მარკო ასენსიო: “მადლობა ზიდანს ასეთი ნდობისთვის!”

მადრიდის “რეალის” ახალაგაზრდა ფეხბურთელს, მარკო ასენსიოს საკმაო რაოდენობის სათამაშო დრო ეძლევა. მაგალითად, 21 წლის მოთამაშემ “ბლანკოსის” მიერ ლა ლიგაში ჩატარებული 36 შეხვედრიდან 22-ში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონთა ლიგაზე კი შვიდი შეხვედრა ჩაატარა.

ესპანელმა ბევრი შანსის მიცემისთვის, მის ხელმძღვანელს, ზინედიდნ ზიდანს მადლობა გადაუხადა.

“სეზონის დასაწყისში ჩემი უმთავრესი მიზანი, რაც შეიძლება, მეტი ხნით თამაში იყო. ცდას არ ვაკლდებდი, თუმცა პირადად ზიდანს მინდა, ვუთხრა დიდი მადლობა, რომ ასეთი ნდობა გამომიცხდადა. ვიცი, რომ მას ჩემი სჯერა!”

“ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. თითოეული ფეხბურთელი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია. სეზონი ძალიან გრძელია და ამიტომ, მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელით ვერ ითამაშებ.”

“სევილიას” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ (4-1). თუმცა, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. წინ მთავარი შეხვედრებია. ოთხშაბათს (“სელტასთან”, ავტ.) აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ასეთი შანსი წელს აღარ მოგვეცემა,” – განაცხადა მარკომ.

ზიდანი: “ბეილი ჯერ კიდევ კიდევ ევრ ვარჯიშობს ჩვენთან ერთად”

გარეთ ბეილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახეხრა, თუმცა რადენიმე მატჩის წინ ისევ დისკომფორტი შეექმნა. ამჯერად გარეთი ვერ ახერხებს სრული დატვირთვით ვარჯიშს. შესაბამისად, 14 მაისს ლა ლიგის 37-ე ტურში, “სევილიას” წინააღდეგ მისი თამაში გამორიცხულია.

უელსელის შესახებ ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

“გარეთს ყოველდღე ვაკვირდებით. ის დარბაზში დიდ დროს ატარებს, ვარჯიშობს, შრომობს და ცდილობს, დაზიანება მალე აღმოფხვრას. მიუხედავად მუდმივი გარჯისა, ის მაინც არაა ჩვენთან, მინდორზე.”

“ამ ყველაფერს დრო სჭირდება. არ ვიცი, როდის დაგვიბრუნდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. თუმცა, ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება,” – განაცხადა “ზიზუმ”.

მიჩელ სალგადო: “ერთი ტიტული ბოლო ათ წელიწადში? “რეალს” ჩემპიონობა სჭირდება”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სრული ბედნიერებისათვის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება არ კმარა და რომ “რეალმა” საშინაო ჩემპიონატის მოგებაზეც უნდა იზრუნოს.

“ზიდანს შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ლა ლიგის მოგებაც, რაც ჩვენ ნამდვილად გვაკლია.

ბოლო ათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ ჩემპიონატი და ვთვლი, რომ მიმდინარე სეზონში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იქნება.

ერთია, როდესაც ევროპაში წარმატებული ხარ, მაგრამ საშინაო ასპარეზზეც საჭიროა პირველობა, ჩვენი ფანები ამას იმსახურებენ,” – აცხადებს მიჩელ სალგადო.

ოფიციალურად: “გრანადა” პრიმერადივიზიონს დაემშვიდობა

ესპანური პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში, “რეალ სოსიდედთან” განცდილი მარცხი “გრანადასათვის” განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა.

“რეალ სოსიდედთან” გამართულ მატჩში “გრანადას” გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა ჩემპიონატში დარჩენის მიზერული შანსი მაინც დაეტოვებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

მატჩი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, კარლოს ველასა და ხუანმის გოლების წყალობით მოიგეს (2-1).

35 მატჩის შემდეგ მე-19 ადგილზე მყოფ “გრანადას” 20 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში დარჩენის ყველანაირი შანსი დაკარგა.

“რეალმა” “დეპორტივოს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 34-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლა კორუნიას ესტუმრა და ადგილობრივ “დეპორტივოს” დაუპირისპირდა.

მატჩი მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში პირველ წუთზე ალვარო მოარატამ მოახერხა. მე-14 წუთზე ხამეს როდრიგესმა ორამდე გაზარდა სხვაობა. ფლორინ ანდონემ 35-ეზე მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. ცხრა წუთში კი ლუკას ვასკესმა ძველი სხვაობა აღადგინა.

მეორე ნახევარში “რეალი” არ გაჩერდა. ხამესმა 67-ეზე დუბლი შეასრულა. ხოლო, ათ წუთში ისკოს ჯერი დაგდა: მან ვასკესის გადაცემის შემდეგ მისი გუნდის მეხუთე გოლი გაიტანა. ამით ყველაფერი არ დასრულებულა. 84-ე წუთზე ხოსელუმ 5-2 გახადა ანგარიში, თუმცა შეცვლაზე გამოსულმა კაზემირომ შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი – 2-6.

ამ გამარჯვებით “ბლანკოსს” 78 ქულა აქვს და მეორეზეა. ლა კორუნიელებს 31 ქულა აქვთ და მე-16 პოზიციას იკავებენ.

ლა ლიგაში სიტუაცია დაიძაბა: როგორია ფავორიტების კალენდარი?

ლეო მესის მიერ “რეალის” კარში ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა (2-) ლა ლიგაში ინტრიგა დააბრუნა.

პრიმერადივიზიონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, მადრიდულ და კატალონიურ გრანდებს თანაბარი 75-75 ქულა აქვთ დაგროვებული იმ განსხვავებით, რომ “რეალს” ერთით მეტი მატჩი აქვს სათამაშო.

დღეიდან, მათ მიერ დაშვებული თითოეული შეცდომა შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს.

“რეალს” “ბარსაზე” უფრო რთული კალენდარი აქვს – მადრიდელები “დეპორტივოს”, “ვალენსიას”, “გრანადას”, “სევილიას”, “მალაგასა” და “სელტას” გუნდებს უნდა გაეჯიბრნონ. 6-დან “სამეფო კლუბი” მხოლოდ 2 მატჩს გამართავს საშინაო არენაზე (“ვალენსიასთან” და “სევილიასთან”).

“ბლაუგრანას” კი “ოსასუნას”, “ესპანიოლის”, “ვილიარეალის”, “ლას პალმასისა” და”ეიბარის” გუნდების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. 5-დან სამი მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება, ორი კი მის ფარგლებს მიღმა.

ესპანეთში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო პაბლო სიმეონე ესპანეთში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ სეზონში მადრიდელებმა ოთხი მატჩი გამართეს საშინაო ჩემპიონატში, რომელთაგანაც 3 მათი გამარჯვებით დასრულდა (მათ შორის “სევილიასთან” გამართული მატჩიც – 3:1), ერთი კი ფრედ.

პრიმერას 29 ტურის შემდეგ “ატლეტიკო” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს 58 ქულით და მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს მეოთხეადგილოსან “სევილიას”.

მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” მადრიდის “რეალი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მას არ აკლდა ფიზიკური ორთაბრძოლები და ფეხბურთელებს შორის კამათი.

ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე კარიმ ბენზემამ მოახერხა. მან კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ აიღო ბასკების კარი.

მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე არიც ადურისმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლის გატანა კაზემირომ შეძლო. “რეალის” ბრაზილიელმა საყრდენმა ზუსტად 68-ე წუთზე მოახერხა ბილბაოელების დამწუხრება.

საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს და “ლა ლიგას” ერთპიროვნულად ლიდერობენ (65 ქულა). რაც შეეხება “ატლეტიკს”, ამ გუნდს 44 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

“ბარსელონა” დეპორტივოსთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის “ლა ლიგის” 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ლა კორუნიის “დეპორტივომ” კატალონიის “ბარსელონა” მიიღო. ანგარიში ხოსელუმ მე-40 წუთზე გახსნა. პირველი ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ლუის სუარესმა შეძლო გათანაბრება. გამარჯვების გოლი მასპინძლებმა 74-ეზე გაიტანეს. ეს ალეხანდრო ბერგანტინოსმა შეძლო.

საბოლოოდ – 2-1 და “დეპორტივომ” სამი ქულა მოიპოვა, რის შემდეგაც 27 ქულა დაუგროვდათ და მე-15 ადგილზე არიან. რაც შეეხებათ კატალონიელებს, მათ 60 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, პირველ ადგილს იკავებენ. თუმცა, მადრიდის “რეალს” მასზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მატჩის მიმოხილვა

კარიკატურა: მალე გამოჯანმრთელდი, ფერნანდო! (ფოტო)

2 მარტს, ესპანეთის “ლა ლიგის” 25-ე ტურში ლა კორუნიის “დეპორტივომ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო. შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. თამაშის 85-ე წუთზე, “როხი ბლანკოს” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა მეტოქესთან თავით შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა. საბედნიეროდ, ესპანელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. იგი საავადმყოფოშია და სახლში დღეს გაწერენ. იგი ვარჯიშსაც მალე დაუბრუნდება.

“ელ ნინიოს” ბევრი მხარდასაჭერი პოსტი თუ სტატია მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით ომარ მონამიმ შემოგვთავაზა კარიკატურა, სახელწოდებით: “მალე გამოჯანმრთელდი, ფერნანდო!”

 

მესის გოლი, დადუმებული “კალდერონი” – “ბარსელონამ” “ატლეტიკო” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა შედგა “ვისენტე კალდერონზე”, სადაც “ატელტიკომ” “ბარსელონა” მიიღო.

დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში გუნდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. 64-ე წუთზე რაფინიამ აიღო იან ობლაკის კარი. 6 წუთში დიეგო გოდინმა თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

მატჩის კულმინაცია 87-ე წუთზე შედგა. “ბარსას” სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, საჯარიმოში მდგომმა, მარჯვენა ფეხით დაარტყა კარში, ბურთი მცველს მოხვდა, ლეომ მარცხენა ფეხით დაამატა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საბოლოოდ – 1-2 “ბლაგურნას” სასარგებლოდ.

ამ შეხვედრის შემდეგ “ბარსელონას” 54 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. თუმცა, მეორეადგილოსანმა “რეალმა” 52 ქულა მოიპოვა და კატალონიელებზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხებ “ატელტიკოს”, სიმეონეს შეგირდები 45 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო

ვარანის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

გასულ ოთხშაბათს მადრიდის “რეალმა” “ლა ლიგის” გამოტოვებული შეხვედრა “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართა. “ბლანკოსმა” “ღამურებისგან” ორი გოლი მიიღო, გაიტანა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი და მეორეადგილოსან “ბარსელონასთან” სხვაობა ვერ გაზარდა.

წაგების გარდა, ეს მატჩი მადრიდელებისთვის ცუდი იმითაც იყო, რომ დაზიანება მიიღო ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა. მან მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეპსის კუნთი დაიზიანა.

გაირკვა, რომ ფრანგ სპორტსმენს სამიდან ოთხ კვირამდე მოუწევს უქმობა. შესაბამისად, იგი გამოტოვებს ლა ლიგის სამ მატჩს, რომელსაც “ბლანკოსი” “ლას პალმასის”, “ეიბარისა” და “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ჩაატარებს. გარდა ამისა, ვარანი ზიდანის განკარგულებაში ვერც ჩემპიონათა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში (“ნაპოლის” წინააღმდეგ) ვერ იქნება.