კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე რაულს გადაასწრო

ლონდონის “ტოტენჰემთან” ფრედ დასრულებული მატჩის წყალობით (1-1), მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე “თეთრების” ლეგენდის, რაულ გონსალესის შედეგის გაუმჯობესება შეძლო.

საქმე ისაა, რომ ეს 32 წლის ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული რიგით 143-ე მატჩი იყო. რაულის ანგარიშზე კი 142 შეხვედრაა. აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუ ამ შედეგით მხოლოდ ხავი ერნანდესსა (151 მატჩი) და იკერ კასილასს (166) ჩამორჩება.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “სამეფო კლუბის” ლიდერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში ბრწყინვალედ გამოიყურება. ლიგაზე ჩატარებულ ბოლო რვა მატჩში მის ანგარიშზე 15 გატანილი გოლი იყრის თავს.

რაული: „რეალში“ დაბრუნება მსურს“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა აღიარა, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ბლანკოსში“ დაბრუნებას ნატრობს. ესპანელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

„დაბრუნების დრო ჯერ არ არის. მწვრთნელის ლიცენზია არ მიმიღია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მადრიდის ჩემი სახლია, მან კარიერა და პოპულარობა მაჩქა. „რეალი“ ძალიან მიყვარს და მომავალში ამ კლუბში დაბრუნება მსურს.

ცხოვრებაში რაღაც ახალი მჭირდება. ჩნდება ახალი პროექტები, რომელთა დახმარებით, დაგროვილი გამოცდილების გაზიარება მინდა. „რეალში“ წარმატებისთვის ბევრი ადამიანი შრომობს. ბევრის ღვაწლი კი შეუმჩნეველი რჩება“, – ციტირებს რაულს „მარკა“.

რაულმა MLS-ში 36 მეტრიდან გენიალური გოლი გაიტანა (ვიდეო)

როგორც იცით, მადრიდის “რეალის” ლეგენდარული შემტევი, რაულ გონსალესი ამერიკის ლიგაში თამაშობს.

დღეს, ესპანელმა წინახაზელმა “იაკსონვილას” 36 მეტრიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა, კლასის ხარჯზე.

რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოსთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოთან“ კონტრაქტი გააფორმა.

ოფიციალურად აშშ-ს მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბში 37 წლის მოთამაშის ტრანსფერი, სავარაუდოდ, ორ დღეში დადასტურდება.

გარდა ამისა, რაული კლუბის აკადემიაში მრჩეველადაც იმუშავებს. აღნიშნულ პოსტზე ესპანელი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგაც იქნება.

შეგახსენებთ, რომ რაულმა „რეალის“ მაისურით 741 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 323 გოლი გაიტანა. ბოლო წლებში გამოცდილი ფორვარდი „შალკე 04“-სა და ყატარის „ალ-სადის“ ღირსებას იცავდა.

რაულის ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება

ამერიკული კლუბი „ნიუ-იორკ კოსმოსი“ მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელთან რაულთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

სავარაუდოდ, ესპანელი ვეტერანის ტრანსფერს კლუბი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე დაადასტურებს.

როგორ ცნობილია, მხარეები ხელს ნახევარწლიან შეთანხმებას მოაწერენ.

რაულმა რეალს მიულოცა

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ რაულს გონსალესმა ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ვულოცავ ყველას. დღეს ძველი, კარგი დრო გამახსენდა, როდესაც “რეალთან” ერთად სამი ფინალის მოგება შევძელი. მატჩის დროს ვინერვიულე, თუმცა ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა.

“ატლეტიკომ” შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. სიმეონეს გუნდი ღირსეული ფინალისტი იყო, თუმცა “რეალმა” ბოლო წუთამდე იბრძოლა და ეს დაუფასდა” – განაცხადა რაულმა.