კარიკატურა: ლევანდოვსკი ახალ კლუბს ეძებს

გუშინ რობერტ ლევანდვოსკის აგენტმა განაცახადა, რომ მიუნხენის “ბაიერნის” შემტევს კარიერაში ცვლილება სურს. ამ საკითხზე ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას.

 

კარიკატურა: იძებნება ვიდეორეფერი!

მიმდინარე სეზონში, როგორც შიდა ჩემპიონატებში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ბევრი სადავო მომენტი იყო. გულშემატკივართა უმეტესობა თვლის, რომ, თუნდაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვიდეორეფერი რომ გამოეყენებინათ, ახლა, შესაძლოა, ფინალში, სულ სხვა გუნდებს ეთამაშათ.

ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას: “იძებნება ვიდეორეფერი!”

 

“ბაიერნი” – “რეალი”: ლევანდოვსკი ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს

ოთხშაბათს, “ალიანც არენაზე” მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის “რეალს” მიიღებს. ამ მატჩში, შესაძლოა, გერმანელებს მთავარი დამრტყმელი ძალა, რობერტ ლევანდოვსკი არ ჰყავდეთ.

პოლონელმა შემტევმა, რომელმაც ბუნდესლიგის უკანასკნელ შეხვედრაში დორტმუნდულ “ბორუსიას” ორი გოლი გაუტანა, მხარი დაიზიანა. ვარაუდობდნენ, რომ იგი მინდორზე მალე დაბრუნებოდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, უპრინციპულეს მეტოქესთან ერთ ტაიმს მაინც ითამაშებდა, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა. ლევანდოვსკი არც ორშაბათის ვარჯიშის სესიაზე იყო. მისი თამაში კვლავ საეჭვოა.

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა თომას მიულერი. მანუელ ნოიერი გამოჯანმრთელებას ცდილობს და მისი ამბავი კვლავ გაურკვეველია, ხოლო, მატს ჰუმელსის ნახსენებ შეხვედრაში მონაწილეობა გამოირიცხა.

კარიკატურა: ლევანდოვსკიმ ჩინურ გუნდს რეკორდულ ხელფასზე უარი უთხრა (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ მიუნხენის “ბაიერნის ფორვარდის, რობერტ ლევანდივსკის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის შეძენა ერთ-ერთ ჩინურ კლუბს სურდა. აზიელები პოლონელ შემტევს რეკორდულ ხელფასს (35 მილიონი ფუნტი წელიწადში) სთავაზობდნენ. აგენტის თქმით, რობერტმა დაუყონებლვ უარი თქვა ამ ტრასნფერის განხორციელებაზე.

ომარ ომანიმ აღნიშნულ სიტუაციაში ასე დაინახა ლევანდოვსკი

 

“ბაიერნმა” “შალკე” დაამარცხა (ვიდეო)

სხვ ჩემპიონატების მსგავსად, სნაკრებო პაუზის შემდეგ, განახლდა ბუნდესლიგაც. სადებიუტო მატჩში ერთმანეთს გენზელკეხენის “შალკე” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად დაძაბული იყო, თუმცა გოლი არ გასულა.

მატჩის მეორე ნახევარში “ბაიერნი” უფრო გაააქტიურდა და შეეცადა ანგარიშის გახნსას, საბოლოოდ, ეს 81-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო. “ბაერინი” ბოლო ათი წუთის საწყისში წინ გავიდა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა – მიუნხენელებმა შევხედრის მიწურულს კიდევ ერთი გაიტანეს; 90-ე წუთზე კიმიხმა ორამდე გაზარდა ანგარიში და მის გუნდს ანგარიშით, 0-2 მოაგებინა.

ანჩელოტი: “გვარდიოლას “ბაიერნზე” უფრო გამართულად ვითამაშეთ”

შინ, “ალიანს არენაზე” ბრემენის “ვერდერის” განადგურების (6-0) შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის თამაში შეაფასა.

“ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, მალევე მოვახერხეთ გოლის გატანა და სრულიად ვაკონტროლებდით თამაშს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა.

დიდებული გუნდია მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ბევრი არაფერი შემიცვლია. უბრალოდ ვცადეთ, რომ უფრო გამართულად გვეთამაშა.”

“პაპა კარლომ” პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გამოარჩია, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა: “ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის ყოველთვის საჯარიმოშია და ყოველთვის მზადაა, რომ გოლი გაიტანოს.”

“რეალმა” “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.

ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

“ბაიერნმა” “ინტერს” სძლია (ვიდეო)

დღეს დილაადრიან, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, ერთმანეთს მილანის “ინტერი” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ამერიკელმა ახალგაზრდა მოთამაშემ, იულიან გრინმა, რომელიც წელს გადმოვიდა “ბაიერნის” მთავარ გუნდში, ჰანდანოვიჩის კარი აიღო. მე-13 წუთზე რიბერიმ ბენკოს პასით გაიტანა. უკვე ნახსენებმა გრინმა, 30-ე და 35-ე წუთებზე შეძლო ჰეთრიკის შესრულება და ანგარიშის 4-მდე გაზრდა.

“ინტერის” მხრიდან პრესტიჟის გოლი იკარდიმ 90-ეზე შეაგდო.

საბოლოო ანგარიში 1-4 დაფიქსირდა.

ლევანდოვსკი: “ტიერი ანრი ყოველთვის ჩემ კუმირი იყო”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრი ყოველთვის მისი კუმირი იყო.

“ტიერი ანრი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. განსაკუთრებულად, ის მაშინ მომწონდა, როცა “არსენალში” თამამაშობდა. მისი ძალიან ბევრი მატჩი მაქვს ნანახი”, – უთხრა პოლონელმა France Football-ს.

რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე: იკერ კასილასი (ესპანეთი);

მცველები: ფილიპ ლამი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ლილიან ტურამი (საფრანგეთი);

ნახევარმცველები: კარელ პობორსკი (ჩეხეთი), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი);

თავდამსხმელები: გერდ მიულერი (გერმანია), ტიერი ანრი (საფრანგეთი);

cats

Bild: ლევანდოვსკი “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

გერმანული ცნობილი გამოცემა, Bild იტყობინება, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბავარიულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2021 წლამდე აპირებს.

პოლონელ გოლეადორს ამ ბოლო დროს არაერთ ცნობილ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ სიტისაც”, სადაც სეზონის ბოლოს მისი ამჟამინდელი ბოსი, პეპ გვარდიოლა გადაბარგდება.

თუმცა, როგორც ჩანს, 27 წლის რობერტ ლევანდოვსკი გერმანული კლუბის დატოვებას არ აპირებს (სადაც 2014-ში მოვიდა) და აქ კიდევ 5 სეზონის გატარება სურს.

რობერტ ლევანდოვსკის გოლები ზაგრების “დინამოს” კარში (ვიდეო)

9 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ზაგრების “დინამოსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლის გაფორმება მოახერხა.