ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება.
კავაი “კლიპერსთან” 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ხელფასის სახით კი 142 მილიონ დოლარს მიიღებს.
როგორც იცით, ლეონარდი “ტორონტოს” რიგებში NBA-ს გასული სეზონის გამარჯვებული გახდა. სეზონის დასრულების შემდეგ მან თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. მისი დამატების სურვილი “ლოს ანჯელეს ლეიკერსსაც” ჰქონდა.
ასევე, “კლიპერსის” რიგებში ჩაირიცხება “ოკლაჰომას” კალათბურთელი პოლ ჯორჯი. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ჯორჯი და კავაი ლეონარდი ლოს ანჯელესში ერთმანეთს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.