“ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში “ლივეპრულმა” “ენფილდზე” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

34-ე წუთზე “წითლები” ადამ ლალანამ დააწინაურა. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯეიმს მილნერმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და მერსისაიდელთა უპირატესობა გაზარდა. 57-ე წუთზე საბოლოო შედეგი რობერტო ფირმინომ დააფიქსირა.

ინგლისის პრემიერლიგა
28-ე ტური
“ლივერპული” — “მანჩესტერ სიტი” 3:0 (2:0)
გოლები: ლალანა 34′, მილნერი 41′, ფირმინო 57′.
გაფრთხილება: ხესუს ნავასი 68′.

დღის სიახლე: ინგლისის დიდი ხუთეული ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია გამცნოთ, რომ ინგლისური პრემიერ ლიგის 5 უდიდესი კლუბის წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდა, რათა განეხილათ ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმის საკითხი.

“ჩელსის” დირექტორი ბრიუს ბაკი, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი, “არსენალის” აღმასრულებელი დირექტორი, ივან გასიდისი, “მანჩესტერ სიტის” აღმასრულებელი დირექტორი და “ლივერპულის” იან აირი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.

გამოცემა გვაუწყეს, რომ დიდი ხუთეულის წარმომადგენლები მაიამიში მცხოვრები ბიზნესმენის, სტეფან როსის წინადადების განიხილეს, რომელსაც ევროპის სუპერ ლიგის შექმნა სურს, რომელშიც გრანდები მიიღებენ მონაწილეობას.

თუ დიდი გუნდების თავკაცები შეთანხმებას მიაღწევენ როსთან, ეს ჩემპიონთა ლიგას ძირს გამოუთხრის. ახალ ტურნირში დიდი გუნდები იმ შემთხვევაშიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, თუ საშინაო სარბიელზე ვერ მიაღწევენ წარმატებას.

კლოპი:”მინოლემ იცის, რომ ფერნანდინიოს გოლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო”

იურგენ კლოპმა ლიგის თასის ფინალში სიმონ მინოლეს შეცდომაზე ისაუბრა, რომლის წყალობითაც ფერნანდინიომ ანგარიშის გახსნა მოახერხა.

“ვფიქრობ, რომ გოლის შემთხვევაში ბურთის ხელში დაჭერა შეუძლებელი იყო, ეს სიმონმაც ძალიან კარგად იცის. ესაა და ეს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მისი მოქმედება არასწორი იყო, თუმცა არც უნაკლოდ შევაფასებდი.

ასეთია ფეხბურთი, რომელიც მეკარეებისთვის განსაკუთრებულად რთულია. სხვა მხრივ კი შემიძლია ვთქვა, რომ მინოლე ძალიან კარგი ბიჭია, ის შესანიშნავი პიროვნებაა და მშვენივრად უძლებს მასზე არსებულ ზეწოლას.

მინოლემ რამოდენიმე დიდებული მატჩი ჩაატარა, თუმცა მას, ისევე როგორც “ლივერპულს” წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. ის საკმაოდ გამოცდილი და ჩვენი ერთად წარმატების მიღწევა შეგვიძლია.”

კლოპს „ლივერპულში“ გიოტცეს ხილვა სურს – „დეილი მეილი“

კომპანია „Fenway Sports Group“-ი, რომელიც „ლივერპულს“ ფლობს, ზაფხულში მერსესაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.

როგორც „დეილი მეილი“ წერს, გერმანელი სპეციალისტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბაიერნის“ ნახევარმცველის მარიო გიტოცესა და „უდინეზეს“ გარემარბის პატრ ზელინსკის დამატებაზე ფიქრობს.

ამავდროულად, ინგლისური კლუბი, შესაძლოა, თავდამსხმელმა კრისტიან ბენტეკემ, ნახევარმცველმა ჯო ალენმა და მეკარე სიმონ მინოლემ დატოვონ.

პელეგრინი: „ბევრი ჟურნალისტი ჩემ გასაკრიტიკებლად მზად იქნებოდა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ „ლივერპულთან“ ინგლისის ლიგის თასის პენალტების სერიაში მოგებული ფინალის შესახებ ისაუბრა.

„მოგება დავიმსახურეთ. რამდენიომე მომენტი ხელიდან გავუშვით, თუმცა რომ ეკითხათ, როგორ მოგებას ვისურვებდი, სწორედ ასეთს ავირჩევდი.

კაბალიეროს დაყენებისთვის ბევრი ჟურნალისტი ჩემ გასაკრიტიკებლად მზად იქნებოდა, მაგრამ მისი მჯეროდა. კლუბის ყველა ფეხბურთელისა და მოთამაშის გამო მიხარია. განსაკუთრებით კაბალიეროს გამო, მან ეს დაიმსახურა.

„უემბლიზე“ ტიტულის მოგება ააღაც განსაკუთრებულია, მაგრამ ახლა უკვე შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

კოუტინიო: “იურგენს ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია, თუმცა ჯერ ლიგის თასი უნდა მოვიგოთ”

“ლივერპულის” ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს სჯერა, რომ იურგნ კლოპს “ლივერპულთან” ერთად ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ ლიგის თასი უნდა მოიგონ.

“ჩვენ ახალ გუნდს ვქმნით, ახალგაზრდა გუნდს, რომელშიც რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც იქნება.” – განაცხადა ბრაზილიელმა “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ ფინალამდე.

“ბევრს ვმუშაობთ. ლიგის თასის მოგება შესაძლოა ახალი ერის დასაწყისი აღმოჩნდეს, რომელიც დიდი ხანი გასტანს. ყველას უნდა ახალი ისტორიის შექმნა, რაც “უემბლიზე” უნდა დაიწყოს.

ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ამჯერად საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ.” – განაცხადა კოუტინიომ.

კარაგერმა ვან გაალი „დატროლა“

„ლივერპულის“ ექს-მცველი ჯეიმი კარაგერი უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრას გამოეხმაურა, რომელშიც მერსესაიდელები პრინციპულ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდებიან. კარაგერის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ ამ დუელში მოიგებს, ტურნირის მოგებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამარცხდება, ყოველ შემთხვევაში, ამით ლუი ვან გაალს სამუშაოს შეუნარჩუნებს. თავისი აზრი ჯეიმი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოხატა:

„ლივერ[ულისთვის“ ეს მშვენიერი კენჭისყრის შედეგია. თუ გავიმარჯვებთ, ბედნიერი დღეები გვექნება, ხოლო თუ დავმარცხდებით, ლუი ვან გაალი დარჩება“, – დაწერა კარაგერმა.

კლოპის აღიარება: “ჯერარდს 100 ფუნტი გადავუხადე, რათა ჩემზე ლამაზად ესაუბრა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იხუმრა, რომ სტივენ ჯერარდს 100 ფუნტს უხდიდა ყოველთვიურად, რათა პრესასთან მასზე კარგად ესაუბრა.

“ლივერპულის” შანსების განხილვისას ლეგენდარულმა სტივი ჯიმ განაცხადა: “მჯერა, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ. მათ აქვთ განსაკუთრებული ინგრედიენტი, რაც უდიდეს ძალას ჰმატებთ – იურგენ კლოპი.” – განაცხადა ჯერარდმა The Telegraph-თან საუბრისას.

ინგლისელი ფეხბურთელის ამ განცხადებას იურგენ კლოპი შემდეგნაირად გამოეხმაურა: ” მადლობა სტივი. მე მას ამისთვის 100 ფუნტი გადავუხადე”

შეგახსენებთ, რომ იურგენის “ლივერპულს” ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მოსაპოვებლად ორმატჩიან დუელში “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება მოუწევს.

 

“აუგსბურგის” მწვრთნელი:”ფრე კარგი შედეგი იქნება, პენალტებში ხომ ყოველთვის გერმანელები იგებენ”

“აუგსბურგის” მთავარი მწვრთნელი, მარკუს ვაინცირლი “ლივერპულთან” “ენფილდზე” გასმართი მატჩის წინ აცხადებს, რომ გერმანული გუნდისთვის ნულოვანი ფრე მისაღები შედეგი იქნება.

“ჩვენთვის ნულოვანი ფრე კარგი შედეგი იქნება, რადგანაც პენალტების სერიაში გამარჯვებულები ყოველთვის გერმანელები რჩებიან. მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას, გვინდა რომ შეუძლებელი შევძოთ.

ვფიქრობ, რომ უკეთ ითამაშებს. ჩვენ ჩვენი სიძლიერეები შესწავლილი გვაქვს. თუკი ერთს გავუტანთ, მათ ორის გატანა დასჭირდებათ. ჩვენ მიზანი მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებაა” – განაცხადა მან.

სტარიჯი ჭორებს უარყოფს: “კლუბის დატოვებას არ ვაპირებ”

დანიელ სტარიჯი მის გარშემო არსებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური კლუბის დატოვებას აპირებდა.

“რთული პერიოდი გამოვიარე, თუმცა ახლა მთლიანად მომავალზე ვარ კონცენტრირებული – “ლივერპულურ” მომავალზე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ბევრს არ შეუძლია, რომ ზედიზედ რამოდენიმე თამაში ჩაატაროს მაღალ დონეზე, არა მხოლოდ მე. ვფიქრობ, რომ უდიდესი უპატივცემულობაა, როდესაც ამბობენ რომ ამ ფეხბურთელს თამაში არ უნდა.

ძალიან ამბივიური ვარ – მინდა, რომ ყოველ თამაშში მივიღო მონაწილეობა. ჩემი მიზანია, რომ “ლივერპულს” წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

იურგენ კლოპს “მალაგას” ნახევარმცველის გადაბირება სურს

ესპანური “მალაგას” ნახევარმცველი, იგნასიო კამაჩო “ლივერპულის” თავკაცის, იურგენ კლოპის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ინგლისური წყარო გვამცნობს, რომ 25 წლის ჰავბეკის თამაშს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ “წითლების” სკაუტები დაესწრნენ.

კამაჩოს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს წამოიწყებს. ესპანელი ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 7 მილიონი ფუნტია.

მასკერანო: “ლივერპულური” წარსული? ეს სხვა ინგლისურ კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შემიშლის “

“ბარსელონას” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “ლივერპულთან” არსებული მოგონებები, მას ინგლისის სხვა კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შეუშლის.

“ლივერპულთან” არსებული მოგონებები არ ნიშნავს, იმას რომ თუ რომელიმე ინგლისური კლუბი შანსს მომცემს, ვეტყვი : ‘ არა, მე მხოლოდ მათ რიგებში ვითამაშებ.’

ჩვენ პროფესიონალები ვართ, ასე ვცხოვრობთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი გრძნობები “ლივერპულისადმი” არ შეიცვლება.

რაც შეეხება წარსულს, ლივერპულში თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა იყო პრობლემებიც. როდესაც რაფამ გუნდი დატოვა, მივხვდი, რომ მათი პროექტი ჩავარდა. ამიტომაც კლუბის დატოვება გადავწყვიტე, რის შემდგომაც “ბარსელონასგან” შეთავაზება მომივიდა.”