დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.
“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ჩემთვის სასაცილოა ხალხის საუბარი, როცა ამბობენ, რომ დიდი ატმოსფერო ჩვენ არ მოგვწონს. თითქოს, ისინი ფიქრობენ,რთულია ჩავიდეთ განსაკუთრებულ ადგილზე და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების მიერ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს დავუპირისპრიდეთ. ზოგჯერ, ასე ფიქრობენ გამორჩეული, ვეტერანი ფეხბურთელები. პირიქით! ეს ის გარემოა, რომელიც ჩვენ გვსურს, რადგან ის დამატებითი მოტივატორია.”
“როცა “ბარსელონა” “ლას პალმასს” ცარიელ სტადიონზე ეთამაშა, თქვენი აზრით ფეხბურთელები ბედნიერნი იყვნენ ამით? მართლა ფიქრობთ, რომ “ლას პალმასის” მოთამაშეები ასეთ გარემოში ასპარეზობას ამჯობინებდნენ?”
“ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტრადიციული გუნდის წინააღდეგ გამორჩეულ სტადიონზე ჩავატარებთ. ვიცით, რომ ფანებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არ უყვართ.. თუმცა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. “ლივერპულს” კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. რთულია, მათ გავუტოლდეთ. იმედი მაქვს, ისინიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე,” – ამბობს სეუ ჟოზე.