კაშია: “თამაში, რომელშიც მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა, უნდა მოგვეგო”

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგში ადგილობრივ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა წააგო და მეტოქესთან ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. დაპირისპირების შემდეგ გუნდის ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

„პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს, იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით მეორე ტაიმში.  ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი,რომელიც სამწუხაროდ გამოიყენა.დასანანია ასეთი მარცხი საერთო ჯამში,  უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ხუთი თამაში წაუგებელი სერია გვქონდა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან ვინც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წინა ხაზში.

 ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათვის კარგი ტესტი, პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ.
უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა,რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე უნდა მოიგო,” – აცხადებს გურამ კაშია.

ვლადიმერ ვაისი: “ახალწვეულებიდან მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელით ვარ კმაყოფილი”

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგში ადგილობრივ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა წააგო და მეტოქესთან ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. დაპირისპირების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა კომენტარი გააკეთა.

“პირველ რიგში ჩვენ გვაქვს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემადგენლობით ვთამაშობდით, ვერ უარვყოფთ, რომ ამჟამად ჩვენი შეტევა იყო სუსტი . ეს ფეხბურთელები უნდა გაიხსნან, კონკურენცია შექმნან მათთან, ვინც შეკრებაზე არ იყო. ჩემი აზრით არ იყო საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ გავიტანეთ მხოლოდ ერთი გოლი პენალტით პირველ მატჩში მალტის წინააღმდეგ. თუმცა ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით და ეს იყო დადებითი შედეგი.  ჩემთვის მეორე შეხვედრა იყო გასაკვირი იმიტომ, რომ არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან ამ თამაშის ხარისხით. მომენტების რეალიზაცია ძალიან დაბალია. ახალწვეულებიდან კმაყოფილი მხოლოდ ჭანტურიშვილით და კიტეიშვილით ვარ, რომლებმაც შეძლეს კონკურენციის გაწევა სხვა ფეხბურთელებთან. 

 ერთა ლიგის ჯგუფში ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს,  იმიტომ, რომ ეს დიდი შანსია მიაღწიო წამატებას და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეხება ყველა ჩვენ მოწინააღმდეგეს. ერთა ლიგას ვიწყებთ ყაზახეთში, სადაც მარტივი თამაში არ გველის. ყაზახები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ფლანგიდან თამაშობენ ასევე კარგად.  დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობით ვიქნებით, ფეხბურთელები დაბრუნდებიან ტრავმების შემდეგ გუნდში, თუმცა ყოველთვის პრობლემაა ტრავმირებულები, ამ შეკრებაზეც გვქონდა ეს პრობლემა. გვილიამ წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარა, ამიტომ დისციპლინას დიდ ყურადღებას მივაქცევთ. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ ასევე ტაქტიკას და ვეცდებით გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც მოიგებს ყაზახეთში ან დადებით შედეგს აჩვენებს იმიტომ, რომ პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს ვაისი.

ლუქსემბურგი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობა)

დღეს, ლუქსემბურგში, 22:00 საათზე საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. გთავაზობთ ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობას.

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, ბერიძე, ხარაიშვილი, ჭანტურიშვილი, ხოჭოლავა.

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, გეგეჭკორი, დვალი, შერგელაშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ხარაბაძე, ზივზივაძე.

 

ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ავსტრიაში საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ერთჯერად ვარჯიშებს განაგრძობს. მალტასთან შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელი ემზადებოდა. უახლოეს ამხანაგურ მატჩებში კი ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ვლადიმერ დვალიშვილი ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე. ფეხბურთელი, რამდენიმე კვირის წინ მიღებული ტრავმის გამო, ამ დროისთვის სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ბად ჰარინგში გამართული ვარჯიშის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში პირველ გამოძახებასთან დაკავშირებით ბექა ვაჩიბერაძემ ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ლატვიურ კლუბ „რიგასში“ ირიცხება, სხვადასხვა დროს უკრაინის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომიწვიეს საქართველოს  ნაკრებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბს ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები. მინდა, რომ ბოლომდე გამოვავლინო ჩემი თავი ვარჯიშებზე და მომავალში კვლავ გამომიძახონ საქართველოს ნაკრებში.“

21 წლის გიორგი ხარაიშვილი საქართველოს ნაკრების ამ შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფება. ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელი შტაბის ინტერესის სფეროში გასულ წელსაც იყო. 2017 წლის იანვარში, დუბაიში ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების საწვრთნელი შეკრება გამართა, შვედეთის „გიოტებორგში“ გადასვლამდე, გიორგი ხარაიშვილი, თბილისის „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა.

„ყველა ფეხბურთელისთვის პატივია პირველ გუნდში თამაში და  ქვეყნის სახელის დაცვა. ეს ორი ამხანაგური თამაში, ერთგვარი შანსია ახალგაზრდისთვის გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და შემდეგ ოფიციალურ თამაშშიც იყოს განაცხადში” – განაცხადა გიორგი ხარაიშვილმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მალტისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

Gff.ge

16-წლამდე ნაკრები ლუქსემბურგს ესტუმრება

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები დღეიდან მორიგ შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძე გუნდს სასტუმრო „მოხალისეში“ შეკრებს და ერთი კვირის განმავლობაში ავარჯიშებს. 11 თებერვალს კი ნაკრები ლუქემბურგში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა 16-წლამდე გუნდთან.

მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც შეარჩევს ლუქსემბურგში წასაყვანთა ვინაობას.

მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);

მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ლუკა ხორავა (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ბაკურ ჯინჯოლავა (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა უთმელიძე (საბურთალო), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), მურთაზ სანებლიძე (დინამო თბ), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია);

თავდამსხმელები: ავთო თოხაძე (ტორპედო), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).

ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩები 13 და 15 თებერვალს გაიმართება.

 Gff.Ge

აუტი, რომელიც უნდა ნახოთ

4 ივნისს, იტალიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ლუქსემბურგელ ფეხბურთელს კურიოზული რამ შეემთხვა.

ალმეიდას კურიოზული აცილება ლუქსემბურგთან მატჩში

15 ოქტომბერს, პორტუგალიისა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში (3:0), პორტუგალიელთა თავდამსხმელმა, ალმეიდამ გულშემატკივარ კურიოზული აცილება შესთავაზა.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი: მოატყუა ერთი, მოატყუა ორი… გაიტანა გოლი

11 ოქტომბერს, ლუქსემბურგის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუსეთის ნაკრები მიიღო და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

თამაშის მიმდინარეობისას, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც ჯერ რამდენიმე პოლიციელი ჩამოიტოვა, შემდეგ კი კარის ხაზი გადაკვეთა.