ნაბი კეიტა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

გერმანული “ლაიფციგის” შემტევი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს მას შემდეგ, რაც “ბორუსია მიუნხენგლადბახთან” მატჩში კრისტოფ კრამერს სერიოზული ტრავმა მიაყენა.

ინციდენტი მატჩის 83-ე წუთზე მოხდა, როდესაც საჰაერო ორთაბრძოლაში ჩართულ კრამერს ნაბი კეიტამ ფეხი სახეში გაარტყა. კეიტა, რომელიც მომავალი სეზონიდან “ეინფილდელთა” რიგებში უნდა ჩაირიცხოს, უმალ გააგდეს მოედნიდან.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ კი დღეს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია მისი სასჯელის ვადის გაზრდის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ლაიფციგს” კეიტა “აუგსბურგის”, “კიოლნისა” და “ფრანკფურტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

“ბაიერნი” – “ლევერკუზენი”: ბუნდესლიგა გოლების წვიმით გაიხსნა (ვიდეო)

ბუნდესლიგის 2017/18 წლების სეზონი საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებამ გახსნა, რომელსაც “ალიანს არენამ” უმასპინძლა – ადგილობრივმა “ბაიერნმა” “ბაიერ ლევერკუზენი” მიიღო და საკმაოდ დამაჯერებლადაც დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე ზულემ გახსნა, რასაც ასევე ახალწვეულის, კორინტინ ტოლისოს გოლი მოჰყვა ათიოდ წუთში. 53-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ისტორიაში პირველად გამოიყენა ვიდეოგამეორება ბუნდესლიგაში და პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ლევანდოვსკიმ გარდასახა. 65-ე წუთზე კი მეჰმედიმ ერთი ბურთი გაქვითა.

ბუნდესლიგის მეორე ტურში “ბაიერნი” “ვერდერს” ეწვევა, “ლევერკუზენი” კი “ჰოფენჰაიმს” მიიღებს საშინაო არენაზე.


“ბაიერნი”: ულრაიჰი; ალაბა; ჰუმელსი(რაფინია 62′), ზულე, კიმიხი; რუდი, ტოლისო; ფრანკ რიბერი (კინგსლი კომანი 77′), ვიდალი, მიულერი (არიენ რობენი 61′); ლევანდოვსკი

მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ბაიერ ლევერკუზენი”: ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ბენდერი (დრაგოვიჩი 46′), ვენდელი; კორი, არანგისი; ბელარაბი, მეჰმედი, ბაილი; ფოლანდი

მთავარი მწვრთნელი: ჰეიკო ჰერლიხი


“ბაიერნს” “ლევერკუზენთან” ჰუმელსისა და ბოატენგის გარეშე მოუწევს თამაში

შაბათს, მიუნხენის “ბაიერნსა” და ლევერკუზენის “ბაიერს” შორის გასამართ მატჩში ბავარიელთა დაცვითი დუეტის, მატს ჰუმელსისა და ჟერომ ბოატენგის თამაში გამოირიცხა.

“ბოატენგი და ჰუმელსი ამ მატჩს გამოტოვებენ.

ბოატენგს ბარძაყი აქვს დაზიანებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ მადრიდში გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას შეძლებს.

ჰუმელსისა და ბოატენგის არყოფნის პერიოდში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავიდ ალაბა ითამაშებს, ბერნატი კი მარცხენა ფლანგს დაიკავებს.

ვიმედოვნებ, რომ ჰუმელსი მადრიდში თამაშს შეძლებს,” – აცხადებს კარლო ანჩელოტი.

მაურისიო პოჩეტინო: “ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა”

მაურისიო პოჩეტინომ, რომლის გუნდმაც ბოლო მატჩში “ვესტ ბრომვიჩთან” დაკარგა ქულები, განაცხადა, რომ ეს “ტოტენჰემის” დროა და ფეხბურთელებს ამ დროის გამოყენებისთვის მოუწოდა.

“გუნდში არსებული მდგომარეობა? ყველას შეუძლია მოედანზე გასვლა და ყველა იბრძვის სასტარტო შემადგენლობაში თავისი ადგილისთვის. ეს ჩვენი მომენტია და უნდა გამოვიყენოთ.

რამის მისაღწევად საჭიროა შესაბამისი მენტალიტეტის ქონა, რადგანაც სწორედ მომდევნო ორი მატჩი, აქ და “უემბლიზე”, ყველაფერს გადაწყვიტავს.

ჩვენთვის გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, ასე რომ 3 ქულის აღება ძალიან გვჭირდება, შემდეგ კი “უემბლიზე” იგივენაირად ვითამაშებთ.”

ბუტრაგენიო: “ჩიჩარიტომ იცის, რომ მადრიდი მისი სახლია”

მადრიდული “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ აღნიშნა, რომ მადრიდი ჩიჩარიტოსთვის იყო და ყოველთვის იქნება სახლი.

როგორც იცით, მადრიდის “რეალის” შემდეგ მექსიკელი ფორვარდი “ლევერკუზენში” გადაბარგდა, სადაც მან ერთ სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა.

“მასზე ყოველთვის დადებითად ვფიქრობთ. ის წარმოუდგენლად დიდი პროფესიონალიზმით არის განსმჭვალული. ჩიჩარიტო პოზიტიური ტიპია.

იყო პერიოდი, როდესაც ის კარგად ვერ თამაშობდა, თუმცა, ამისდა მიუხედავად ის თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. ის ყოველთვის ცდილობდა ჩვენს დახმარებას.

გერმანიაში მან საკმაოდ კარგად გამოიჩინა თავი და დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია. მან უბრალოდ მნიშვნელოვნად უნდა იგრძნოს თავი.

ვნახოთ რა მოხდება მომავალში, თუმცა ერთი რამ ნათელია – მადრიდი მისი სახლია.”

ჩიჩარიტო: “იუვეს” უარი “ლევერკუზენის” გამო ვუთხარი”

ჰავიერ ერნანდესმა აღიარა, რომ ზაფხულში შემოთავაზება “იუვენტუსისგანაც” მიიღო, თუმცა ჩათვალა, რომ მისი კარიერისთვის გერმანიაში გადაბარგება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.

“ზაფხულში ჩემს შეძენას “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”, “ლაციო” და “რომა” ცდილობდა.” – განუცხადა მან La Gazzetta dello Sport-ს.

“თუმცა, “ლევერკუზენი” ავირჩიე, რადგანაც ვგრძნობდი, რომ მათ ვჭირდებოდი. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე მათ დახმარებას შევძლებდი, რამაც ძალიან გამახარა. აქ ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება.

სამი ქვეყნის სამ დიდ კლუბში მაქვს ნათამაშები, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.” – დაამატა მექსიკელმა ფორვარდმა.

“ლევერკუზენის” თავკაცს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

“ბაიერ ლევერკუზენისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, გერმანული კლუბის თავკაცი, როჯერ შმიდტი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

როგორც იცით, კვირას “ბაიარენაზე” გამართული მატჩში მსაჯმა 10 წუთით შეწყვიტა თამაში, რის მიზეზადაც დასახელდა ის, რომ გაძევებულმა როჯერ შმიდტმა მოედნის დატოვება იუარა.

მართალია 48 წლის სპეციალისტმა ამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა გერმანული ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ “ლევერკუზენი” მომდევნო 3 მატჩში მწვრთნელის გარეშე ითამაშებდა, დანარჩენ ორ მატჩს კი 2017 წლის 30 ივნისამდე.

“შმიდტს აეკრძალება არ გამოჩნდეს მოედანზე და გასახდელში. ამასთანავე მას 20 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

“ლევერკუზენის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიჩარიტოს მომავალზე ისაუბრა

“ბაიერ ლევერკუზენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ შადემ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ გერმანული კლუბი ხავიერ ერნანდესის გაყიდვას არ აპირებს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ის ჩვენთან ფულის გამო არ მოსულა. მას არასდროს უთქვამს, რომ კლუბიდან წასვლა სურს. ის აქ თავს კომფორტულად გრძნობს.

ჩვენ მას პატივს ვცემთ. ჩიჩარიტო ჩვენს სათამაშო სტილს ბრწყინვალედ მოერგო, ის დიდ დახმარებას გვიწევს. ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ მოვიპოვებთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის მისი დარჩენის შანსებს. მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს.”

მირალემ პიანიჩმა “ლევერკუზენს” შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ლევერკუზენის “ბაიერსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში მირალემ პიანიჩმა ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა.

ჰაკან ჩალჰანოღლუ – ჯარიმების ოსტატი

პეპ გვარდიოლას რეაქცია არტურო ვიდალის მოქმედებაზე “ლევერკუზენთან” მატჩში (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა პეპ გვარდიოლას მაშინ, როცა არტურო ვიდალი ისე არ მოქმედებდა, როგორც მას სურდა.

რა ნომრით ითამაშებს ჩიჩარიტო “ლევერკუზენში”?

ლევერკუზენის “ბაიერის” ახალწვეული ხავიერ ერნანდესი ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჩიჩარიტომ ლევერკუზენელებთან კონტრაქტი გუშინ გააფორმა, ეს ინფორმაცია კი სოციალურ ქსელ Twitter-ში კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

მექსიკელ თავდამსხმელს 14 ნომრის აღება სურდა, თუმცა ეს ნომერი ადმირ მეჰმედის ეკუთვნის.