რონალდუს მშრალი სერია – პირველად ოთხი წლის განმავლობაში

პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურში “დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდელებმა 2:0 მოიგეს, კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ შეძლო და თავი ეფექტური ფინტით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ეს პორტუგალიელისთვის პრიმერაში ზედიზედ მესამე უგოლო მატჩია. 30 წლის ფეხბურთელმა მოედანი “სევილიასთან” და “ატლეტიკოსთან” შეხვედრებშიც უგოლოდ დატოვა.

უკანასკნელად მსგავსი რამ რონალდუს კარიერაში 2011 წლის თებერვალში მოხდა. მაშინ შემტევმა “ესპანიოლს”, “ლევანტეს” და “დეპორტივოს” ვერ გაუტანა. თუმცა, შემდეგ შეხვედრაში “მალაგას” სამი გოლი შეუგდო.

24-ე ტურში მადრიდის “რეალი” “ელჩეს” ესტუმრება. შეხვედრა 22 თბერვალს შედგება.

მასკერანო რონალდუს გამოექომაგა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგა, რომელმაც “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ იუბილე პომპეზურად აღნიშნა. ამის გამო პორტუგალიელი ფეხბურთელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს. არ მომეწონებოდა, ვინმეს ჩემთვის რომ მიეთითებინა, თუ როგორ გამომეყენებინა თავისუფალი დრო. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მოედანზე და კამერის წინ კი პროფესიონალები გახლავართ. ამასთან, ჩვენ პირადი ცხოვრებაც გვაქვს. ჩვენ ამის უფლება გაგვაჩნია და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს”, – მასკერანოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

მესი „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში რონალდუს უახლოვდება

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ ბოლო მატჩებში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს არც ისე დამაკმაყოფილებელი თამაშით ისარგებლა და პორტუგალიელს „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მიუახლოვდა.

ამჟამად არგენტინელს პორტუგალიელისგან 10 ქულა(5 გოლი) აშორებს. მესამე ადგილს ჯერჯერობით „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა იკავებს, თუმცა ნეიმარი მას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ამჟამად ხუთეული ასე გამოიყურება:

1. რონალდუ – 56 ქულა
2. მესი – 46
3. კოსტა – 34
4. ნეიმარი – 32
5. კრამარიჩი, ლაკაზეტი – 31,5

“მანჩესტერ სიტი” რონალდუში სარეკორდო თანხას იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” მზად არის “რეალს” კრიშტიანუ რონალდუში სარეკორდო თანხა შესთავაზოს.

“ჟორჟე მენდეშთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. სატრანსფერო ფანჯრის დროს ის დასვენების გარეშე მუშაობს. ის მზად არის ყოველდრიურად რეკოს ტელეფონზე, ღამის ორ საათზეც კი” – განაცხადა “სიტის” სპორტულმა დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა.

ორი წლის წინ “სიტი” “რეალს” 134 მილიონს სთავაზობდა, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა მანჩესტერელებს უკეთესი წინადადების გაკეთება სურთ.

 

კასილასი: “ადვილი არ არის, იყო რონალდუ”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი კრიშტიანუ რონალდუს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა და თანაკლუბელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ადვილი არ არის, იყო რონალდუ. ის ყველას მხრიდან უდიდესი წნეხის ქვეშაა. ჩვენი გუნდი მხარს უჭერს კრიშტიანუს. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და არც რონალდუ არის გამონაკლისი. ამისთვის ის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისაჯა”, – კასილასის სიტყვებს Football Espana აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის XX ტურში “კორდობას” წინააღმდეგ გამართული მატჩის 83-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქე გუნდის მცველ ედიმარს განზრახ ფეხი დაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. პორტუგალიელმა მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ გულშემატკივრებსა და თავად ედიმარსაც მოუბოდიშა.

ტელეკომპანია “კუატროს” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიშზე თანაკლუბელები შემოიკრიბა, ინციდენტი პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნებით ახსნა, მათ ბოდიში მოუხადა და დაპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

 

ანჩელოტი: „კრიშტიანუ რონალდუს ესმის, რომ შეცდომა დაუშვა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა.

„დისკვალიფიკაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდია. რონალდუ ორ მატჩს გამოტოვებს, თავისუფალ დროს კი დერბისთვის მომზადებაზე დახარჯავს. ამჟამად კრიშტიანუს ჯანმრთელობის პრობლოემები არ აქვს.

თავისი ქმედებისთვის რონალდუმ ბოდიში უკვე მოიხადა. მან შეცდომა დაუშვა, რაც კარგად გააცნობიერა. მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება“, – განაცხადა „ბლანკოსის“ თავკაცმა.

რონალდუს დღეს დასჯიან

კრიშტიანუ რონალდუ “კორდობასთან” შეხვედრის დროს ედიმართან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ელის.

AS-ის ცნობით საბოლოოდ ვერდიქტი დღეს გახდება ცნობილი. მოსალოდნელია, რომ რონალდუს ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ამ შემთხვევაში კრიშტიანუ საკუთარ გუნდს “სოსიედადთან” და “სევილიასთან” მატჩებში ვერ დაეხმარება და მოედანზე “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში დაბრუნდება.

ლუკას სილვა: “რონალდუ ძალიან მშვიდი და თავმდაბალი ადამიანია”

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ლუკას სილვამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე კლუბის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ.

“რონალდუ ჩემი გმირია. ის ფენომენალური, ფანტასტიური ფეხბურთელია. რონალდუმ პირველივე ვარჯიშზე ძალიან თბილად მიმიღო. კრიშტიანუს ბევრი ვესაუბრე და მივხვდი, მისი მიღწევების მიუხედავად, რაოდენ მშვიდი და თავმდაბალი ადამიანია”, – ციტირებს ლუკას სილვას სიტყვებს პორტუგალიური სპორტული ინტერნეტგამოცემა A Bola.

შეგახსენებთ, რომ ლუკას სილვამ “რეალთან” 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებმა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ  “კრუზეიროს” 14 მილიონი ევრო გადაუხადეს. ლუკას სილვა “სამეფო კლუბში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

რიკელმემ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

“დიეგო მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მოთამაშეა. გამიმართლა, რომ დიეგოსთან ერთად “ბოკა ხუნიორსში” თამაში მომიწია, მას ვარჯიშებზეც ვაკვირდებოდი. ნამდვილი მოვლენა იყო.

რაც შეეხებათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ისინი ერთმანეთს გოლების რაოდენობაში ეჯიბრებიან, თუმცა ლეო მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებს, რომ ხანდახან თავადაც უკვირს ხოლმე”, – ციტირებს რიკელმეს სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ რიკელმემ მოთამაშის კარიერა დაასრულა. არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ოთხ კლუბში უთამაშია: “ბოკა ხუნიორსში”, “ბარსელონაში”, “ვილიარეალსა” და “არგენტინოს ხუნიორსში”. მას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

 

ბეილი: “რეალს რონალდუს გარეშე უკვე უთამაშია”

“რეალის” ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა “კორდობასთან” მინიმალური სხვაობით მოგებული  მატჩი შეაფასა და რონალუდს წითელ ბარათზე ისაუბრა.

“რთული მატცი გამოვიდა. მოედანი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, თუმცა პირობები ორივე გუნდისთვის ერთნაირია. ასე რომ, ეს გასამართლებელი საბუთი არ არის. მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა.

რონალდუს ეპიზოდი ვერ ვნახე, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, ჩვენ გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს და კრიშტიანუს გარეშეც გვითამაშია” – განაცხადა ბეილმა.

რონალდუმ ბოდიში მოიხადა

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ესპანეთის პრიმერადივიზიონის XX ტურში “კორდობას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) მოედნიდან გააძევეს, ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 83-ე წუთზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველ ედიმარს განზრახ ფეხი დაარტყა, შემდეგ კი ხოსე კრესპოს სახეში ხელი გაარტყა.

“დღევანდელ მატჩში ჩემი არასერიოზული საქციელის გამო ყველას ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით ედიმარს”, – დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუმ.

 

რონალდუ საკლუბო კარიერაში მე-600 მატჩს ატარებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „კორდობასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩს პირველი წუთებიდან დაიწყებს. პორტუგალიელისთვის საკლუბო დონეზე ეს მე-600 მატჩი იქნება.

ცნობისთვის, „კორდობა“ – „რეალის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული შეხვედრისთვის „რეალის“ ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: კასილიასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კროოსი, ხედირა, ხამეს როდრიგესი, ბეილი, ბენზემა, რონალდუ