ბრიტანული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბორნმუთთან” განცდილ ძალზედ დასანან მატჩზე (4-3) ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ალუბლებმა” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
“პირველ რიგში, მინდა “ბორნმუთს” დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. ნამდვილად დიდი ბრძოლა გაგვიმართეს.
რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბრძოლა გადამწყვეტ მომენტში დავთმეთ. უბრალოდ ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ, კარი გავაღეთ, რომელშიც მეტოქეები თავისუფლად შევიდნენ და ბრწყინვალე გოლებიც გაიტანეს.
თამაში დავთმეთ, რადგანაც ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ. არაუშავს, შეიძლება ამის დავიწყება, თუ გაკვეთილს კარგად ვისწავლით. 2-0-ზე ან 3-1-ზე თამაშის ბედი გადაწყვეტილი მაინც არ არის, ამიტომაც მოდუნება დაუშვებელია. ასეთი რაღაცეებიც ხდება.”