მესი: „რეკორდების დამყარებაზე არასდროს მიფიქრია“

„ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის არაერთხელ უთქვამს, რომ პირად მიზნებზე მაღლა ის გუნდის შედეგებს აყენებს. არგენტინელმა ამის შესახებ ამჯერადაც ისაუბრა.

„ყველა შეფასებასა და რეკორდს იმის წყალობით მივაღწიე, რომ ჩემი სავიზიტო ბარათი აქვს. კონცენტრაციას მხოლოდ გუნდის შედეგებზე ვახდენ. ყოველ მატჩზე ისე გამოვდიოდი, როგორც უკანასკვნელ შეხვედრაში“, – ციტირებს მესის ინტერნეტგამოცემა „Sport1“

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ოქროს ბურთი“ ოთხჯერ მოიგო. პირველად ეს ტიტული მან 2009 წელს მიიღო.

მესიმ გერდ მიულერის მიღწევა გაიმეორა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გერდ მიულერის კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა.

არგენტინელი ფეხბურთელი უკვე ზედიზედ მეშვიდე სეზონია, ჩემპიონატში 23 გოლზე ნაკლებს არ იტანს. სწორედ ასეთი შედეგი ჰქონდა მიულერს 1971/72-დან 1977/78 წლების სეზონამდე.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ლეო მესიმ კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით მიულერის რეკორდი გააუმჯობესა.

 

მესი „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში რონალდუს უახლოვდება

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ ბოლო მატჩებში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს არც ისე დამაკმაყოფილებელი თამაშით ისარგებლა და პორტუგალიელს „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მიუახლოვდა.

ამჟამად არგენტინელს პორტუგალიელისგან 10 ქულა(5 გოლი) აშორებს. მესამე ადგილს ჯერჯერობით „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა იკავებს, თუმცა ნეიმარი მას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ამჟამად ხუთეული ასე გამოიყურება:

1. რონალდუ – 56 ქულა
2. მესი – 46
3. კოსტა – 34
4. ნეიმარი – 32
5. კრამარიჩი, ლაკაზეტი – 31,5

მესი „Gillette“-ს ახალ რეკლამაში (ვიდეო)

„ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ცნობილი ბრენდის „Gillette“-ის ახალი ვიდეო რგოლის მთავარი გმირი გახდა.

ზიდანი: „რონალდუს შეუძლია, რომ მესის „ოქროს ბურთების“ რაოდენობით გადაუსწროს“

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის აზრით, კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია, რომ „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის მოგებული „ოქროს ბურთების“ რაოდენობით აჯობოს.

„რონალდუ როგორც უცხოპლანეტელი თამაშობს. თუ იგი ასე გააგრძელებს, მაშინ მესის უპრობლემოდ გაუსწრებს“.

გარდა ამისა, ზიდანმა ქარიმ ბენზემას თაობაზე ისაუბრა.

„ბენზემა „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ზოგჯერ მესმის, რომ გუნდს სხვა ფორვარდი სჭირდებაა. ქარიმი სეზონში სამოც გოლს ვერ გაიტანს, თუმცა თავისი ნიჭით იგი ძალიან გვეხმარება“, – ციტირებს ზიდანს AS-ი.

ადიდასი მესის “ბარსელონადან” წასვლას შეუწყობს ხელს

კომპანია ადიდასმა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კვლევის კითხვა შემდეგი იყო – რომელ ბრენდთან ასოცირდება “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი?

გამოკითხულთა 70-მა პროცენტმა კომპანია “ნაიკი” აირჩია, რომელიც კატალონიური კლუბის ტექნიკური პროცენტია. “ადიდასს”, რომელთანაც მესის პირადი კონრაქტი აქვს გაფორმებული, ხმა 30-მა პროცენტმა მისცა.

გერმანული ბრენდის ხელმღძვანელობა თვლის, რომ მესის “ჩელსიში” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა “ადიდასის” ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედება. კომპანია დაინტერესებულ კლუბს არგენტინელის შესაძენად მატერიალურ დახმარებასაც კი გაუწევს.

ანჩელოტი: „მესის „რეალში“ სიამოვნებით ვიხილავდი“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თავის გუნდში „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის იხილაბდა.

„მესი „რეალში“? ეს ამბავი გამიხარდებოდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „რეალის“ სახე რონალდუა, ხოლო „ბარსას“ – მესი. ყველას თავისი გუნდი და ისტორია ჰყავს, მაგრამ ორივე ამ ფეხბურთელს ჩვენს გუნდში ხილვა სასიამოვნო იქნებოდა. ამის წარმოადგენა რთულია“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

“მანჩესტერი” მესისთვის იბრძოლებს

The Guardian-ის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის ლეო მესის ტრანსფერისთვის იბრძოლოს, თუ არგენტინელი “ბარსელონადან” წასვლას გადაწყვეტს.

გამოცემის ინოფრმაციით “მანჩესტერი” ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელსაც ფინანსური Fair Play-ს დაცვით შეუძლია მესის გადაბირება. არგენტინელის ფასი 250 მილიონი ევროა. ევროპაში ამ თანხის გადახდა “რეალსაც” შეუძლია, თუმცა მადრიდში მესის ტრასფერი გამორიცხულია.

თუმცა, აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მესიმ გუშინ “ბარსელონაში” დარჩენის სურვილი გამოთქვა.

მესიმ “ბარსელონადან” წასვლაზე ისაუბრა

“ბარსელონას” შემტევმა ლიონელ მესიმ ლუის ენრიკესთან კონფლიქტის და კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ჭორებს გამოეხმაურა.

“კლუბისთვის ულტიმატუმი არ წამიყენებია. აქედან წასვლას არ ვაპირებ. ჩემსა და ლუის ენრიკეს შორის კი არანაირ კონფლიქტს ადგილი არ აქვს. ახლა ერთ გუნდად უნდა შევიკრათ. ჩვენ წარმატებების მიღწევა გვჭირდება.

“ჩელსის” წარმომადგენლებისა და მამაჩემის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – განაცხადა მესიმ.

ლიონელ მესი: „ოქროს ბურთის“ მოგება გამიჭირდება“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები შეაფასა.

„რეალისტი ვიქნები და ვიტყვი, რომ წელს „ოქროს ბურთის“ მიღება გამიჭირდება. დღეს ჩვენ დაჯილდოვების ცერემონიალით დავტკბებით. კრიშტიანუსა და ნოიერს ბრწყინვალე წელი ჰქონდათ. ერთმა ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე უამრავი გოლი გაიტანა, მეორე კი, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა“, – განაცხადა არგენტინელმა.

ფაბრეგასმა მესის თაობაზე ისაუბრა

“ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ფიქრობს, რომ ლიონელ მესი კამპ ნოუს არ დატოვებს.

“მესი “ბარსელონაში” ბედნიერია. “ბარსა” კი მისი თამაშით არის კმაყოფილი. ყველაფერი მარტივადაა და პრესაში გავრცელებულ ხმებს არ უნდა ვენდოთ. სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაცია სერიოზული არ არის. სხვა კლუბებში მიმდინარე ამბებს მეც ვადევნებ თვალყურს” – განაცხადა ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე “ჩელსის” ოფიციალური გვერდი გამოიწერა, რამაც პრესაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

 

„მესი „ბარსადან“ ვილანოვასთვის მიცემული პირობის გამო არ მიდის“

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წამყვანი წყაროები ლიონელ მესის ლონდონის „ჩელსის“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცის ფრენკ რაიკაარდის ასისტენტმა ტენ კატემ ისაუბრა.

„ყველამ იცის, რომ მესის „ბარსაში“ პრობლემები ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. ლეო კლუბში მხოლოდ იმის გამოა, რომ ტიტო ვილანოვას დარჩენას დაპირდა.

ვფიქრობ, თეორიულად ტრანსფერი შესაძლებელია, რადგან იგი ყველასთვის საინტერესოა. მესიმ „ბარსელონაში“ ყველაფერს მიაღწია, შესაძლოა, მას ახალი გამოწვევა სჭირდება.

ძალიან მსურს, რომ მას ყველაფერი გამოუვიდეს, რადგან ლეოს ჩინებული ათი წელი ჰქონდა. ამავდროულად დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ყველაფერი გამოუვა. გასულ სეზონში იგი ფორმაში არ იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩინებულ სტატისტიკას მიაღწია“, – განაცხადა ტენ კატემ.