სუარესი და შკრტელი “ლივერპულის” ვარჯიშზე წაკინკლავდნენ

ლუის სუარესი და მარტინ შკრტელი “ლივერპულის” ვარჯშის დროს წაკინკლავდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში შკრტელმა სუარესზე იხუმრა, რაზეც ურუგვაელი განაწყენდა და მარიტინს ხელი კრა.

თუმცა, კლუბში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ეპიზოდს გაგრძელება არ მოყოლია და ფეხბურთელები ვარჯიშის დამთავრებისთანავე შერიგებულან.

შეგახსენებთ, რომ ხვალ “ლივერპული” პრემიერლიგის ცენტრალურ თამაშში ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.

 

როკერი ლუის სუარესი

“ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი “პეპსის” ახალ რეკლამაში გადაიღეს, სადაც მან როკერის როლი მოირგო.

ლუის სუარესი თავის სტიქიაშია: ურუგვაელის გასაოცარი სიმულიანტობა

20 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის მიმდიანარეობისას, ლუის სუარესმა კვლავ ისიმულიანტა.

სუარესი: “გულშემატკივრები ძალიან გვეხმარებიან”

“ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი იმედოვნებს, რომ “ენდილფის” მხარდაჭერა მის გუნდს “მანჩესტერ სიტის” ძლევაში დაეხმარება.

“ენფილდზე ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. ასეთ გულშემატკივრებთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. სწორედ მათ გამო ჩვენ საშინაო მატჩის წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს. თუმცა ისინი წაგების შემთხვევაშიც ყოველთვის ჩვენთან არიან.

პრმიერლიგაში საჩემპიონო ამბიციების მქონდა ორი ძალიან კარგი გუნდია – “მანჩესტერს სიტი” და “ჩელსი”. მაგრამ, ახლა ჩვენც ძალიან კარგი შანშსი გვაქვს, განსაკუთრებით თუ დღეს მოვიგეთ” – განაცხადა სუარესმა.

„მარკა“: სუარესი ახალ სეზონს „ლივერპულში“ არ დაიწყებს

ესპანური „მარკა“ იუწყება, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი მომავალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს.

წყაროს ცნობით, ურუგვაელ ფეხბურთელს ერთ-ერთი ევროპულ ტოპ-კლუბი შეუთანხმდა. „მარკა“ არ ასახელებს, თუ სად გადავა სუარესი, თუმც, ესპანური გამოცემის თანახმად, ეს ინგლისური კლუბი არ არის.

27 წლის სატრანსფერო ღირებულება 52 მილიონ ევროდ ფასდება. ცნობისთვის, სუარესის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენდა.

როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბრის თვეში ურუგვაელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. სუარესმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მერსისაიდულ გუნდში ბედნიერია და ეს მის შედეგებშიც აისახება — 28 გოლით ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია. აქედან გამომდინარე, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა „ენფილდი“ მართლაც დატოვოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

ბექა დოგრაშვილი

დანიელ აგერი: „პრემიერლიგის ყველა გუნდს სუარესის ეშინია“

„ლივერპულის“ მცველმა დანიელ აგერმა მერსესაიდულ კლუბში ლუის სუარესის როლის შესახებ ისაუბრა.

„ლუისი ყველაფერია. მოედანზე იგი წარმოუდგენლად კარგად თამაშობს. ამჟამად პრემიერლიგის ყოველ გუნდს მისი ეშინია.

ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ლუისი წლის საუკეთესო ფეხბურთელად უნდა დასახელდეს. საქმე არამხოლოდ მისი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობაშია, არამედ იმ სამუშაოშიც, რომელსაც იგი ასრულებს.

საკუთარი ძალების გვჯერა და ყოველი მატჩის წინ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. იმედს არც მაშინ ვკარგავთ, როდესაც ვაგებთ. მიმდინარე სეზონში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვიცით, რომ ბევრი გოლის გატანას მოვახერხებთ.

თუ მიმდინარე სეზონში რამის მიღწევა გვსურს, მაშინ ბოლო ტურამდე ეს განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველის“, – განაცხადა აგერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სუარესი: “პრემიერლიგის მთავარი ფავორიტები “ჩელსი” და “სიტი” არიან”

“ლივერპულის” ფოვარდმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მის გუნდს “ჩელსისთან” და “მანჩესტერ სიტისთან” შედარებით პრემიერლიგის მოგების ნაკლები შანსი აქვს.

“ჩემი აზრით პრემიერლიგის მთავარი ფავორიტები “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” არიან. მაგრამ, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ახლა მხოლოდ უახლოეს მატჩებზე ვფიქრობთ, რომლებსაც “სანდერლენდთან” და “ტოტენჰემთან” გავმართავთ. ტიტულის მოპოვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება” – განაცხადა სუარესმა.

სუარესი წარსულის დავიწყებას ცდილობს

„ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი წარსულში დაშვებული შეცდომების დავიწყებას ცდილობს.

„მსურს სიამოვნება დღეს მიმდინარე მოვლენებისგან მივიღო. ყოველი ფეხბურთელი აწმყოთი უნდა ცხოვრობდეს და თავისი საქმისგან სიამოვნებას იღებდეს. ფიქრი იმაზე, თუ რას ვაკეთებდი წარსულში, ჩემს თამაშს ვერ გააუმჯობესებს. რაც მოხდა – მოხდა, ახლა მხოლოდ წინსვლაა საჭირო. წლები გავიდა, მე კი გავიზარდე, დავჭკვიანდი. ჩემს შეცდომებზე ბევრი ვისწავლე“, – განაცხადა სუარესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სუარესს „ლივერპულის“ დატოვება არ სურს

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ მერსესაიდელთა დატოვება არ სურს.

„ლივერპულთან“ კონტრაქტი მხოლოდ იმის გამო გავაფორმე, რომ ამ გუნდში ბედნიერი ვარ. მსურს დავრჩე იქ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ და ფეხბურთის თამაშის საშუალება მაქვს. გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა-არგასვლის საკითხმა ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ იქონია“, – განაცხადა ურუგვაელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯერარდი: „ჩემთვის საუკეთესო სუარესია“

„ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელ ლუის სუარესს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.

„სუარესის თამაშის აღსაწერად სიტყვების მარაგი უკვე ამომეწურა. დიდი ბედნიერებაა, რომ ინგლისში ასეთი დონის ფორვარდები თამაშობენ.

ჩემთვის სუარესი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა. ამას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ. ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს თამაშებსაც ვუყურებ. კი ბატონო, ისინი მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ გარდა არსებობენ სუარესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მათ დონეებს შორის სხვაობა თითქმის გათანაბრდა.

სუარესი ოთხი თუ ხუთი მატჩი არ იტანდა, თუმცა ბევრ საგოლე გადაცემას აკეთებდა და მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა.

ლუისი ულმობელია, ის გამარჯვებულია და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს“, – ჯერარდის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი ნაქსოვი ბუცებით ითამაშებს

სპორტული ეკიპირების ფირმა „ადიდასმა“ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს ინოვაციური ბუცები დაუმზადა. მთავარი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ბუცები ნაქსოვია.

Sportsmail-ის ცნობით, სუარესი ერთადერთი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ასეთი ბუცებით ითამაშებს. წყაროს მტკიცებით, სწორედ ეს ბუცები ეცმევა ურუგვაელ ფორვარდს 16 მარტს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში.

სუარესი: „კარიერაში მხოლოდ ორი შეცდომა მაქვს დაშვებული“

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორი შეცდომა აქვს დაშვებული.

„მთელ კარიერაში მხოლოდ ორი შეცდომა დავუშვი. პირველი შეცდომა ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშის პერიოდში მომივიდა, როდესაც მეტოქეს ვუკბინე. მეორე შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც ბრანისლავ ივანოვიჩს ვუკბინე.

აი, ეს ორი შეცდომა დავუშვი კარიერის განმავლობაში. უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევების გამო ძალიან ვწუხვარ. რაც შეეხება პატრის ევრასთან მომხდარ ინციდენტს, ეს ტყუილია. ბრალდებულად მტკიცებულების გარეშე გამომაცხადეს. რაც მოხდა, მოხდა.

გავიზარდე. სანამ რამეს გავაკეთებ, უფრო მეტს ვფიქრობ. ახლა ცუდს აღარაფერს ვაკეთებ და ინგლისში ჩემზე სალაპარაკოც აღარ აქვთ. ახლა უნდა შემაფასონ, როგორც მხოლოდ ფეხბურთელი“, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

ბექა დოგრაშვილი