მესი: “მადრიდი საშიშია, ამაში ეჭვი არ არსებობს”

“ბარსელონას” ლიდერი ელ კლასიკოს წინ ჟურნალისტებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, “ნოუ კამპზე”, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება ყველასათვის ცნობილი დაპირისპირება ელ კლასიკო.

“წელს სხვა გზას ვადგავართ. წინა წელს ჩავარდნები ხშირად გქვონდა, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ჩვენი ოცნებები და გეგმები კი ახდა მაშინ, როდესაც გუნდმა სწორად გადაადგილება დაიწყო,”-განაცხადა მესიმ.

“ნებისმიერ გუნდშია ჩავარდნა. მთავარია, ის შემდეგში გამოასწორო. ჩვენ ცუდი პერიოდის შემდეგ, ორმაგად ძლიერები დავბრუნდით”.

“რეალი? ჩვენ მათ და მის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დიდ პატივს ვცემთ. მადრიდი საშიშია, ამაში ეჭვი არ არსებობს”.

“ახლა ისინი ცუდ ფორმაში არიან? – ამას ვერ გეტყვით. “ბარსელონამ” საკუთარი ფეხბურთი უნდა აჩვენოს და შედეგზე შემდეგ ვისაუბროთ. “რეალი” როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, ისინი ყოველთვის ძლერები არიან,”-დაასრულა არგენტინელმა.

ლეო მესი: “ღმერთისგან ბოძებულ ნიჭზე არაფერი ვიცი, მე ინსტიქტურად ვთამაშობ”

კატალონიური “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი აცხადებს, რომ არ შეუძლია დანამდვილებით იმის მტკიცება, განპირობებულია თუ არა მისი თამაში თანდაყოლილი ნიჭით.

“არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩემი თამაში რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა და ეს თანდაყოლილი ნიჭია. ღმერთისგან ბოძებულ ნიჭზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ინსტიქტურად ვთამაშობ. მოედანზე ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო და არ გავაკეთო ის, რასაც მეტოქეები ელიან ჩემგან. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვემზადები მატჩებისთვის, მომდევნო თამაშზე ფიქრს მაშინვე ვიწყებ, როგორც კი შეხვედრა დასრულდება. არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული რიტუალი სტადიონზე გამოსვლის წინ, გასახდელში არ ვყვირივარ, არ ვცდიილობ საკუთარი თავის ამგვარად მოტივირებას. უბრალოდ, ჩუმად ვარ და საკუთარ ფიქრებთან მარტო ვრჩები,”-განაცხადა მესიმ.

დღის დებატი: მესი თუ რონალდუ?

უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიონელ მესის „ბარსელონას“ რიგებში დებიუტი შედგა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო მას მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ადარებს. ამის შესახებ Team Talk-ის ორმა ექსპარტმა მეტ სტიდმა და მარკ ჰოლმსმა ისაუბრეს.

Lionel Messi

მეტ სტიდი: „ორივე ამ მოთამაშის შედარებისას, ობიექტური დასკვნის გამოტანა საკმაოდ რთულია და, დიდი ალბათობით, იგი მხოლოდ პირად სიმპატიებზეა დამოკიდებული. როგორც მესი, ისე რონალდუ, დღეს, მსოფლიოს ფეხბურთი ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რაც მოგებული ტიტულებიდან და მიღწეული რეკორდებიდან გამომდინარე, ლოგიკურია.

ერთ მხვრივ, გვყავს ლიონელ მესი, რომელსაც ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული და თავისი ტექნიკით მას ნოკაუტში ნებისმიერი დაცვის დატოვების უნარი აქვს.

სხვა მხვრივ, რონალდუ ფიზიკურად მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი ფეხბურთელია და წარმატებას იგი სწორედ ამის წყალობით აღწევს. პორტუგალიელს თავისი მაქსიმუმის საჩვენებლად უამრავი ვარჯიში სჭირდება, მაშინ, როდესაც მესის კარგად თამაში ცუდ ფორმაში ყოფნის შემთხვევაშიც შეუძლია.

დღევანდელი „ბარსელონას“ თამაში მესიზე პირდაპირაა დამოკიდებული. ამას იგი ყოვეწლიურად ამტკიცებს. თუმცა, ვაღიაროთ, გასულ სეზონთან შედარებით, ლეო წელს უკეთესად გამოიყურება. შარშან მას მცირე ჩავარდნა ჰქონდა, წელს კი თავისი თამაში სწორედ გუნდური ფეხბურთის დახმარებით გამოასწორა, რაშიც თავისი წვლილი ნეიმარმაც შეიტანა“.

Cristiano Ronaldo

მარკ ჰოლმსი: „მეტი აბსოლიტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესოს არჩევისას ყოველთვის პირად სიმპატიებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს მოთამაშე იმდენად კარგი და წარმატებულია, რომ ამ დებატებს ბოლომდე ვერანაირი სტატისტიკა მიიყვანს.

ასეა თუ ისე, პირადად ჩემთვის, რონალდუ უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითამაშებდა მესი სხვა ლიგაში, მაგრამ რონალდუმ აქამდეც დაამტიცა, რომ წარმატების მიღწევა ესპანეთის გარეთაც შეუძლია. მისი დრიბლინგი და დაცვაში პარტნიორების დახმარების უნარი, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესოა.

როგორც არგენტინაში, ასევე კატალონიაში, ლეოს ძალიან აფასებენ. თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში მის გვერდით თითქმის არავის დაყენება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის კრიშტიანუ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ოდესმე მინახავს“.

მოურინიო: „ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მესი „ბარსადან“ არასდროს წავა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ლიონელ მესი „ბარსელონას“ არასდროს დატოვებს.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ლეო „ბარსას“ შემადგენლობაში ყოველთვის ითამაშებს. მას სხვა კლუბის მაისურში, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენ. შესაძლოა, ვცდები – არავინ იცის, მომავალში რა მოხდება“, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ლიონელ მესი ჯო ჰარტის წინააღმდეგ (ვიდეო)

24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

მესი: „მანჩესტერ სიტისთან“ ძალიან გაგვიჭირდება“

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ორმატჩიან სერიაზე ისაუბრა.

„შარშანდელის მსგავსად, „მანჩესტერ სიტისთან“ წელსაც ძალიან გაგვიჭირდება. იმ გუნდს შევხვდებით, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი ჩინებული მოთამაშე გამოდის. ვფიქრობ, წინ თანაბარი მატჩები გველის, რომელთა ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტენ“, – განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „ბარსას“ შორის პირველი მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ანრი: “რონალდო კარგია, მესი უკეთესი”

“ბარსელონას” ყოფილ თავდამსხმელს, ტიერი ანრის ჰკითხეს, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის რომელია საუკეთესო ფეხბურთელი. ფრანგმა ლეგენდამ შეკითხვაზე დიპლომატიურად უპასუხა, მაგრამ ფავორიტი გამოაშკარავებით არ დაუსახელებია.

“ვთამაშობდი ლეოსთან, მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი,”
-განაცხადა ანრიმ.

“კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია, რომელიც მაყურებელს ჩინებულ თამაშს უკვე მრავალი წელია სთავაზობს. კარგია, როდესაც ერთ წარმატებულ სეზონს ჩაატარებ, მაგრამ სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია”.

“რონალდომ და მესიმ ეპოქა შექმნეს და ბედნიერია ის ხალხი, ვინც მათ მატჩებს მოესწრო. მომავალ თაობას ძალიან ბევრი შრომა დასჭირდება, რათა იგივე შედეგი გაიმეორონ. ასეთი ფენომენალური შედეგების მიღწევა ძალიან რთულია”.

“პორტუგალიელისადმი საოცარი პატივისცემით ვარ განწყობილი. იგი კარგია, მაგრამ მესი უკეთესი,”-დაასრულა ფრანგმა.

ანრი: „პატივისცემის მიუხედავად, მესის რონალდუზე წინ ვაყენებ“

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიერი ანრის აზრით, „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სჯობს.

„ამ ორ მოთამაშეს შორის მესის გამოვყოფ, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი. რონალდუს პატივს ვცემ, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზეა. ერთი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაც საქმეა, რამდენიმე წელი კი უკვე განუმეორებელი შედეგია. მომავალში ადამიანები ამ სტაბიულორობას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ. ასე რომ, რონალდუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ლეოსთან ჩინებული წლები გავატარე. ერთად საკმარისი რაოდენობის ტიტულები მოვიგეთ“, – განაცხადა ანრიმ.

ბუსკეტსი: „მესის საუკეთესო მატჩი ნამვილად არ ჩაუტარებია“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა „მალაგასთან“ წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„სწრაფი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც მეტოქე ჩაიკეტა, ჩვენ კი პროდუქტიულად შეტევის შესაძლებლობა არ გვქონია. ასეთი მარცხით გულდაწყვეტილი ვარ. დიახ, მესის საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, ისევე, როგორც გუნდის დანარჩენ მოთამაშებს“, – განაცხადა ბუსკეტსმა.

მესი: “გასული წელი ჩავაგდე, მაგრამ ახლა ფორმაში შევდივარ”

“ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლეო მესიმ აღიარა 2014 წლის პრობლემები, მაგრამ მისი თქმით, ახლა ის თავს მშვენივრად გრძნობს.

ფეხბურთელს ხშირ-ხშირად გამოჩენილმა დაზიანებებმა სრულყოფილი სეზონის ჩატარების საშუალება არ მისცა, რის გამოც, მესისადმი პუბლიკამ კრიტიკა არ დაიშურა. არგენტინელმა მოცემულ სტატიაში ამ პრობლემებზე ისაუბრა.

ბევრი ამბობდა, რომ ლეოს დრომ ჩაიარა და ის ვეღარ შეძლებდა კარგი ფეხბურთის ჩვენებას, მაგრამ მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის კარგად მიმდინარეობს. რაც შეეხება თავად არგენტინელს, ის დარწმუნებულია, რომ ამჟამად იდეალურ ფორმაშია.

“სიმართლე ისაა, რომ გასულ წელთან შედარებით ბრწყინვალედ გამოვიყურები. წინა სეზონში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, რის გამოც მაყურებელს ცუდ თამაშს ვთავაზობდი, ხოლო ისინი ჩემგან ასეთ დონეს არ იყვნენ მიჩვეულნი”.

“ეს უდიდესი გამოწვევა იყო. ბევრს ეგონა, რომ ჩავარდნილი სეზონის შემდეგ მწვერვალზე დაბრუნებას ვერ შევძლებდი, მაგრამ მე ეს შევძელი, რაც ძალიან მახარებს”.

“სოსიედადთან” მარცხის(0-1) შემდეგ, ლიონელ მესი მაყურებელს ბრწყინვალე ფეხბურთს სთავაზობს. არგენტინელი ხალხს დღითიდღე აოცებს.

“გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რათა ტიტულები მოვიპოვოთ. ამჟამად გუნდის უმთავრესი მიზანი ლა ლიგის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაა,”-განაცხადა მესიმ.

2015 წელს ლეომ ლა ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა ექვსი ზუსტი გადაცემა.

ლიონელ მესი: „ჩემი იმიჯის შეცვლა მსურს“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ გასულ სეზონში იგი სათანადო დონეზე ვერ თამაშობდა. კატალონიელებს, რომელთათვისაც მესის თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შარშან ღირებული ტიტულები ვერ მოუგიათ. გარდა ამისა, ტიტულის მოგება ვერც არგენტინის ნაკრებმა შეძლო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან დამარცხდა.

„მიმდინარე სეზონში ყველაფერის თავიდან დაწყება ვცადე. ვიცოდი, რომ გასული სეზონს, რომლის დროსაც პრობლეები მქონდა, აქტივში ვერ ჩავწერდი. შარშანდელი ფეხბურთელის იმიჯის შეცვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. მსურდა ის მოთამაშე გავხმდარიყავი, რომელიც წინა სეზონებში ვიყავი“, – ციტირებს მესის „Mundo Leo“.

მესი პრიმერაში ჰეთთრიკების რაოდენობით რონალდუს გაუთანაბრდა

„ლევანტესთან“ ესპანეთს პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის მატჩში ლიონელ მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა.

არგენტინელი ფორვარდისთვის აღნიშნული ჰეთთრიკი კარიერაში 34-ე აღმოჩნდა. აქედან 23 ჰეთთრიკი მან ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით იგი მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.