პრემიერ ლიგის 29-ე ტურში მერსესაიდულმა “ლივერპულმა” საკუთარ სტადიონზე რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლი” მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. მოპოვებული სამი ქულის წყალობით “წითლებმა” მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და ახლა “მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგს ელოდებიან.
მატჩი თავიდან ბოლომდე მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. იურგენ კლოპის ბიჭები დიდებულად გაისარჯნენ ისევე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და სასურველ მიზანსაც მიაღწიეს.
ანგარიში შეხვედრის მე-40 წუთზე, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, მუჰამედ სალაჰმა გახსნა. 55-ე წუთზე კი სადიო მანემ შეძლო სხვაობის გაზრდა. მატჩში მეტი გოლი არ გასულა 2-0.
29 მატჩში მოპოვებული 60 ქულით “ლივერპული” ამჟამად მეორეა და 15 ქულით ჩამორჩება ლიდერ “სიტის”, “ნიუკასლი” კი 29 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში “ლივერი” “იუნაიტედს” ეწვევა, “ნიუკასლი” კი “საუთჰემპტონს” მიიღებს.
“ლივერპული”: ლორის კარიუსი; რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალექსანდერ-არნოლდი; ემრე ჯანი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი (ჯეიმს მილნერი 79′); სადიო მანე (ლალანა 74′), ფირმინო (მატიპი 88′), მუჰამედ სალაჰი
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
“ნიუკასლი”: დუბრავკა; ლეუნე, ლასკელესი, დუმეტი; იედლინი, დიამე, მერინო (ჰეიდენი 73′), კენედი; აცუ, მერფი; გეილი ( ჰოსელუ 66′)
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი