რაული დღეს პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩს ჩაატარებს

ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელი რუალ გონსალეს დღეს საღამოს თავის ბოლო პროფესიონალურ მატჩს ჩაატარებს. ეს ამერიკის NASL ლიგის ფინალური შეხვედრა იქნება, რომელშიც „ნიუ-იორკ კოსმოსი“ „ოტავა ფიურის“ შეხვდება.

ცნობისთვის, 38 წლის რაულმა კარიერის დასრულება ოქტომბერის შუაში დაადასტურა. მაშინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიმდინარე სეზონს დაასრულებს, რის შემდეგაც ბუტსებს ლურსმანზე დაკიდებს.

რაული : „ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს“

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ, რომელიც ამჟამად კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს და “ნიუ იორკ კოსმოსის” ღირსებას იცავს, FIFA.COM-თან ინტერვიუში აღნიშნა რომ, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს საფეხბურთო კუთხით და სათამაშო დონე დღითი-დღე უმჯობესდება.

– ლა ლიგისა და ბუნდესლიგის შემდეგ, “ნიუ იორკ კოსმოსთან” კონტრაქტის გაფორმება რამ გადაგაწყვეტინათ?

– მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ამერიკაში კარიერის გაგრძელება, პირველ რიგში არის ფეხბურთის სიყვარული და “ნიუ-იორკ კოსმოსის” მიმზიდველი პროექტი. ვთვლი, რომ ფეხბურთი ამერიკაში დღიდი-დღე ვითარდება, ჩემი ცოდნით და გამოცდილებით კი შევეცდები ხელი შევუწყო პროგრესს.

– აქტიური საფეხბურთო ცხოვრების სამწვრთნელო საქმიანობაზე გაცვლას ხომ არ აპირებთ?

– ფეხბურთი ჩემი ვნებაა და ახლა ჩემი ფიზიკური კონდიციები მაძლევს საშუალებას, რომ აქტიურად ვითამაშო ფეხბურთი. ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მივყობ ხელს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუზიარო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე უკეთ არაფერი მესმის და ვფიქრობ, ჩემი ცოდნა ბევრ მოთამაშესაც სასიკეთოდ გამოადგება.

– “ნიუ-იორკ კოსმოსში” 7-ნომრიანი მაისური უკვე დაკავებული იყო და მისმა მფლობელმა ის უყოყმანოდ გადმოგცათ…

– “რეალში” მქონდა პატივი მეტარებინა 7-ნომრიანი მაისური, “შალკეში” და ყატარში გადასვლისას ტრადიცია გავაგრძელე. ნიუ-იორკში გადმოსვლისას გარსიამ უყოყმანოდ დამითმო მაისური, ამას კი ძალიან ვაფასებ.

რა განაცხადა რაულმა კარიერის დასრულების დადასტურების შემდეგ

„ნიუ-იორკ კოსმოსის“ თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა, რომელმაც ხუთშაბათს ნოემბრში კარიერის დასრულება დაადასტურა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„როდესაც 2014 წლის დეკემბერში „ნიუ-იორკთან“ კონტრაქტს ვაფორმებდი, მაშინვე ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს ჩემს მდგომარეობას შევაფასებ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ამრიგად, გადავწყვიტე, სეზონის დამთავრებისას ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. სრულიად ვარ კონცენტრირებული, რათა სეზონი დავასრულო და გუნდს NASL ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო.

უახლოეს თვეებში გადავწყვიტავ, თუ რით დავკავდე. ფეხბურთს იმდენი ხანი ვთამაშობდი, რომ ეს სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ გააწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ მჯერა, რომ საამისოდ ახლა საჭირო დრო დადგა“, – ციტირებს რაულს „ნიუ-იორკ კოსმოსის“ ოფიციალური საიტი.

რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოსში“ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოსში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. ნიუ-იორკელების მეტოქე სამხრეთ ჩინეთის საფეხბურთო კლუბი იყო.

ესპანელმა მეტოქის კარი დანიშნული პენალტის შემდეგ აიღო.

ცნობისთვის, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოსთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოთან“ კონტრაქტი გააფორმა.

ოფიციალურად აშშ-ს მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბში 37 წლის მოთამაშის ტრანსფერი, სავარაუდოდ, ორ დღეში დადასტურდება.

გარდა ამისა, რაული კლუბის აკადემიაში მრჩეველადაც იმუშავებს. აღნიშნულ პოსტზე ესპანელი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგაც იქნება.

შეგახსენებთ, რომ რაულმა „რეალის“ მაისურით 741 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 323 გოლი გაიტანა. ბოლო წლებში გამოცდილი ფორვარდი „შალკე 04“-სა და ყატარის „ალ-სადის“ ღირსებას იცავდა.

რაულის ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება

ამერიკული კლუბი „ნიუ-იორკ კოსმოსი“ მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელთან რაულთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

სავარაუდოდ, ესპანელი ვეტერანის ტრანსფერს კლუბი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე დაადასტურებს.

როგორ ცნობილია, მხარეები ხელს ნახევარწლიან შეთანხმებას მოაწერენ.