ლებრონმა ფაჩულიასა და მისი ოთხი თანაგუნდელის მოტყუებით ჩინებული დანკი შეასრულა (ვიდეო)

„მილუოკი ბაქსთან“ ანგარიშით 108:90 მოგებული მატჩის დასაწყისში ლებრონ ჯეიმსმა ყველა მეტოქე მოატყუა, რომელთა შორისაც ზაზა ფაჩულიაც იყო და ჩინებული დანკი შეასრულა.

ლებრონმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-900 მატჩი ჩაატარა

„მაიამი ჰიტთან“ მატჩი „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდ ლებრონ ჯეიმსისთვის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში მე-900 გამოდა. მატჩების ამ რაოდენობის მისაღწევად კალათბურთელს 12 სეზონის ჩატარება მოუწია.

900 შეხვედრიდან 294 მატჩი მან „მაიამი ჰიტის“ შემადგენლობაში ცაატარა, დანარჩენ შეხვედრებში კი „კლივლენდის“ მაისურით ითამაშა. გარდა ამისა, პლეი-ოფში ლებრონის მონაგარი 158 თამაშს შეადგენს.

ცნობისთვის, რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით „კლივლენდის“ ისტორიაში ჯეიმსი მეექვსე ადგილს იკავებს.

ლებრონ ჯეიმსი – პირვლეად 10 წლის მანძილზე (ვიდეო)

“დალასის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე “კლივლენდის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მისთვის ტრადიციულად ქცეულ თავზე შემოსაკრავის გარეშე გავიდ. უკანასკნელაც, მის გარეშე ლებრონმა 2003 წელს, “დეტროიტის” წინააღმდეგ ითამასა. ამ ცვლილებამ ჯეიმსს ხელი არ შეუშალა და მოთამაშემ 27 ქულასთან ერთად აქტივში 8 გადაცემა და 7 მოხსნა ჩაიწერა.

ლებრონმა სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში „კლივლენდ კავალიერსმა“ მორიგი მატჩი ჩაატარა – ოჰაიოს შტატის გუნდის მეტოქე „ტორონტო რეპტორსი“ იყო. ხსენებულ შეხვედრაში „კავსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულა, 6 მოხსნა და 14 ასისტი მიითვალა. ასისტების მაჩვენებლით ლებრონმა მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ 29 ქულითან 15 მან თამაშის ბოლო ექვს წუთში დააგროვა.

ლებრონმა ყველა დროის შედეგიანი მოთამაშეების სიაში რეი ალენს გაუსწრო

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩში 27 ქულა დააგროვა, რითაც მისმა კარიერულმა მაჩვენებელმა 24 508 ქულა შეადგინა. შედეგად, ლებრონმა რეი ალენს გაუსწრო და ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში 21-ე ადგილზე ავიდა.

ყველაზე ახლოს ჯეიმსი 24 815 ქულით პატრიკ იუინგთან იმყოფება. მოქმედი კალათბურთელებიდან ჯეიმსზე უკეთესი შედეგი ტიმ დანკანს (25 688), პოლ პირსს (25 726), კევინ გარნეტს (25 934), დირკ ნოვიცკისა (27 808) და კობი ბრაიანტს (32 482) აქვთ.

ლებრონ ჯეიმსმა რონალდინიოს 60 ათას დოლარად ნაყიდი საათი აჩუქა

„კლივლენდ აკვალიერსის“ თავდამსხმელმა ლებრონ ჯეიმსმა თავის მეგობარს, ბრაზილელ ფეხბურთელ რონალდინიოს სამოც ათას დოლარად ნაყიდი საათი აჩუქა, რის შესახებაც „Dirty Tackle“ წერს. აღნიშნული სიახლე თავისი „ტვიტერის“ გვერდზე თავად რონალდინიომაც დაადასტურა – ბრაზილიელმა ლებრონის საჩქრის სურათიც განათავსა.

აღსანიშნავია, რომ საათის ამ მოდელის რაოდენობა შეზღუდულია და მისი ეკზემპლიარების რაოდენობა მხოლოდ ექვსასს შეადგენს. საათის დიზაინის შექმნაში მონაწილეობას თავად ლებრონიც იღებდა. 2013 წელს ამ საათის ფასი 51,5 ათას დოლარს შეადგენდა.

Ronaldinho

ჯეიმს ჰარდენმა ლებრონ ჯეიმსს ფეხით უხერხულ ადგილას ჩაარტყა (ვიდეო)

„კლივლენდ კავალეირსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ მატჩი უსიამოვნო ეპიზოდით გამოირცა – წაქცეულმა ჯეიმს ჰარდენმა ლებრონ ჯეიმსს ფეხით უხერხულ ადგილას ჩაარტყა. წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„ეს მომენტი კალაშთბურთთან არანაირ კავშირშია. მგონია, რომ ლიგაში ამ ეპიზოდს ყურადღება უნდა მიეცეს. არ ვიცი, რატომ მოიქცა ის ასე.

აქამდე ჰარდენთან კონფლიქტი არასდროს მქონია. ეს მომენტი უბრალოდ გაჩნდა“, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

ლებრონმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ ლდიერმა ლებრონ ჯეიმსმა 42 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ლებრონისთვის ეს მაჩვენებელი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა.

ლებრონი: „მაიკლ ჯორდანის დონე მიუღწეველი მეგონა“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ბავშვობა გაიხსენა და ყურადღება მაიკლ ჯორდანზე გაამახვილა.

„როდესაც ჩემი სათამაშო სტილის ჩამოყალიბება დავიწყე, ვიცოდი, რომ დიდი ბომბარდირი გავხდებოდი. მაიკლ ჯორდანით აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა არასდროს მეგონა, რომ მის დონემდე მივიდოდი. ჯორდანი არარეალური მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, სკოტი პიპენის, ანფერნი ჰარდუეისა და ალენ აივერსონის დონის კალათბურთს ჩვენებას მოვახერხებდი“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN-ი.

ზაკ ლავინის აზრით, იგი ლებრონ ჯეიმსს პირისპირ აჯობებდა

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ უკანახაზელის ზაკ ლავინის აზრით, რომელმაც ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის განვლილი ოლ სტარის დანკების კონკურსი მოიგო, იგი ლებრონ ჯეიმსს დანკებში პირისპირ თამაშის დროს მოუგებდა.

„ვიცი, რომ ლებრონის არსენალში ისაა, რაც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს. იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენია. თუმცა, როგორც აქამდე ვთქვი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ“, – ციტირებს ლავინს ESNP.-ი

ლებრონ ჯეიმსი: „კლივლენდში“ ყველაფერს თავიდან უკვე მესამედ ვიწყებ“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი თვლის, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მისი კარიერის დაყოფა სამ ნაწილად შეიძლება.

„კლივლენდში“ ყველაფერს ნულიდან მესამედ ვიწყებ. პირველად ეს ლიგაში სადებიუტო სეზონის შემდეგ მოხდა, ხოლო შემდეგ „მაიამი ჰიტში“ პირველი წელი მქონდა. მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე. საჭიროა ძლიერი მოთამაშეების მოყვანა, რომლებსაც კარგი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლიათ. ამას მესამედ ვაკეთებ“, – ციტირებს ლებრონს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ ლებრონი „კლივლენდში“ 2014 წლის ზაფხულში დაბრუნდა.

წინა კვირის საუკეთესო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ უკანახაზელი კლეი ტომპსონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

„კავალიერსმა“ ლებრონის დახმარებით განვლილ შვიდ დღეში ოთხივე მატჩი მოიგო, თავად მოთამაშემ კი საშუალოდ 27,8 ქულა, 6,8 გადაცემა და 6,3 მოხსნა მიითვალა.

ტომპსონმა თავის გუნდთან ერთად ასევე ოთხი თამაში მოიგო, მისმა საშუალო მონაგარმა კი 33 ქულა შეადგინა. შეგახსენებთ, რომ „საკრამენტო კინგსთან“ მატჩში კინგ კლეიმ ლიგის რეკორდი დაამყარა და მესამე მეოთხედში 37 ქულა დააგროვა.