“რეალი” ფიფასგან კომპენსაციის სახით 1,6 მლნ ევროს მიიღებს

გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “რეალი” ლუკა მოდრიჩის დაზიანებისთვის ფიფასგან კომპენსაციის სახით 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველმა ტრავმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობის დროს მიიღო.

ლუკა მოდრიჩმა მარცხენა ბარძაყის მყესი გაიგლიჯა, რის გამოც სამიდან ოთხ თვემდე უქმობა მოუწევს.

 

მოდრიჩს სამი თვე გაუცდება

მადრიდის “რეალის” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ტრავმის გამო 3 თვეს იუქმებს.

29 წლის ფეხბურთელმა დაზიანება იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიირო.

ორშაბათს მოდრიჩს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმის სიმძიმე და სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობა დაადგინა. ხორვატი ფეხბურთელი ქირურგიულ ჩარევას გადაურჩა.

კროოსი: “მოდრიჩი ძალიან დაგვაკლდება”

“რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ლუკა მოდრიჩის ტრავმის გამო მწუხარება გამოთქვა.

“მოდრიჩის ტრავმა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მიმდინარე სეზონში მან ფაქტობრივად ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და ოპტიმალურ ფორმაშიც იყო. ჯერჯერობით არ ვიცით, თუ როდის დაუბრუნდება ლუკა მოედანს.” – განაცხადა კროოსმა.

შეგახსენებთ, მოდრიჩმა ტრავმა ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრებში მიიღო.

მოდრიჩი: „სამი გოლიც აღარ გვყოფნის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „გრანადასთან“ ანგარიშით 4:0 მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

„გუნდმა ჩინებული ფორმა აკრიბა. ახლა უკვე ერთი, ორი ან სამი გოლის გატანა არ გვყოფნის.

დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ „გრანადას“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ადვილი არ არის.

იმედია, ასეთივე თამაშს „ლივერპულთან“ შემდეგ შეხვედრაშიც ვაჩვენებ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩვენი გვარდიოლას „ბარსელონასთან“ შედარება. ჩვენ „რეალი“ ვართ და თამაშის ჩვენებური ფილოსოფია გაგვაჩნია“, – განაცხადა ხორვატმა შუახაზელმა.

მოდრიჩი ასი პროცენტით მზადაა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კამერუნთან შეხვედრის წინ გამოჯანმრთელება მოასწრო.

„ლუკა ასი პროცენტით მზადაა. ვარჯიშებზე იგი კარგად მუშაობდა და არანაირი პრობლემა ჰქონდა. მატჩისთვის მოდრიჩი სრულიად მზად იქნება“, – განაცხადა ორვატთა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა.

„ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს მატჩი ორივე გუნდისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი სამი ქულის აღებას ვაპირებთ“, – დაასრულა სპეციალისტმა.

მოდრიჩი: „ჩვენი პირველი მიზანი მუნდიალის პლეი-ოფში თამაშია“

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს იდეალურ ფორმაში ხვდება.

„თავს კარგად ვგრძნობ. სრულიად ჯანმრთელი ვარ და რაც მთავარია, ტურნირისთვის სათანადოდ ვემზადები. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დასასვენებლად რამდენიმე დღე მქონდა, რამაც საშუალება მომცა, კონცენტრაცია მთლიანად ნაკრებზე გამეკეთებინა. მზად ვარ და მოუთმენლად ველი მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტს.

ევრო-2012-ზე კარგად გამოვედით, თუმცა მაშინ არ გაგვიმართლა. ამის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე გარკვეული პრობლემები გვქონდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე შორს გასვლა შეგვიძლია. ჩვენი პირველი მიზანი პლეი-ოფში თამაშია“, – მოდრიჩის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ხორვატიის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძელი ბრაზილიის, კამერუნისა და მექსიკის ნაკრებები ჰყავს. ტურნირის გახსნითი შეხვედრა ბრაზილიელებსა და ხორვატებს შორის გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

“რეალი” მოდრიჩის გაყიდვას არ აპირებს

ხორვატი ნახევარმცველით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული, თუმცა მადრიდის “რეალის” ლუკა მოდრიჩის გასხვისებას არ აპირებს.

ლონდონური კლუბის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოდრიჩის გადაბირებით პირადად ყოფილა დაინტერესებული, მაგრამ თავად ფეხბურთელი მადრიდში ყველაფრით კმაყოფილია და კლუბის შეცვლის სურვილიც არ გააჩნია.

უცხოური პრესის ცნობით, “რეალი” მოდრიჩთან დაკავშირებული წინადადებების განხილვას საერთოდ არ აპრებს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი “რეალს” კონტრაქტით კიდევ სამი წელი ეკუთვნის.

მოდრიჩი: “არ ვიცი რა მოხდა”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, “ბორუსიასთან” მატჩში თავისი გუნდის ჩავარდნას ახსნა ვერ მოუძებნა.

“არ ვიცი რა მოხდა. ალბათ 3:0-ზე ყველაფერი დამთავრებული გვეგონა. ეს კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის. ყოველთვის ვამბობთ, რომ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ამას იშვიათად ვაკეთებთ.

რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვახარებს, მაგრამ თამაში ხარისხით უკმაყოფილოები ვართ. ასეთ რამ აღარ უნდა განმეორდეს” – განაცხადა მოდრიჩმა.

ლუკა მოდრიჩმა მოედნის ცენტრში მეკარეობა დაიწყო

17 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ხეტაფესა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (0:3), “სამეფო კლუბის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მოედნის ცენტრში ბურთი ხელით მოიგერია.

მოდრიჩის ულამაზესი გოლი “კოპენჰაგენის” კარში

10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ლუკა მოდრიჩმა გახსნა, მან მეტოქის კარი ულამაზესი გოლით დალაშქრა.

მოდრიჩი: „უტიტულოდ დარჩენას ვერ წარმოვიდგენ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თვლის, რომ ზედიზედ ორი სეზონის განმალობაში მის გუნდს უტიტულოდ დარჩენა არ შეუძლია.

„სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ ქულების დაკარგვა დავიწყეთ. ჩვენი გუნდი უკეთესად უნდა თამაშობდეს. ვერ წარმოვიდგენ, რომ უტიტულოდ ზედიზედ მეორე სეზონი ვიქნებით. ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, გუნდში კარგი განწყობაა. ანჩელოტის სურს, რომ მე შეტევების ორგანიზება მოვახდინო და ამავე დროს, თანაგუნდელებს დაცვაშიც დავეხმარო“, – განაცხადა ხორვატმა.

ალექსანდრე მატევოსოვი