღეიდან “სოხუმთან” გასამართი მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას. 

ბექა ჩიკვილაძე: “დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვენლოვანი იყო. წინა ტურში გვეგონა, რომ ადვილად მოვიგებდით და ამის გამო ლამის დავისაჯეთ კიდეც. დღეს, კი მაქსიმალურად დავიხარჯეთ და შედეგით ძალიან გახარებული ვარ.”