ოფიციალურად: ლევან ყენია “ლოკომოტივის” ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ლევან ყენია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. 26 წლის ნახევარმცველმა, ლოკომოტივთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

10 წლის წინ, ლევანი გელზენკირხენის შალკეში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა. გერმანულ კლუბში მან 2012 წლამდე ითამაშა, იმავე წლის აგვისტოში კარიერა ლვოვის კარპატში გააგრძელა.

2013 წელს, ყენია გერმანიაში დაბრუნდა, დიუსელდორფის ფორტუნაში, სადაც ერთი წელი ითამაშა.

უკანასკნელად, 26 წლის ნახევარმცველი პრაღის სლავიაში თამაშობდა. ჩეხური კლუბის შემადგენლობაში, მან 31 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ყენიას ოფიციალური წარდგენა 16 მაისს, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე, 13:30 წუთზე გაიმართება.

Fcloco.Ge

ათი საუკეთესო ქართველი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევის გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. პარასკევს პაპუნაშვილი გერმანიაში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, იქამდე კი Fanebi.com-ი იმ ათ ქართველ ფეხბურთელს იხსენებს, რომელსაც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია.

1. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 1993 წლიდან 1996 წლამდე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფერებს იცავდა

`1
2. ლევან კობიაშვილს სამ გერმანულ კლუბში უთამაშია. ბუნდესლიგაში კარიერა მან „ფრაიბურგში“ დაიწყო, რის შემდეგაც „შალკეში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. კარიერა კობიმ ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა

image_slshow_einzel_0_2
3. მრავალფეროვანი გერმანული კარიერა ალექსანდრე იაშვილსაც ჰქონდა, რომელმაც „ლუბეკში“, „ფრაიბურგში“, „კალსრუესა“ და „ბოხუმში“ ითამაშა

3
4. 1998 წლიდან 2005 წლამდე ლევან ცქიტიშვილი „ფრაიბურგში“ გამოდიოდა, რის შემდეგაც ერთი სეზონი „ვოლფსბურგში“ ირიცხებოდა. მოგვიანებით ის ჯერ „პანიონისში“ გადავიდა, შემდგომ კი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა. 2009 წელს ცქიტიშვილი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ვეჰელში“ თამაშობდა, რომელშიც კარიერა დაასრულა

4
5. არჩილ არველაძემ „კიოლნის“ რიგებში 2000 წლიდან 2003 წლამდე 29 შეხვედრა ჩაატარა

5
6. „შალკე“ ლევან ყენიაზე იმედებს სამი წლის განმავლობაში ამყარებდა, მაგრამ ხშირმა ტრავმებმა მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. 2013 წელს ის დიუსელდორფის „ფორტუნაში“ გადავიდა, ამჟამად კი პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავს

6
7. ოთახ ხიზანეიშვილს უამრავ კლუბში უთამაშია, აქედან ორი გერმანულია („ფრაიბურგი“ და „აუგსბურგი“)

7
8. რევაზ არველაძემ ჯამში ოთხ გერმანულ კლუბში ითამაშა. ყველაზე მეტი შეხვედრა მან „ჰომბურგის“ მაისურით ჩაატარა. ასევე ის „კიოლნის“, „ტენის ბორუსიასა“ და „როტ-ვაისი ობერჰაუზენის“ რიგებში თამაშობდა. კარიერა მან სწორედ ამ უკანასკვნელში დაასრულა

8
9. „ფრაიბურგში“ თამაში დავით თარგამაძემაც მოასწრო, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008 წლიდან 2010 წლამდე იცავდა და ჯამში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა

9
10. „ბოხუმში“ სადებიუტო სეზონში ნიკოლოზ გელაშვილმა 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მოგვიანებით ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანში გადაბარგდა, სადაც „ყარაბაღ აღდამის“ ფერებს იცავდა. ამჟამად გელაშვილი ალბანურ „ფლამურტალში“ გამოდის

Gelashvili729

ყენიას მწვრთნელი დუშან უჰრინი გახდა

პრაღის “სლავიას” მთავარ მწვრთნელად “დინამო თბილისის” ყოფილი დამრიგებელი, დუშან უჰრინი დაინიშნა.

“სლავიამ” ჩეხეთის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში მე-11 ადგილზე გავიდა. პრაღული კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ლევან ყენია იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დუშან ოჰრინი უმცოსი თბილისის “დინამოშ” 2 სეზონის განმავლობაში მუშაობდა.

ლევან ყენიას გოლი ჩეხეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლების ათეულში (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩეხეთის ჩემპიონატში, 2014-15 წლების სეზონში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები. აღსანიშნავია, რომ ათეულში მეათე პოზიციას ქართველი ნახევარმცველის, ლევან ყენიას მიერ “დუკლას” კარში გატანილი გოლი იკავებს.

ყენიამ სეზონი მარცხით დაასრულა

დასრულდა ჩეხეთის ჩემპიონატი, რომლის უკანასკნელ ტურში პრაღის “სლავიამ” “სლოვაცკოს” უმასპნიძლა და 1:3 წააგო.

ლევან ყენია ტრადიციულად პრაღელთა სასტარტოში იყო და მოედანზე 58 წუთი დაჰყო.

“სლავიამ” 30 ტურში 34 ქული მოპოვება შეძლო და სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.

ყენიას “სლავია” ათეულში შევიდა

ჩეხეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში პრაღის “სლავია” აუტსაიდერ “ჰრადეც კრალოვეს” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

პრაღელთა ქართველი ლეგიონერი, ლევან ყენია სასტარტოშ შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი დაჰყო.

ამ გამარჯვებით “სლავიამ” 34 ქულას მოუყარა თავი და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მე-10 პოზიციაზე დამკვიდრდა.

ყენია პრშიბრამში დამარცხდა

ჩეხეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში პრაღის “სლავია” პრშიბრამში ადგილობრივ კლუბთნა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

პრაღელები მე-16 წუთზე კი დაწინაურდნენ, თუმცა მეტქეს ჯერ გათანაბრების შანსი მისცეს, 90-ე წუთზე კი მეორე გოლიც გაუშვეს და მორიგი მარცხი იწვნიეს. ტრადიციულად “სპარტას” შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ლევან ყენია, რომელმაც მოედანზე 75 წუთი დაჰყო.

ამრგიად 27 ტურში მოპოვებული 28 ქულით “სპარტა” მეცამეტეა და გასავრდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

ყენიას მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩეხეთში

ჩეხეთის ლიგის 26-ე ტურში ლევან ყენიას “სლავიამ” “ჩესკე ბუდეიოვიცეს” უმასპინძლა და უმაღლესში დარჩენის თვასაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პრაღელებმა გამარჯვება მატჩის პირველ და ბოლო წუთებზე, მარტინ შკოდას მიერ გატანილი გოლებით მოიპოვეს. ლევან ყენია მასპინძელთა სასტარტოში იყო, მოედანზე 58 წუთი დაჰყო და საგოლე პასიც მიითვალა.

ამრიგად, 26 ტურში მოპოვებული 28 ქულით “სლავია” მე-13 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებს.

ყენიას “სლავია” კვლავ დამარცხდა

ჩეხეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში პრაღის “სლავია” “იაბლონეცს” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

პრაღელთა ქართველი ნახევარმცველი, ლევან ყენია თადარიგში იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

ამრიგად, 25 ტურში “სლავიამ” ამდენივე ქულა მოიპოვა და მე-14 პოზიციაზე იმყოფება. პრაღელები გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებენ.

 

 

ყენიას “სლავია” კვლავ დამარცხდა

წარუმატებელ სვლას განაგრძობს პრაღის “სლავია”, რომლის ღირსებას ლევან ყენია იცავს.

ჩეხეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში პრაღელებმა იჰლავას “ვისოჩინას” უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით, 1:2 წააგეს. აღნიშნული მარცხი “სლავიასთვის” ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი მატჩი გახლდათ.

ხსენებულ შეხვედრაში ყენიამ თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო და მოედანზე 77-ე წუთამდე დარჩა.

ყენია სამ ფეხბურთელს ეფექტურად გასცდა (ვიდეო)

ჩეხეთის ჩემპიონატში, პრაღის “სპარტასთან” შეხვედრის დროს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ლევან ყენია მეტოქის სამ ფეხბურთელს ეფექტური მოძრაობით გასცდა.

ყენია დერბიში დამარცხდა

ჩეხეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში პრაღული დერბი გაიმართა, რომელშიც “სპარტამ” “სლავიას” 2:1 სძია.

მართალია, “სლავია” დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩემპიონობის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ორი გოლი გაიტანა და გამარჯვებაც მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ლევან ყენია “სლავიას” ძირითადში იყო და მწვრთნელმა ის 90-ე წუთზე შეცვალა. ამ დროში ქართველმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.