“მილანსა” და “იუვენტუსს” შორის ბარტერი მზადდება

ავტორიტეტული იტალიური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის შეთანხმების არსებობას. “როსონერი” და “ბებერი ქალბატონი” გულშემატკივარს სულ მალე ბარტერს შესთავაზებს.

“სან სიროზე” გატარებული 12 თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბონუჩის მშობლიური “იუვე” მონატრებოდა. “მილანელები” ბონუჩის გაშვების სანაცვლოდ მატია კალდარასა და გონსალო იგუაინს ითხოვენ.

შეთანხმების თანახმად, ბონუჩისა და კალდარას ბარტერისგან დამოუკიდებელი იქნება გონსალო იგუაინის ტრანსფერი. არგენტინელი თავდამსხმელის არენდით აყვანა “როსონერის” საკმაოდ ძვირი დაუჯდება – საუბარია 15 მილიონ ევროზე.

სავარაუდოდ “მილანში” თამაშისას იგუაინის ხელფასს, რაც სეზონში 7,5 მილიონ ევროს უტოლდება, მაინც “ბებერი ქალბატონი” გადაიხდის.

“მილანის” დირექტორი ბონუჩის ტრანსფერზე: “ყველაფერი ერთ შეხვედრაში მოგვარდა”

“მილანის” გენერალური დირექტორი, მარკო ფასონე აღიარებს, რომ ლეონარდო ბონუჩის გადაბირება “როსონერის” ხელმძღვანელებს დიდად არ გასჭირვებიათ და ყველაფერი ერთ შეხვედრაში იქნა შეთანხმებული.

“უნდა ვაღიარო, რომ ბონუჩის ტრანსფერის იდეა მთავარ მწვრთნელას (მონტელა) ეკუთვნის, ტრანსფერის შესრულებაში კი ყველაზე დიდი წვლილი სპორტულმა დირექტორმა, მირაბელიმ შეიტანა.

“იუვენტუსის” გენერალურ დირექტორთან, ჯუზეპე მაროტასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა გავმართეთ. ჩვენი პოზიციები საკმაოდ ნათლად წარვადგინეთ და გასარკვევი არაფერი იყო დარჩენილი,” – აცხადებს მარკო ფასონე.

“იუვენტუსი” “მილანისგან” 40 მილიონ ევროს ითხოვს

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “როსონერის” ხელმძღვანელებმა ტურინის “იუვენტუსს” 30 მილიონი ევრო შესთავაზეს 30 წლის ლეონარდო ბონუჩის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც იცით, “მილანის” მმართველებმა ვინჩენცო მონტელას საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გამოუყვეს ტრანსფერებისათვის – მონტელამ უკვე დახარჯა 100 მილიონი ევრო ანდრე სილვას, რიკარდო როდრიგესისა და ფრენკ კესის ტრანსფერებში.

ახლა კი, “მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელის პრიორიტეტი გამოცდილი იტალიელი მცველის გადაბირებაა, რომლის სანაცვლოდაც “ბებერი ქალბატონი” 40 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი “სან სიროზე” 2009 წლამდე თამაშობდა, სანამ “ინტერს” “ბიანკონერიში” გაცვლიდა.

ვერატიმ ტიაგო სილვა ბონუჩისა და კიელინის შეადარა

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ტიაგო სილვა ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის შეადარა.

“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას მსოფლიოს ორ საუკეთესო მცველს შორის, სერხიო რამოსთან ერთად დავაყენებდი. შესაძლოა, მათ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩიც დავუმატოთ, მაგრამ ამ ორ მცველს ერთმანეთი სჭირდებათ, ტიაგო სილვა კი მარტოც ძალიან ძლიერია”, – ციტირებს ვერატის სიტყვებს Goal.Com.

ოფიციალურად: ბონუჩიმ “იუვენტუსთან” გაახანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდო ბონუჩიმ “ბებერ ქალბატონთან” არსებული კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ ცენტრალურ მცველს საკმაოდ აქტიურად უკავშირებდნენ “მანჩესტერ სიტის”, რამაც მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება იტალიელ ჩემპიონთათვის აუცილებელი გახადა.

29 წლის ბონუჩიმ Twitter-ზე დაწერა: “კონტრაქტი 2021 წლამდე გავახანგრძლივე! გადავწყვიტე დავრჩენილიყავი იქ, სადაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს სტატუსი მოვიპოვე. ერთადერთი მიზანი გამაჩნია: კვლავ მოგება!”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იტალიელი ფეხბურთელი ტურინელებს 2010 წელს, “ბარიდან” შეუერთდა და მას შემდეგ სერია ა-ს 5 და კოპა იტალიას 2 ტიტული მოიპოვა.

Tuttosport: “იუვენტუსმა” თვალი აზარს, ვილიანსა და ოსკარს დაადგა

ტურინის “იუვენტუსს” იმედი აქვს, რომ ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარდაცვის რომელიმე წევრს მაინც გადაიბირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ამ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

როგორც იცით, ხუან კუადრადოს კონტრაქტის თანახმად “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნება მოუწევს, სადაც დიდი ალბათობით ანტონიო კონტე დახვდება, რომლის ინტერესზე ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე ძაძას მიმართ ძალიან ბევრს საუბრობენ.

ამიტომაც “ბებერი ქალბატონი” ეცდება ამ სიტუაციიდან მოგებული გამოვიდეს და “არისტოკრატთა” რომელიმე ნახევარმცველი (უილიანი, ოსკარი ან აზარი) გადაიბიროს. რასაც ხელს ის ფაქტიც შეუწყობს, რომ მომავალ სეზონში “ლურჯები” ევროპულ სარბიელზე დიდი ალბათობით ვერ იასპარეზებენ.

ბონუჩი „ბაიერნთან“, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს

ტურინის „იუენტუსის“ მცველის ლეონარდო ბონუჩის „ნაპოლისთან“ მატჩში მიოღებული ტრავმა სერიოზული არ ყოფილა.

ფეხბურთელმა მხოლოდ ძლიერი დარტყმა მიიღო და „ბოლონიასთან“ 19 თებერვალს ჩასატარებელი მატჩისთვის მზად იქნება. ამავდროულად, ლეოს „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხევდრაში თამაში ნაკელბად სავარაუდოა, რადგან გუნდის სამწვრთნელო შტაბი, რისკის თავიდან ასაცილებლად, ფეხბურთელისთვის დასვენების საშუალების მიცემას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მცველმა „ნაპოლისთან“ შეხვედრა ვერ დაასრულა.

ბონუჩი: “ტრიპლეტის მოგებაზე ვოცნებობ”

“იუვენტუსის” მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი შეძლებს ყველა ფრონტზე ღირსეულად წარსდგეს.

მიმდინარე სეზონში, “ბებერი ქალბატონები” იბრძვიან სკუდეტოსთვის, იტალიის თასისთვის, სადაც ფინალში “ლაციოს” დაუპირისპირდება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მონაკოს” დაუპირისპირდება.

“ჩემო ოცნებაა, ტრიპლეტი მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველას ოცნებაა, მაგრამ სამივე ტურნირზე ღირსეულად უნდა წარვსდგეთ. ყველა ტურნირზე ჩვენ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს დავუპირისპირდებით, სადაც მოგება რთული იქნება,” განაცხადა ბონუჩიმ Rai Sport-თან ინტერვიუში.

“ახლა პოზიტიური პერიოდი გვაქვს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ადვილად მოხდება. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, დადებითი შედეგისთვის”.

ბონუჩი: ”რომას” სუსტი წერტილები უნდა გამოვიყენოთ”

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში, ”იუვენტუსი” ”რომას” უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი, დიდ ინტერესს იწვევს, როგორც გულშემატკივრებში, ასევე ფეხბურთელებშიც. ტურინულ-რომაული დაპირისპირების წინ, ”ბებერი სინიორას” მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

”ბურთის ფლობაში, ”რომა” ძალიან ძლიერია, ასევე გამოვყოფდი ჟერვინიოს. მაგრამ ჩვენ ვიცით მეტოქე გუნდის სუსტი წერტილები, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ”იუვენტუსში” განხორციელებული ცვლილებები, გუნდისთვის ნეგატიურად არ აისახა და უფრო გაგვაძლიერა.” – განაცხადა ბონუჩიმ.

”იუვენტუსისა” და ”რომას” დაპირისპირება, ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ბონუჩი: “დავამტკიცეთ, რომ “რომაზე” ძლიერი გუნდი გვყავს”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ლეონარდო ბონუჩი აცხადებს, რომ “ბინაკონერი” “რომაზე” ძლიერი გუნდია, რაც კონტეს შეგირდებმა დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, “იუვენტუსმა” “რომას” საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 სძლია.

“ვფიქრობ, ყველაფერი მოედანზე დავამტკიცეთ. ამიტომ, პრესის საშუალებით საუბარი ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ “რომაზე” ძლიერი გუნდი გვყავს. კარგად ვითამაშეთ. “რომა” კი ხიფათის შექმნას ჟერვინიოსა და ლაიალიჩის საშუალებით ცდილობდა”, – ამბობს ბონუჩი.

“მონაკო” ბონუჩის დააკვირდება

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა “მონაკომ” იტალიაში, ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველზე, ლეონარდო ბონუჩიზე დასაკვირვებლად სკაუტები გააგზავნა.

Tuttosport-ის ცნობით, “მონაკოს” წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსისა” და “კოპენჰაგენის” დაპირისპირებასაც ესწრებოდნენ.

გასულ ზაფხულს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” “ბიანკონერის” ფეხბურთელში 16 მილიონი ევრო შეთავაზა, თუმცა ტურინელებმა ის ამ ფასად არ დათმეს. შესაბამისად, “მონაკოს” ბონუჩიში უფრო მეტი თანხის შეთავაზება მოუწევს.

ბონუჩი: “ლორენტე “იუვენტუსის” იარაღია”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ დანიურ “კოპენჰაგენთან” გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელი, ფერნანდო ლორენტე “ბიანკონერის” იარაღია.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ტურინელებმა დანიელები საკუთარ მოედანზე მიიღეს და მეტოქეს ანგარიშით 3:1 ძლიეს.

“კოპენჰაგენი” თავს დიდი ძალებით იცავდა, თუმცა გამარჯვება მაინც მოვახერხეთ. როდესაც ბრძოლა მაღალ ბურთებზე მიდის, მაშინ ჩვენი იარაღი ფერნანდო ლორენტეა”, – თქვა ბონუჩიმ.