„შსს აკადემიამ“ „ქუთაისს“ ბოლო წამზე მოუგო
დღეს საქართველოს სუპერლიგის რეგუალრული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.
ყველაზე საინტერესო „შსს აკადემიისა“ და „ქუთაისს“ შორის გაიმართა. იმერული კლუბი გამარჯვების შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლის შანსს ინარჩნებდა.
შეხვედრა „შსს აკადემიას“ უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. მეორეწ წუთისთვის ქუთაისელებს წუთშესვენების აღება მოუწიათ – ამ პერიოდისთვის ისინი 8:2-ს აგებდნენ.
პირველი ემოთხედის დარჩენილ დროში მასპინძლებმა სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს და მეორე ათწუთიანი პერიოდისთვის ანაგრიშთ 20:12 იგებდნენ. მეორე მეოთხედში სტუმრებმა სხვაობა ექვსამდე შეამცირეს. დიდი შესვენების წინ შშს-ელები ანგარიშთ 37:31 იგებდნენ. პირველი ნახევრვის ბოლოს გიორგი შარაბიძისა და აბდულა ნ დოიეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.
მიმდინარე სეზონში ქუთაისელებს მეორე ნახევრიდან თამაში რამდენიმეჯერ გაუუმჯობესებიათ, რაც დღესა მოხდა. მესამე მეოთხედში მათ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, გადამწყვეტ ბოლო მეოთხედში კი წინ 5 ქულითაც იყვნენ და თითქოს შეხვედრა მათი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში – 68:68 იყო – ქუთაისელებმა თავისი მომენტი ვერ გამოიყენეს, კონტრშეტევაში წასული თბილისელების შეტევის ბოლოს კი იმერელთა ფართან ერეულობითმიხეილ ბერიშვილმა ისარგებლა და ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა. რამდენიმეწამიანი დისკუსიის შემდეგ მსაჯებმა ამ ბურთის ჩათვლა გადაწყვიტეს და, შესაბამისად, გამარჯვება კოტე ტუღუშის გუნდმა აღნიშნა.
გამარჯვებულთა მხრიდან 20 ქულით, 4 მოხსნითა და 6 პასით გიორგი ცინცაძე გამოირჩა, ხოლო „ქუთაისის“ რიგებიდან“ 18 ქულითა და 6 პასით საუკეთესო ზაურ ფაშაევი იყო. გამორჩეული სტუმართა მხრიდან აბდულა ნ დოიეც იყო, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და ჯამში 14 მოხსნა მიითვალა.
„შსს აკადემია“ – „ქუთაისი“ 70:68 (20:12, 17:19, 14:17, 19:20)
„შსს აკადემია“: ცინცაძე (20 ქ. 4 მ. 6 პ.), შარაბიძე (15 ქ. 10 მ.), მეტრეველი (14 ქ. 8 მ.), ლომოური (8 ქ. 9 მ.), როგავა (6 ქ. 5 მ. 2 პ.), ბერიშვილი (4 ქ. 3 მ. 1 ა.)
„ქუთაისი“: ფაშაევი (18 ქ. 11 მ. 6 პ.), ნ დოიე (14 ქ. 14 მ. 1 პ.), სარალია (12 ქ. 6 პ.), ლომინაშვილი (8 ქ. 1 მ. 1 პ.), დავით ბარბაქაძე (7 ქ. 2 პ. 2 მ.), გრძელიძე (5 ქ. 3 ნ, 2 პ.), გიორგი ბარბაქაძე (3 ქ. 2 მ. 2 პ.)
სხვა მატჩების შედეგები:
„ოლიმპი“ – „ბათუმი“ 98:69
„სოხუმი“ – „დინამო“ 74:113