“აუგსბურგის” მეკარემ 94-ე წუთზე “ლევერკუზენს” გაუტანა (ვიდეო)

21 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში “აუგსბურგმა” საკუთარ მოედანზე “ლევერკუზენი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრის ბოლოს, 94-ე წუთზე “აუგსბურგის” მეკარემ, მარვინ ჰიტცმა მეტოქის კარში გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა.



ლევერკუზენმა ზალფცბურგის მცველი შეიძინა

“ლევერკუზენის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით “ზალცბურგის” მცველი ანდრე რამალიო კარიერას გერმანულ კლუბში გააგრძელებს. ხელშეკრულება 2019 წლამდეა გაფორმებული.

22 წლის ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე ავსტრიაში დარჩება და გერმანიაში ზაფხულიდან გადაბარგდება.

“რამალიო ნიჭიერი უნივერსალური მცველია, რომელსაც ჩვენს მთავარ მწვრთნელთად ადრე უმუშავია” – განაცხადა “ლევერკუზენის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.

მანუელ ნოიერმა ეს ისევ გააკეთა – “ბაიერნის” მეკარე “ლევერკუზენის” წინააღმდეგ (ვიდეო)

6 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, მიუნხენის “ბაიერნსა” და ლევერკუზენის “ბაიერს” შორის გამართულ მატჩში ნოიერს საკუთარი საჯარიმოს დატოვება ისევ მოუხდა.

“ლევერკუზენის” ფეხბურთელმა ორ მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის ერთდროულად გაუძვრინა (ვიდეო)

22 ნოემბერს, გერმანიის ჩემპიონატში, “ჰანოვერსა” და “ლევერკუზენს” შორის გამართულ მატჩში (1:3), “ლევერკუზენის” ფეხბურთელმა ქარიმ ბელარაბიმ “ჰანოვერის” ორ მოთამაშეს ბურთი ფეხებს შორის გაუძრვინა.

ლევერკუზენმა სპაჰიჩს გაუხანგრძლივა

ლევერკუზენის “ბაიერმა” ბოსნიელ მცველ ემირ სპაჰიჩთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით 34 წლის უკანახაზელი “ბაიერის” ღრსებას 2016 წლამდე დაიცავს.

შეგახსენებთ, სპაჰიჩი ლევერკუზენულ კლუბში 2013 წლის ზაფხულში, “ანჟიდან” გადავიდა და დღემდე გემრანულ გუნდის მაისურით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“ანჟის” გარდა სპაჰიჩს “სევილიაში”, “მონპელიეში”, მოსკოვის “ლოკომოსიტვსა” და “ტორეპდოში”, “შინიკში”, “ზაგრებში” და “ჩელიკში” უთამაშია.

პაპადოპულოსი ტრავმირებულია

ლევერკუზენის “ბაიერის” უნივერსალი კირიაკოს პაპადოპულოსი ტრამვირებულია. ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა მხრის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც წლის ბოლომდე ვეღარ გავა მოედანზე.

აღნიშნული ტრავმა მოთამაშეს სექტემბრიდან აწუხებდა, თუმცა სანქტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე პაპადოპულოსმა ძლიერი ტკივილი იგრძნო, რის გამოც ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა.

მიმიდნარე სეზონში პაპადოპულოსმა ბუნდესლიგაში 4 მატჩი ჩაატარა.

ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელმა “შალკეს” შესანიშნავი საჯარიმო გაუტანა

25 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ჰაკან ჩალჰანოღლუ გახდა, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.



„ბაიერი“ – „ზენიტი“ 2:0

ლევერკუზენში C ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში „ბაიერნმა“ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ მიიღო. მასპინძლებმა 58-ე და 63-ე წუთებზე
დონატისა და პაპადოპულოსის გოლების წყალობით აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს.

ლევერკუზენი – ბენფიკა 3:1

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ლევერკუზენის “ბაიერმა” ლისაბონის “ბენფიკა” მიიღო. შეხვედრა მასპნიძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ლევერკუზენი 3-1 ბენფიკა

გოლები: კისლინგი 25′ (1:0); ჰეონ-მინ სონი 34′ (2:0); სალვიო 61′ (2:1); ჩალჰანოღლუ 64′ (3:1)

“ბაიერმა” მონაკოში წინასამატჩო ვარჯიში ვერ ჩაატარა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იხსნება. C ჯგუფში “მონაკო” ლევერკუზენის “ბაიერს” მასპინძლობს.

გერმანული გუნდის დელეგაციამ მონაკოს სასტუმროში ადგილი ვერ დაჯავშნა, რის გამოც “ბაიერი” იძულებული გახდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დარჩენილიყო, რომელიც მონაკოს სამთავრომდე 30 წუთის სავალზე მდებარეობს.

“ფარმაცევტებმა” ვერც წინასამატჩო ვარჯიშის გამართვა მოახერხეს სტადიონ “ლუი მეორეზე”. გერმანულმა გუნდმა სამშობლოში ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “ბაიერს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ლევერკუზენის უსწრაფესი გოლი ბუნდესლიგის ისტორიაში

ლევერკუზენის “ბაიერს” სეზონის პირვლეი გოლის გასატანად მხოლოდ 9 წამი დასჭირდა. დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩში სწრაფი გოლის ავტორი კარიმ ბელარაბი გახდა.

“მარსელისა” და “ლევერკუზენის” ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს

შაბათს, მარსელის “ოლიმპიკსა” და “ლევერკუზენს” შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა.