ლუიშ ნანი “ფენერბაჰჩეში” გადავა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი სტამბულში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ნანიმ გასული სეზონი იჯარის წესით ლისაბონის “სპორტინგში” გაატარა. ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ნანი “ფენერს” უახლოვდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, ლუიშ ნანი კარიერას დიდი ალბათობით თურქეთში გააგრძელებს.

Hurriyet-ის ცნობით, მისი გადაბირება “ფენერბაჰჩეს” სურს, რომელიც მანჩესტერულ კლუბს პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელში 6 მილიონ გირვანქას გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ თურქული კლუბი ნანის კონტრაქტს უკვე შეუთანხმდა. პორტუგალიელი სტამბოლში ოთხი წლით გადაბარგდება და ხელფასის სახით კვირაში 55 ათასს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნანი ლისაბონის “სპორტინგის” ღირსებას იცავდა.

2014/2015 წლის სეზონის 5 საუკეთესო სოლო-გოლი

Fanebi.Com შემოგთავაზებთ გასული სეზონის 5 საუკეთესო სოლო-გოლს.

1. ლეო მესის გოლი “ბილბაოს ატლეტიკთან”. არგენტინელს ყოველთვის სჩვევია ასეთი გენიალური მოძრაობების შემდეგ გოლის გატანა და არც ეს სეზონი დატოვა შედევრის გარეშე. 27 წლის ვარსკვლავის სოლო-გოლი გასული სეზონის საუკეთესოა.

leo

2. 31 წლის ვეტერანმა მისი თანამემამულის მსგავსად ნამდვილი შედევრი შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ კარლოსს მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა, საუკეთესო გოლებითურთ.

tevez

3. შეიძლება ითქვას, რომ ბერძენ მცველს “რომაში” საკმაოდ ნაყოფიერი სადებიუტი სეზონი ჰქონდა. მართალია, უტიტულო, თუმცა მან მოახერხა გუნდის სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მისი რომაული კარიერიდან კი იყო გოლი მილანის “ინტერის” კარში. 30 წლის ცენტრალურმა უკანახაზელმა გაიარა ნახევარი სტადიონი და უძლიერესი დარტყმით აიღო ჰანდანოვიჩის კარი.

Снимок

4. ფერნანდო ტორესს “ატლეტიკოში” განსაკუთრებულად დახვდნენ გუნდის გულშემატკივრები. “ვისენტე კალდერონზე” იანვარში “უძღები შვილის” დაბრუნება მოხდა. მართალია, ამ დროში მან ვერ გაიტანა ბევრი გოლი, მაგრამ საწყისს წუთებში დალაშქრა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” კარებები. ყველაზე ლამაზი გოლი კი “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამოუვიდა, რომელიც ბევრს ტორესის გოლს “მანჩესტერის” წინააღმდეგ გაგახსენებთ.

fernnado

5. ლუიშ ნანი სეზონის დაწყებამდე იჯარით პორტუგალიაში დაბრუნდა. იგი იქაურ გულშემატკივარს განსაკუთრებით უყვარს. 28 წლის შემტევი ბევრი ვერაფრით დაეხმარა მის მშობლიურ გუნდს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე, “მარიბორის” წინააღმდეგ ნამდვილი შედევრი შექმნა.

nani

ნანიმ „ბენფიკაში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

ნახევარმცველმა ნანიმ, რომელიც მიმდინარე ზაფხულში, დიდი ალბათობით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს ლისაბონის „ბენფიკაში“ შესაძლო ტრანსფერი გამორიცხა.

„ამ კლუბში გადასვლაზე არ ვფიქრობ. აღნიშნულ თემაზე საუბარია ღარ მსურს, მიას შესახებ აქამდეც მითქვამს“, – განაცხადა ნანიმ, რომელიც „ბენფიკას„ პრინციპული მეტოქის „სპორტინგის“ აღზრდილია.

ნანი “მანჩესტერს” ვილიამის გაფორმებას ურჩევს

“სპორტინგის” გარემარბი, ლუიშ ნანი გამოეხმაურა ინგლისური კლუბების დაინტერესებას ვილიამ კარვალიუსადმი.

“ვილიამი ძლიერი და მაღალი დონის მოთამაშეა. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის მზად იქნება, პრემიერ ლიგის ნებისმიერ გრანდში სათამაშოდ,”-ციტირებს The Guardian ნანის სიტყვებს.

“ვიცი, რომ “მანჩესტერი” მის თამაშს აკვირდება. თუ “წითელი ეშმაკები” ვილიამის ტრანსფერს განახორციელებენ, ეს დიდებული იქნება”.

შეგახსენებთ, რომ “სპორტინგის” ბოლო მატჩს(0-3) “პორტოსთან” “ლივერპულის” სკაუტები ესწრებოდნენ.

ლუიშ ნანიმ დღევანდელ მატჩში სუპერ გოლი გაიტანა (ვიდეო)

22 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “სპორტინგმა” საკუთარ მოედანზე ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 68-ე წუთზე წუთზე, ლუიშ ნანიმ მეტოქის კრში გასაოცარი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, ავთო ებრალიძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ნანი სანტა კლაუსად იქცა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა

ქრისტესშობის დღესასწაულზე ლისაბონის “სპორტინგის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი სანტა კლაუსად იქცა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბავშვებს საჩუქრები დაურიგა, შემდეგ კი ყველასთან ერთად ფოტო გადაიღო.

ჟურნალისტებმა ირონიულად ისიც კი აღნიშნეს, რომ ნანის წვერის გაკეთება დაავიწყდა.

Nani

„იუვენტუსი“ ნანის ტრანსფერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ იტალიური პრესა წერს.

ასე, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელთა ხელმძღვანელები „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ნახევარმცველის ლუიშ ნანის შეძენას გეგმავენ და, შესაძლოა, მას კონტრაქტი შესთავაზონ.

ამ ვარაუდის ალბათობოთას ისიც ზრდის, რომ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ტრანსფერზე შვიდი ფეხბურთელი დააყენა, რომელთა შორისაც 27 წლის ნახევარმცველიცაა. შესაბამისად, „შავ-თეთრებს“ არამხოლოდ მასთან ხელშეკრულების, არამედ, შესაძლო ტრანსფერში ნაკლები თანხის გადახდის შანსიც აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერული კლუბის ღირსებას ნანი 2007 წლიდან იცავს.

ლუიშ ნანის ულამაზესი გოლი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა

პორტუგალიისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, ლუიშ ნანიმ მეტოქის კარი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ დალაშქრა, თუმცა მსაჯმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

ნანი “იუვენტუსში”?

ერთდროულად რამდენიმე იტალიური წყარო იტყობინება, რომ პორტუგალიელმა ვინგერმა, ლუიშ ნანიმ კონტრაქტის პიბობები შეათანხმა “იუვენტუსთან”.

Tuttosport – ი იტყობინება, რომ ნანის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი საქმეა. პორტუგალიელმა იტალიურ კლუბთან ყველა პირობა შეათანხმა და მხარეებს მხოლოდ ფორმალური მხარის მოგვარებაღა აკლიათ.

რამდენიმე დღის წინ ნანის აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ განაცხადა: “ამჟამად ვერაფერს გეტყვით ნანის “იუვენტუსში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. სიტუაცია ძალიან დელიკატურია.”

აპრილის დასაწყისში კი სწორედ მან დაადასტურა, რომ ნანი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს: “უნდა გითხრათ, რომ სეზონის ბოლოს ნანი “მანცესტერ იუნაიტედს” დატოვებს. “ფიორენტინასა” და სხვა იტალიურ კლუბებს ნანის ხელფასი აფრთხოფთ, მაგრამ ჩვენ ვარიანტებს განვიხილავთ”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/

„იუვენტუსი“ ნანის არ ეშვება

ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის არ ეშვება.

ბრიტანული „თოქსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბი პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცდილობდა, თუმცა გარიგება არ შედგა. ამის მიუხედავად, იტალიური კლუბი დანებებას არ აპირებს და ნანის ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება. 27 წლის ნახევარმცველის დამატებით თავად ანტონიო კონტე არის დაინტერესებული. ნანის მიმართ ინტერესს „ინტერი“ და „მილანიც“ იჩენენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების წინააღმდეგი არც თავად პორტუგალიელი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ნანიმ პრემიერლიგის მიმადინარე გათამაშების 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ლუიშ ნანი „იუვენტუსს“ უახლოვდება

იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის გადმობირებას შეეცდება. „ბიანკონერიში“ პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრავმირებული სიმონე პეპეს შემცვლელად მოიაზრებენ.

არ არის გამორიცხული, იტალიურმა კლუბმა ნანი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანოს, შემდეგში სრულად გამოსყიდვის უფლებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იუვენტუსში“ გადასვლაზე 27 წლის ფეხბურთელიც თანახმაა. ნანის სურს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი