რონალდუს შესანიშნავი გადაცემა ვარჯიშზე (ვიდეო)

სანაკრებო პაუზის დროს მადრიდის “რეალის” ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს დასვენების საშუალება მიეცა და ის გუნდთან ერთად მადრიდული დერბისათვის ემზადება.

ზიდანის ხელმძღვანელობით ფეხბურთელები აქტიურ სამწვრთნელო პროცესში არიან ჩართული და სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის დიდი შემართებით ემზადებიან. გუშინ “რეალის” საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიშზე შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, რომელიც კამერებს არ გამოპარვიათ.

რონალდუ “რეალში” კეინის მისვლის წინააღმდეგია

მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი “მეფე”, კრიშტიანუ რონალდუ თავისი დიდების ჰარი კეინისთვის განაწილებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტი ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ამის წყალობით ამ უკანასკნელმა მთელი მსოფლიოს ალაპარაკება შეძლო. უცხოური პრესა კი ერთხმად თანხმდება, რომ ადრე თუ გვიან, კეინს მაინც მოუწევს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლა.

კრიშტიანუ რონალდუ კი “ბერნაბეუზე” კეინის მისვლის კატეგორიული წინააღმდეგია და თავის პოზიციას ღიად გამოხატავს. პორტუგალიელს კარიმ ბენზემას მხარდამხარ ურჩევნია თამაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მუდამ მზადაა, რონალდუს დახმარება გაუწიოს.

რონალდუ: “ჩემი თავი, როგორც მწვრთნელი ვერ წარმომიდგენა”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ NIKE-თან ისაუბრა.

რონალდუმ თავის მომავალზე ისაუბრა და ახალგაზრდებს რჩევა მისცა: “არ ვიცი მომავალში რას გავაკეთებ, თუმცა ამჟამინდელი ცხოვრების სტილი მომწონს. ვიცი რომ ყოველთვის ახალგაზრდა ვერ ვიქნები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი თავი, როგორც მწვრთნელი ვერ წარმომიდგენია”,

“რაც შეეხება ჩემი კარიერის დასაწყისს – მოტივაციას ყოველთვის მაძლევდა ის, რომ ფეხბურთი იყო, რაც ყოველთვის მომწონდა და თამაშის დროს თავს ბედნიერად ვგრძნობდი. თუ ნიჭი არ გაქვს, მაშინ ყველაფერი დაივიწყეთ, მაგრამ ტალანტთან ერთად აუცილებელია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა. როდესაც 16 წლის ვიყავი და “პორტუში” ვარჯიში დავიწყე, ზუსტად ვიცოდი შემეძლო პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი”, – აცხადებს კრიშტიანუ რონალდუ.

რონალდუ: “ყველაფერი კარგად მიდის, ახალი კონტრაქტის გაფორმება არ მინდა”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ “ტოტენჰემთან” წაგებული მატჩის (3-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საერთოდ არ ფიქრობს.

“რეალში” ყველაფერი კარგად მიდის. ახლანდელი კონტრაქტის თანახმად აქ კიდევ ოთხი წლით უნდა დავრჩე, რაც სავსებით მაწყობს და ახალ ხელშეკრულებაზე არ ვფიქრობ,” – აცხადებს რონალდუ.

კრიშტიანუმ “რეალის” წაგებებზეც გააკეთა კომენტარი: “ცუდი პერიოდი გვაქვს, “რეალი” წაგებას მიჩვეული არ არის. თუმცა, ფეხბურთი ასეთია. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დავუბრუნდებით მოგებების გზას.

სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთესები ვიქნებით.”

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე რაულს გადაასწრო

ლონდონის “ტოტენჰემთან” ფრედ დასრულებული მატჩის წყალობით (1-1), მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე “თეთრების” ლეგენდის, რაულ გონსალესის შედეგის გაუმჯობესება შეძლო.

საქმე ისაა, რომ ეს 32 წლის ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული რიგით 143-ე მატჩი იყო. რაულის ანგარიშზე კი 142 შეხვედრაა. აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუ ამ შედეგით მხოლოდ ხავი ერნანდესსა (151 მატჩი) და იკერ კასილასს (166) ჩამორჩება.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “სამეფო კლუბის” ლიდერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში ბრწყინვალედ გამოიყურება. ლიგაზე ჩატარებულ ბოლო რვა მატჩში მის ანგარიშზე 15 გატანილი გოლი იყრის თავს.

კრიშტიანო რონალდუმ რაულს გადაასწრო

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით გამართული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

შედეგად, მადრიდელთა 32 წლის ლიდერმა, რონალდუმ “რეალის” ექს-შემტევის, ლეგენდარული რაულ გონსალესის მაჩვენებლის გაუმჯობესება შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

რონალდუ, რომლის ანგარიშზეც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებული 142 მატჩია, მხოლოდ ჩავისა (151 მატჩი) და იკერ კასილასს (166) ჩამორჩება.

ამასთანავე, ეს მისი მეოთხასე მატჩია “რეალის” შემადგენლობაში. “თეთრების” მაისურით მას 409 გოლი აქვს გატანილი და 111 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

რონალდო: “რეალს” კრიშტიანუ და ბენზემა ჰყავს, ახალი შემტევი არ სჭირდება”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდო მადრიდის “რეალის” ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი გადმოსახედიდან ამ მომენტში “რეალს” ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება.

“რეალი” ბრწყინვალედ არის დაკომპლექტებული. მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ჰყავთ და ბენზემაც, ახალი ცხრიანი სულაც არ სჭირდებათ.

“რეალმა” ბოლო წლებში ყველას აჩვენა, თუ რა შეუძლია. გასულ წლებშიც ხშირი იყო მსგავსი სიტუაციები, მაგრამ ისინი მაინც იგებდნენტიტულებს. იმედი მაქვს, რომ კარგ გზას მალე დაუბრუნდებიან,” – აცხადებს ბრაზილიელი ლეგენდა.

როგორც იცით, ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ “რეალი” არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ლა ლიგაში ჩატარებული პირველი სამი საშინაო მატჩიდან გუნდმა ვერცერთის მოგება ვერ შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუ დღეში ხუთჯერ იძინებს, თანაც ემბრიონის პოზაში

არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ სწორი ძილი ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და დღესდღეობით ეს საქმიანობა მეცნიერების ცალკე დარგადაც იქცა.

რონალდუს ძილის მასწავლებელი, ნიკ ლითლჰეილსი აღიარებს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მეცნიერების მიერ შემუშავებულ მეთოდ იყენებს და დღეში ხუთჯერ იძინებს, თანაც ემბრიონის პოზაში.

“დღესდღეობით ადამიანის სოციალური და პროფესიული ცხოვრება გაცილებით უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე ადრე. ამიტომაც, ძალიან გაუმართლებელია მთელი ამ სტრესის ერთჯერადი, რვასაათიანი ძილისთვის მინდობა.

კრიშტიანუს დიეტები არ აინტერესებს და არც ის, თუ როგორ უვლის თავს სხვა. მაგრამ ამ ასპექტში ის ჩვენს მეთოდებს ითვალისწინებს. უმჯობესია დღეში 5-ჯერ, 1,5 საათით დაიძინო – ასე უფრო ადვილად შეძლებ საუკეთესო ფორმის შენარჩუნებას,” – აცხადებს ნიკი.

კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ახალი ავტომობილი წარადგინა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თავის ძვირადღირებულ მანქანათა კოლექციას ახალი მოდელი, Ferrari F12 TDF დაამატა.

Ferrari F12-ის სპეციალური გამოშვების ღირებულება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 340 000 ფუნტს შეადგენს.

რონალდუს ახალი ავტომობილი 6.2-ლიტრიანი საწვავის ავზით გამოირჩევა და 340 კმ./სთ.-ს განვითარება შეუძლია.

როგორი ბუცები აცვიათ მესის, რონალდუსა და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებს?

ის დრო, როდესაც ყველა ფეხბურთელს ერთნაირი, შავი ბუცები ეცვათ წარსულს კარგა ხანია რაც ჩაბარდა. დღესდღეობით კი ფეხბურთის ყველა ვარსკვლავს სპეციალურად მისთვის შექმნილი ბუცები ამშვენებენ. ვნახოთ, როგორ ბუცებს ატარებენ მსოფლიოს უმაღლესი დონის ვარსკვლავები ბოლო დროს…


კრიშტიანუ რონალდუ


როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (თუ არა საუკეთესო) მთელი კარიერის მანძილზე მეგობრობს სპორტული ეკიპირების გერმანულ გიგანტთან, “ნაიკთან”, კერძოდ კი Mercurial-ის ბუცებთან.

ბოლო დროს წლის საუკეთესო ფეხბურთელს უახლესი გამოშვების ბუცები აცვია, რომლის ღირებულებაც ოფიციალურ მაღაზიაში 260 ფუნტს შეადგენს, რაც დაახლოებით 844 ლარს უდრის.


ლიონელ მესი


ლეო მესი კი “ადიდასთან” მეგობრობს. ამჟამად ის არგენტინის ნაკრების ფერებში გადაწყვეტილ ბუცებს იყენებს, რომელსაც “ოკეანის შტორმსაც” ეძახიან, მისი დასახელება კი Nemeziz 17+ გახლავთ.

ალბათ გახსოვთ, რომ ადრე არგენტინელი გოლეადორი Adidas’ F50-ის ერთგული იყო, თუმცა კარგა ხანია, რაც ის 280 ფუნტად (909 ლარი) შეფასებულ Nemeziz-ს ატარებს.


ნეიმარი


მესისა და რონალდუს მსგავსად ნეიმარის სახელზეც უშვებენ ბუცებს, ამ საქმიანობაზე კი “ნაიკი” ზრუნავს. მოდელს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულს ამშვენებს Mercurial Superfly V Neymar ჰქვია.

იმ ბუცების შეძენა, რომლითაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იწონებს თავს 270 ფუნტად, ანუ დაახლოებით 877 ლარად არის შესაძლებელი.


გარეთ ბეილი


მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი კი Adidas X 17+ Purespeed-ს ატარებს, რომელიც 250 ფუნტად (812 ლარი) ფასობს. 2016/17 წლების სეზონის ბოლოს ის ლურჯ-თეთრ ბუცებს ატარებდა, მაგრამ ზაფხულში ყვითელ ფერზე გადაერთო.


ლუის სუარესი


ბეილის მსგავსად, სუარესიც Adidas X 17+-ზე აკეთებს არჩევანს, რომელიც შემქნელების თქმით განსაკუთრებულად სწრაფ სიჩქარესა და სიძლიერეზეა მორგებული.


ანტუან გრიზმანი


ანტუან გრიზმანი “პუმას” ერთ-ერთი უდიდესი კლიენტია. ფრანგი შემტევის Puma One 17.1 ოფიციალურ მაღაზიაში 160 ფუნტი (520 ლარი) ღირს.


რობერტ ლევანდოვსკი


მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი ვარსკვლავი “ნაიკის” ახალი ხაზის, Hypervenom-ის მთავარი სახეა. ლევანდოვსკის Phantom 3-ის შეძენა კი 260 ფუნტად არის შესაძლებელი (844 ლარი)

ბერნარდო სილვას “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა რონალდუმ ურჩია

“მანჩესტერ სიტის” პორტუგალიელი ახალწვეული, ბერნარდო სილვა აღიარებს, რომ სანამ ინგლისში გადაბარგების გადაწყვეტილებას მიიღებდა, აზრი თავის თანამემამულეებს, კრიშტიანუ რონალდუსა და ნანის ჰკითხა.

“კონფედერაციის თასზე თამაშისას, ძალიან ახლოს ვიყავი ამ შეთანხმებასთან და სწორედ ამ დროს ვკითხე კრიშტიანუსა და ნანის მანჩესტერის შესახებ.

მათგან კი მხოლოდ დადებითი მოვისმინე, მითხრეს რამდენად სასიამოვნო ქალაქია. მათი თქმით მანჩესტერში კარგი ხალხი ცხოვრობდა და ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა.

ჩემი გადმოსახედიდან, პრემიერ ლიგა დიდებული ჩემპიონატია – ძალიან კონკურენტუნარიანია და მოედნები სულ გავსებულია. ორივე მათგანმა მომიწონა გადაწყვეტილება,” – აცხადებს სილვა, რომელშიც “ქალაქელებმა” 43 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

დეპაი: “რონალდუ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და ეს მსოფლიომ უნდა დააფასოს!”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ქედმაღალია. პორტუგალიელს ძალიან ბევრი “ჰეითერი” ჰყავს.

ლიონის “ოლიმპიკის” წევრმა, მემფის დეპაიმ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.

“უდიდეს პატივს ვცემ წარმატებულ ადამიანებს. მათ თავიანთი შრომით შექმნეს ყველაფერი და ცუდს არ იმსახურებენ. შესაბამისად, ვერ ვხვდები რატომ ჰყავს ასეთ სპორტსმენებს მოძულეები.”

“რონალდუ ქედმაღალია? ვინ ახსნის, ზუსტად რას ნიშნავს ეს სიტყვა? კრიშტინუმ წარმატების მწვერვალი დაიპყრო და ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა: ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებსა და უპატრონო ბავშვებს, განსაკუთრებით, მის ქვეყანაში. ის პატივისცემას იმსახურებს,” – აცხადებს ჰოლანდიელი.