ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ”ბორუსიასთან” მარცხის (2-0) მიზეზებზე ისაუბრა.
”ჩვენთვის მძიმე საღამო იყო და მოწინააღმდეგეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ, მათ უკეთესად ითამაშეს. ჩვენი თამაშით იმედგაცრუებული ვარ. თავიდან, ანგარიშის გასახსნელად 2 ბრწყინვალე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ კი კონტრშეტევებზე გადავედით.”
”ბურთი, ჩვენი საჯარიმოდან 80 მეტრში დავკარგეთ და დაცვაში, 3 1-ის წინააღმდეგ ვიყავით, ამიტომ ძნელად გასაგებია, თუ როგორ გავუშვით გოლი.”
”დღეს, ”ბორუსია” მოედნის ცენტრში ძალიან ძლიერი იყო, ჩვენზე ძლიერი. ამ საღამოს, ისინი ჩვენზე რამდენიმე თავით მაღლა იდგნენ.” – განაცხადა არსენ ვენგერმა.