ჯერარდი “ლივერპულში” დაბრუნდა

მოხდა ის, რასაც “ლივერპულის” ფანები ასე ელოდნენ – სტივენ ჯერარდი “ლივერპულს” დაუბრუნდა. როგორც ცნობილი ხდება, ის დროებით აკადემიაში იმუშავებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, მერსესაიდელთა ლეგენდას გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელთა პროფესიულ წინსვლაზე ზრუნვას გულისხმობს. სტივი ჯი მუშაობას თებერვლიდან იწყებს.

“თითქოს, წრეებზე დავდივარ. დავუბრუნდი ადგილს, სადაც ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შედეგად მივიღე – მინდა მაქსიმუმი გავაკეთო “ლივერპულისთვის”.

ეს ჩემთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, საკუთარი თავი ახალი კუთხით წარმოვაჩინო და როგორც მწვრთნელი, განვვითარდე.” – განაცხადა მან.

ჩაბი ალონსომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის კარიერას დაასრულებს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა “ბილდი” ავრცელებს.

ალონსომ კარიერა “რეალ სოსიედადში” დაიწყო, საიდანაც 2004 წელს “ლივერპულში” გადავიდა, 2009 წელს ესპანელი ნახევარმცველი მადრიდის “რეალს” შეუერთდა. “სამეფო კლუბში” გატარებული ხუთი წლის შემდეგ, მან “ბაიერნს” მიაშურა. ალონსო თერთმეტი წლის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.

ჩაბი ალონსოს ტიტულები:

“ლივერპული”
ჩემპიონთა ლიგა: 2004-05
სუპერ თასი: 2005
ასოციაციის თასი: 2005-06

“რეალი”
ჩემპიონთა ლიგა: 2013-14
ლა ლიგა: 2011-12
ესპანეთის თასი: 2010-11, 2013-14
ესპანეთის სუპერთასი: 2012

“ბაიერნი”
ბუნდესლიგა: 2014-15, 2015-16
გერმანიის თასი: 2015-16
გერმანიის სუპერთასი: 2016

ესპანეთის ნაკრები:
მსოფლიოს ჩემპიონატი: 2010
ევროპის ჩემპიონატი: 2008, 2012

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედს” ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “წითელი ეშმაკები” მერსესაიდიდან ჩამოსულ “წითლებს” დაუპირისპირდნენ.

ეს ერთობ პრინციპული დაპირისპირება სტუმართა უპირატესობით დაიწყო, ანგარიშიც იურგენ კლოპის ბიჭებმა გახსნეს (მილნერმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან), თუმცა, საბოლოოდ მატჩი მაინც ფრედ, 1-1 დასრულდა, რასაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ 84-ე წუთზე გატანილ გოლს უნდა უმადლოდნენ.

ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ, “ლივერპული” 45 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩს “სუონსის” წინააღმდეგ გამართავს. ჟოზე მოურინიოს გუნდი კი 40 ქულით მეექვსეა და მომდევნო ტურში “სტოკ სიტის” ეწვევა.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დარმიანი (ფელაინი76′), როხო, ჯონსი, ვალენსია; პოგბა, კერიკი (რუნი 46′), ერერა; მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი, მხითარიანი

მთავარი მწრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ლივერპული”: მინოლე; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი; ფირმინო, ორიჯი (კოუტინიო 61), ლალანა

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


ჩაბი ალონსო: “ლივერპულის” ფანებისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაზე უკეთესი არაფერია “

ინგლისური “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელმა, ჩაბი ალონსომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის არსებულ მეტოქეობაზე ისაუბრა.

“ლივერპულის” ფანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაა.

ჩემი “ლივერპულური” კარიერის მანძილზე, “ოლდ ტრაფორდზე” წარმატების მიღწევა გვიჭირდა, თუმცა იქ მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფანებისთვის და ჩვენს თვითრწმენასაც აძლიერებდა.

რაც შეეხება იურგენ კლოპს, მე მას დიდ პატივს ვცემ. მას ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, იცის, თუ რას ითხოვენ ფანები მისგან და ყველაფერს გააკეთებს, მიზნის მისაღწევად.” – განაცხადა მან.

იურგენ კლოპი: “გადაწყვეტილი ჯერ არაფერია”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “საუთჰემტპტონსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ და გასამართ დაპირისპირებებზე ისაუბრა, რომელიც ინგლისის თასის 1/2-ფინალური ეტაპის ეგიდით იმართება.

“რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვარ. თამაშის მიმდინარეობა გოლის გაშვების მომენტიდან შეიცვალა და ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება.

არ ვიცი რატომ, მაგრამ პასების გაკეთებაც გვიჭირდა. ბურთი მეტოქეს ძალიან ადვილად დავუთმეთ და მთლიანად ლორის კარიუსის იმედზე ვიყავით.

ჩვენთვის ყველაზე პოზიტიური რამ ამ მატჩიდან შედეგი იყო. ვიცით, რომ უკეთაც შეგვიძლია თამაში და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. “ენფილდზე” უკეთ ვითამაშებთ.”

ლალანას გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი

მერსესაიდული “ლივერპულის” ჰავბეკი, ადამ ლალანა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროებში მოექცა.

ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირებით “ბარსელონას”, “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი. ამ დროს კი, ლალანა “წითლებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას ნამდვილად არ ჩქარობს, რაც მისი წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

მართალია, ლალანას ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე არ იწურება, თუმცა “ენფილდელებს” მისი გამოსასყიდი თანხა ეცოტავებათ, ამიტომაც სურთ “ლივერპულის” უფროსებს მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია, ლალანას “ენფილდის” დატოვება გადააფიქრებინოს, მისთვის ევროპული ფეხბურთის თამაშის შეთავაზებაა.

“იუვენტუსი” ემრე ჩანის გადაბირებითაა დაინტერესებული

მერსესაიდული “ლივერპულის” გერმანელი ფეხბურთელი, ემრე ჯანი ბოლო ნახევარმცველია, რომელიც მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსს” დაუკავშირეს.

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ “ბიანკონერი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყების დღიდან აქტიურად ცდილობს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას.

ტურინულ La Stampa-ს თუ დავუჯერებთ, “ბებერმა ქალბატონმა” საბოლოოდ არჩევანი ემრე ჯანზე შეაჩერა. 22 წლის “ლივერპულელს” როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, რაც მისი კიდევ ერთი პლიუსი გახლავთ.

მართალია მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე არ იწურება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გერმანელი “ენფილდზე” თავს არც ისე კარგად გრძნობს, ტურინელთა შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

კლოპს ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელი სურს

იურგენ კლოპი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს განაგრძობს.

The Liverpool Echo იტყობინება, რომ გერმანელი სპეციალისტი სერიოზულადაა დაინტერესებული ლვერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელით, იულიან ბრანდტით. კლოპს 20 წლის შემტევის შეძენა 2017 წლის ზაფხულზე აქვს განზრახული. მერსესაიდელები 20 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

 

აღსანიშნავირა, რომ იულიანის შეძენა გასულ ზაფხულს მიუნხნის “ბაიერნს” სურდა, თუმცა შემოთავაზებულ წიანდადებაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.

ბრანდტი ლევერკუზენულ კლუბში 2013 წლიდან გამოდის. მან მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლივერპული”: მატჩს მაიკლ ოლივერი განსჯის

პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” საშინაო არენაზე მერსესაიდულ “ლივერპულს” მიიღებს, მაიკლ ოლივერი გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის არბიტრმა ამ გუნდების დაპირისპირება ერთი წლის წინაც განსაჯა, როდესაც “წითელმა ეშმაკებმა” “წითლები” ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ წლევანდელ სეზონში ოლივერმა “ლივერპულის” ოთხ მატჩში იმსაჯა, რომელთაგანაც ოთხივე იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მიმდინარე სეზონის 22 მატჩში ოლივერმა ყვითელი ბარათი 70-ჯერ, ხოლო წითელი ერთხელ გამოიყენა.

“ლივერპული” ზამთარში კვინსი პრომესს არ იყიდის

“ლივერპული” ზამთარში კვინსი პრომესის შეძენას არ აპირებს. მართალია, 25 წლის ფეხბურთელს კარგა ხანი აკვირდებოდნენ “მერსესაიდელი” სკაუტები, მაგრამ იურგენ კლოპი ამჟამად, გუნდში მისი დამატების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ნაცვლად კვინსი პრომესის გადაბირებისა, “ენფილდელები” “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” აპირებენ კონკურენციის გაწევას “ნოტინგემ ფორესტის” ახალგაზრდა ფორვარდის, ბენ ბერეტონისთვის ბრძოლაში.

იურგენ კლოპის დამხმარეები 17 წლის ფეხბურთელის თამაშს, რომელმაც 23-წლამდელთა გუნდში 17 გოლი გაიტანა წლევანდელ სეზონსი, კიდევ ერთხელ, “სტოკ სიტისა” და “ნოტინგემის” თამაშის მიმდინარეობისას დააკვირდებიან.

კუმანს და გვარდიოლას უილშირი მოუნდათ

ლონდონის “არსენალის ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი არსენ ვენგერმა გასულ ზაფხულს “ბორნმუთში” გაანათხოვრა. არენდის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ინგლისელ ნახვეარმცველს რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიეღო და სასურველ კონდინციებში ჩამდგარიყო.

ჯეკი ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და მისადმი ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ. The Mirror იტყობინება, რომ ასეთ კლუბთა სიაში შედი ლივერპულის “ევერტონი”. რონალდ კუმანი უილშირის სათამაშო სტილის მოტრფიალეა და მისი გუნდის შუა ხაზის გაძლიერებას სწორედ ჯეკით გეგმავს.

 

საგულისხმოა, რომ 25 წლის სპორტსმენის მიმართ ინტერესს პეპ გვარდიოლაც იჩენს. კატალონიელ მწვრთნელს განზრახული აქვს, რომ უილშირი მომავალ სეზონში ფერნანდინიოს შეუწყვილოს.

ერთი სიტყვით, მიუხედავად კარიერაში მძიმე პერიოდისა, ჯეკს მთხოვნელები არ აკლია. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალ ზაფხულზე, როგორც ვენგერი, ასევე თავად ფეხბურთელი.

“სევილიამ” “ლივერპულის” სახოს ტრანსფერის თაობაზე მიმართა

ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელებმა “ლივერპულის” უფროსებს მამადუ სახოს შესაძლო ტრანსფერის შესახებ მიმართეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ადასტურებს.

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც ფრანგი მცველი იურგენ კლოპის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა, რის მიზეზადაც გერმანელმა სპეციალისტმა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

თუმცა, “დალაქებს” სახოს დისციპლინაზე მეტად ის თანხა ადარდებთ, რომლის გადახდაც 26 წლის ფეხბურთელის არენდის წესით აყვანის შემთხვევაში მოუწევთ – საუბარია დაახლოებით 80,000 ფუნტზე (კვირაში).

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგი ფეხბურთელი ბოლო დროს “სევილიას” გარდა, “გალათასარაის”, “ვესტ ბრომს”, “კრისტალ პალასს”, “საუთჰემპტონსა” და “ლილისაც” დაუკავშირეს.