კარიკატურა: ოთხიანმა ვენგერს კლოპთან “უღალატა” (ფოტო)

არსენ ვენგერთან რიცხვი ოთხი დიდი ხანია, დაკავშირებულია. ბოლო წლებში “არსენალი” პრემიერ ლიგაში სწორედ ამ ადგილის დაკავებას ახერხებს. თუმცა, წელს ეს ტრადიცია არ გაგრძელდა. “მეთოფეები” მეხუთე პოზიციაზე გავდინენ, ხოლო მათი “კუთვნილი” ადგილი იურგენ კლოპის “ლივერპულმა” დაიკავა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

ფილიპე კოუტინიო ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

ფილიპე კოუტინიომ მის მომავალთან დაკავშირებულ ყველანაირ ჭორს ხაზი გადაუსვა და აღნიშნა, რომ ახლა ის მომავალ სეზონზე ფიქრობს, როდესაც ის “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

“სპეკულაციები მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არის. მე “ლივერპულთან” საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს,” – განაცხადა მან “მიდლსბროსთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

საერთო ჯამში, გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მომავალ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგა გველის, რასაც მოუთმენლად ველით,” – აცხადებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში “პატარა ჯადოქარმა” “ლივერპულის” მაისურით 14 გოლის გატანა შეძლო, მათგან 13 შემთხვევაში კი მან პრემიერ ლიგის მატჩებში შეძლო თავის გამოჩენა.

“ლივერპულმა” “მიდლსბროს” ადვილად მოუგო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 38-ე ტურის მატჩში მერსესაიდულმა “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მიდლსბრო” მიიღო და საჭირო შედეგსაც მიაღწია.

ანგარიში მატჩის 45-ე წუთზე, ჯორჯინიო ვეინალდუმმა გახსნა, რომელმაც რობერტო ფირმინოს გადაცემა გამოიყენა, მატჩის მეორე ტაიმის პირველ ათ წუთში კი თავად ფირმინომაც შეძლო გოლის გატანა ფილიპე კოუტინიოს მსგავსად.

მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა, “ლივერპულმა” სატურნირო ცხრილში მაინც მეოთხე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპში მოუწევს თამაში.


“ლივერპული” : მინოლე; მილნერი, ლოვრენი, მატიპი, კლაინი; ემრე ჯანი; კოუტინიო, ვეინალდუმი, ლალანა; ფირმინო (ლუკას ლეივა), სტარიჯი;

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მიდლსბრო”: გუსანი; ფაბიო (აიალა 73′), ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი; ლედბიტერი, კლეიტონი, ფორშოუ; ბემფორდი, ჟესტედე (ნეგრედო 73′), დაუნინგი

მთავარი მწვრთნელი: სტივ აგნიუ


კოუტინიო: “ბარსელონას” ინტერესი? ძალიან სასიამოვნოა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ლიდერმა, ფილიპე კოუტინიომ მისდამი “ბლაუგრანას” ინტერესის არსებობაზე ისაუბრა.

“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენით ისეთი დონის კლუბია ინტერესდება, როგორიც “ბარსელონაა”. ეს ძალიან მაგარი რამ არის.

“ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჯერჯერობით ჩემთან არავინ მოსულა. ჩემამდე კი გადაწყვეტილება მწვრთნელმაც უნდა მიიღოს.

მე მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვიფიქრო, ბიზნესის საკითხებს კი სხვა ადამიანები მიხედავენ.

მე “ლივერპულთან” კონტრაქტი მაკავშირებს, თანაც საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ, რაც მართლაც რომ დიდებული იქნება,” – აცხადებს ბრაზილიელი ნახევარმცველი.

“ლივერპულმა” “ვესტ ჰემი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩში იურგენ კლოპის “ლივერპული” “ოლიმპიურ სტადიონს” ეწვია და შინ გამარჯვებულის სტატუსითა და სამი ქულით დაბრუნდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. 90 წუთის მანძილზე “წითლებმა” ადრიენის კარში ოთხი გოლის გატანა შეძლეს (სტარიჯი, კოუტინიო 2x, ორიჯი).

შედეგად, “ლივერპული” ამ დროისთვის 73 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და “მანჩესტერ სიტის” მარცხს ელოდება.


“ვესტ ჰემი”: ადრიანი; კოლინსი, რაიდი, ფონტე (ფლეტჩერი 55′); ქრესველი, ნორდტვეიტი, ფერნანდესი, ბირამი; ლანცინი, ანდრე აიუ (სნოდგრასი 77′); კალერი (ფეგული)

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი; ვეინალდუმი, ჯანი, კოუტინიო; ლალანა; ორიჯი, სტარიჯი (ლუკას ლეივა 86′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


რატომ არ უნდა დახარჯოს “ლივერპულმა” მაიკლ კინის ტრანსფერში 25 მილიონი?

მერსესაიდული “ლივერპულის” ლეგენდარული ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი “ბარნლის” მცველის, მაიკლ კინის “ლივერპულში” გადასვლის წინააღმდეგია.

“ბარნლიდან” “ლივერპულში” გადასვლა საკმაოდ დიდი კარიერული ნახტომია. ამ კლუბებს შორის დიდი განსხვავებაა, მათ განსხვავებული სათამაშო სტილი გააჩნიათ.

მაიკლ კინის ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი დაჯდება. ის ახალგაზრდა, ინგლისელი ფეხბურთელია. ჯობს თუ არა ლოვრენსა და მატიპს? არ ვიცი, ალბათ ერთ დონეზე იმყოფებიან.

ჯობს 25 მილიონი იმ ფეხბურთელში გადავიხადოთ, რომელიც გუნდში რაიმე ახალს შემოიტანს, რამეს შეცვლის. კინი კი ამის გარანტიას ნამდვილად არ იძლევა,” – აცხადებს კარაგერი.

“ლივერპული” მუჰამედ სალაჰის ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იურგენ კლოპის “ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს.

როგორც იცით, გერმანელი სპეციალისტის, იურგენ კლოპის მთავარი სამიზნე გერმანულ “ბაიერ ლევერკუზენში” მოთამაშე იულიან ბრანდტი იყო, თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადში ყოფნის გარანტიას ითხოვს, რისი მიღებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამიტომაც, “ლივერპულმა” სამიზნეთა სიაში იტალიური “რომას” შემტევი, მუჰამედ სალაჰიც შეიყვანა.

მიმდინარე სეზონში ეგვიპტელი ფეხბურთელი საკმაოდ კარგად გამოიყურება, ის ერთადერთი “რომაელია”, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

ჯეიმს მილნერი: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

“ლივერპულსა” და “საუთჰემპტონს” შორის ფრედ დასრულებულ (0:0) მატჩში გაფუჭებული პენალტის ავტორმა, ჯეიმს მილნერმა პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან საწყენია. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია პენალტის გატანა რომ ვერ შევძელი და შესაბამისად ისიც, რომ გუნდმა სამი ქულა ვერ მოიპოვა. ამას უნდა შევეგუო. ფრეიზერი უმაღლესი დონის მეკარეა, მაგრამ ასეთი შანსები უნდა გამოიყენ.

თერთმეტმეტრიანი უდიდესი შანსი იყო ჩვენთვის, თუმცა ის ვერ გამოვიყენეთ. პასუხისმგებლობას სრულიად საკუთარ თავზე ვიღებ.

ისღა დაგვრჩენია, დარჩენილი ორი მატჩი მოვიგოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,” – აცხადებს ჯეიმს მილნერი.

ჯეიმი კარაგერის ვაჟმა “უიგანთან” გააფორმა კონტრაქტი (ფოტო)

ჯეიმს კარაგერმა, ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგარეის ვაჟმა “უიგანთან” გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ კარაგერს “ლივერპულის” მაისურით 500-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული პრემიერ ლიგაში. ინგლისელმა კარიერა 2013 წელს დაასრულა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯეიმსი 2011 წლიდან “ლივერპულის” აკადემიაში ვარჯიშობს. დღეიდან კი ის “უიგანის” ახალგაზრდულ გუნდში გამოცდის ძალებს.

ამ ინფორმაციას თავად ჯეიმი კარაგერი ავრცელებს – “ვამაყობ შენით შვილო!” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე.

“ლივერპულის” გარემარბი “ბარნსლის” სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს

მერსესაიუდლი “ლივერპულის” კუთვნილებაში მყოფმა ნახევარმცველმა, რაიან კენტმა, რომელიც არენდის წესით “ბარნსლიში” არის განათხოვრებული, დიდ წარმატებას მიაღწია.

“ბერტონთან” გამართული მატჩის წინ, 20 წლის ვინგერი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს – პრიზით, რომლითაც “ბარნსლი” სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს აჯილდოვებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ჩემფიონშიპის 41 მატჩში მოირგო “ბარნსლის” მაისური და ამ დროის მანძილზე სამი გოლისა და ერთი საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

სლავენ ბილიჩი დანიელ სტარიჯს აკვირდება

მერსესაიდული “ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, შესაძლოა მომავალ სეზონში სლავენ ბილიჩის გუნდში ვიხილოთ.

“ევერტონთან” ფრედ დასრულებული მატზე (0-0) საუბრისას, მან განაცხადა: “ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, ცდა არ დავაკელით, მაგრამ რაღაც მაინც გვაკლდა. გვაკლდა ის ნაპერწკალი, რომელიც მატჩში გარდატეხის შეტანას შეძლედა.

მომავალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული პოზიციები შევსებას საჭიროებენ.

დანიელ სტარიჯის მაგალითი რომ განვიხილოთ, ორი-სამი სეზონის წინ ის დაუჯერებლად კარგ ფორმაში იყო, მაგრამ მაშინ “ვესტ ჰემი” მას ვერ შესწვდებოდა.

ახლა ის უფრო იშვიათად თამაშობს, მაგრამ როდესაც კარგ ფორმაშია, ის მართლაც რომ ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს.

რა თქმა უნდა, მის ტრანსფერზე დავფიქრდებით. ჩვენ უკვე გვაქვს შედგენილი ფეხბურთელების სია,” – აცხადებს სლავენ ბილიჩი.

ემრე ჯანი: “ეს ჩვენი მხრიდან დიდი სისულელე იყო”

ემრე ჯანის თქმით, “ლივერპულმა” დიდი სისულელე გააკეთა, როდესაც საშინაო არენაზე “კრისტალ პალასთან” დამარცხდა და ოთხეულში გასვლის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.

“ეს ჩვენი მხრიდან დიდი სისულელე იყო,” – განაცხადა მან კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

“მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ ბოლო ოთხი მატჩის მოგებას შევძლებთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოვიპოვებთ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი,” – დაამატა მან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ლივერპულის” ანგარიშზე ამ დროისთვის 34 მატჩში დაგროვებული 66 ქულაა და მესამე პოზიციაზე იმყოფება. მათ 2 ქულით ჩამორჩება “მანჩესტერ სიტი”, სამით – “მანჩესტერ იუნაიტედი”. თუმცა მანჩესტერელებს მარაგში ორი მატჩი აქვთ.