წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, კრისტიან პანუჩიმ იტალიაში გადაწყვიტა დაბრუნება. ბოლო დროს ის რუსეთში, ფაბიო კაპელოს შტაბში მუშაობდა, თუმცა “რომას”, “რეალის”, “ინტერის” და “მილანის” ყოფილმა მცველმა საკლუბო ფეხბურთში არჩია მუშაობა.
41 წლის პანუჩიმ კონტრაქტი სერია ბ-ს ბინადარ “ლივორნოსთან” გააფორმა. გუნდის მიზანი იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაა.
ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.