The Sun-ის მიერ მოწოდებული საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ყველაზე ხშირად ლიონელ მესის მაისურები იყიდებოდა.
არგენტინელ გოლეადორს მისი მთავარი მეტოქე, კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედის” ორი ახალწვეული, პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოდიან.
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
3. პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
5. მესუტ ოზილი (“არსენალი”)
6. ნეიმარი (“ბარსელონა”)
7. დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
8. ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”)