სიმეონემ ტევესისადმი ინტერესი დაადასტურა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კარლოს ტევესისა და „ვილიარეალის“ ფორვარდის ლუსიანო ვიეტოს მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„კარლოსთან არ მისაუბრია, მაგრამ მის აგენტს კლუბის ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. ჩვენი გუნდისთვის ტევესი ჩინებული გაძლიერება იქნებოდა.

ვიეტო? ის ჩვენი მიზანია და მის ტრანსფერთან ახლოს ვართ. მას ახალ სეზონში ჩვენთან ველი. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს ექსტრაორდინალური შესაძლებლობები გააჩნია“, – განაცხადა „ატლეტიკოს“ დამრიგებელმა.

“ატლეტიკო” მზად არის, ვიეტოში 22 მილიონი გადაიხადოს

“ვილიარეალის” ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო დიდი ალბათობით, ახალ სეზონს დიეგო სიმეონეს გუნდში დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ “წყალქვეშა ნავებს” არგენტინელი შემტევის შენარჩუნების სურვილი აქვთ, 22 მილიონად “ატლეტიკო” ვიეტოს გაიფორმებს.

ამჟამად მხოლოდ პირადი კონტრაქტი და სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა მოსაგვარებელი.

გასულ სეზონში, ლუსიანო ვიეტომ ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

გიჟური შეთავაზება “პსჟ”-სგან: ტევესს არგენტინაში დაბრუნებას გადააფიქრებინებენ

ფრანგული კლუბი “იუვენტუსის” შემტევს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს.

ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, სადაც “იუვენტუსი” ტრიპლეტთან ახლოსაა, გუნდის მთავარი შემოქმედი კარლოს ტევესი გახლდათ, რომელსაც ჯამში 29 გოლი დაუგროვდა.

არგენტინელმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2016 წელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, “ბოკა ხუნიორსში” თავისი სურვილით სურს დაბრუნება.

თუმცა, პრესის ცნობით, ტევესის გადაწყვეტილებით “პსჟ” იმედგაცრუებული დარჩა. საფრანგეთის ჩემპიონები კარლოსს გიჟურ შეთავაზების გაკეთებას უპირებენ, რის შემდეგაც გამოცდილ წინახაზელს წელიწადში 12 მილიონი ექნება.

31 წლის შემტევის გასაფორმებლად “ატლეტიკოც” იბრძვის. რა თქმა უნდა, “ლეიბები” ფრანგულ გუნდს ფინანსურად ვერ გაუწევენ კონკურენციას, მაგრამ ესპანურ კლუბს ის აქვს პრივილეგია, რომ მათ დიეგო სიმეონე წვრთნის.

“ატლეტიკოს” მანჯუკიჩის გაყიდვა სურს

ხორვატ ბომბარდირს მსურველები ნაკლებად ჰყავს.

ესპანური პრესის თქმით, “ატლეტიკო” 29 წლის შემტევის მუშაობით კმაყოფილი არ არის, ამიტომ მათ უფრო ახალგაზრდა წინახაზელის დამატება სურთ.

“პსჟ”, “ლივერპული” და “არსენალი” მზადაა, მარიოს ტრანსფერისთვის მოლაპარაკებები გამართოს.

მიმდინარე სეზონში, მანჯუკიჩმა 28 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 12 გოლი და გააკეთა ხუთი საგოლე გადაცემა.

“ლივერპული”: მანჯუკიჩი თავდასხმაში ყველა პრობლემას გადაჭრის

“ლივერპული” კვლავ აქტიურად განაგრძობს მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელის ძიებას.

Daily Telegraph-ის ინფორმაციით, მარიო მანჯუკიჩი ინგლისში წასვლის მთავარი კანდიდატია. ხორვატს მადრიდის დატოვება სიმეონესთან რთული ურთიერთობის გამოც სურს.

“წითლებს” მანჯუკიჩის ტრანსფერისთვის ბრძოლაში “მონაკო” შეეცილება. 29 წლის თავდამსხმლის ტრანსფერი 25 მილიონი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკომ” იგი ერთი წლის წინ 22 მილიონად, “ბაიერნიდან” დაიმატა.

ბრიტანული პრესა “ლივერპულს” წინახაზელის პოზიციაზე ედინ ჯეკოს(“მან.სიტი”), დენი ინგსს(“ბარნლი”) და კრისტიან ბენტეკეს უკავშირებს(“ასტონ ვილა”).

კოკემ მისი მომავალი გუნდის ვინაობა დაასახელა

“ატლეტიკოს” ესპანელმა ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს.

23 წლის შემტევის “ჩელსიში” გადაბარგებასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა იგი უარყოფს ყოველივეს.

“მომავალშიც “ატლეტიკოში” ვითამაშებ, დარწმუნებული ვარ,”-განაცხადა ფეხბურთელმა.

“ბრწყინვალე სეზონი იყო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით და ვართ პრიმერა დივიზიონში მესამე ადგილზე. მომავალი წლისთვის უკეთესი შედეგის დადებას ვეცდებით”.

ორი ტურით ადრე, დედაქალაქური გუნდი მესამე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ “ვალენსიას” ოთხი ქულით უსწრებს.

გრიზმანი “ჩელსით” დაინტერესდა

“ატლეტიკოს” ფეხბურთელი, ანტუან გრიზმანი არაა წინააღმდეგი, გუნდი კიდევ ერთხელ შეიცვალოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ფრანგი მოხარულია ლონდონური გუნდის მისდამი დაინტერესებით. “ჩელსი” აპირებს მადრიდული გუნდიდან ფეხბურთელების გამოხიკვას. ისინი არ ჩერდებიან დიეგო კოშტაზე და ფილიპე ლუისზე.

ამის მიუხედავად, “ლეიბებს” არ სურთ გრიზმანის გაშვება და ექს-“სოსიედადელთან” ახალ კონტრაქტზე დაიწყეს მოლაპარაკება.

თავად ანტოინმა უნდა იცოდეს, რა დოზით იჩენს ინტერესს “არისტოკრატული” გუნდი მის მიმართ, რადგან უთხრას თუ არა უარი “ატლეტიკოს” ახალი ხელშეკრულების თაობაზე. ჩოლო სიმეონე ფრანგ 70 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში, 24 წლის თავდამსხმელმა 22 გოლი გაიტანა.

საულმა გაახანგრძლივა

“ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, საულ ნიგეზმა გუნდთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

20 წლის შემტევმა ფეხბურთელმა “ლეიბებთან” 2020 წლამდე გაიხანგრძლივა.

მადრიდულ გუნდში საულმა 32 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში და ოთხი გოლი გაიტანა.

ხელფასი და სხვა ფინანსური საკითხები უცნობია.

სიმეონე: “დარწმუნებული ვარ, მესამე ადგილს დავიკავებთ”

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მადრიდის “ატლეტიკო” ბილბაოს “ატლეტიკს” ნულოვანი ფრით დაუზავდა, “ლეიბებთა” თავკაცს სჯერა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ზონაში აუცილებლად მოხვდებიან.

გუშინდელ შეხვედრაში, ანტუან გრიზმანს და ტიაგუ მენდეშს მსაჯმა ორი გოლი გაუუქმა, მაგრამ არგენტინელ სპეციალისტს ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

“არ ვფიქრობ, რომ შეხვედრა განსხვავებული შედეგით უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა მსაჯს შეეძლო, უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო”.

“მეორე ტაიმში “ატლეტიკოს” თამაში მომეწონა. ბრწყინვალე იყო ბიჭების თავდადება, რომლის წყალობითაც სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს”.

“დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის ზონაში სეზონის დასრულებას. ჩვენი მიზანი მესამე ადგილია,”-შეაჯამა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ, დედაქალაქელებს 76 ქულა აქვთ და მეოთხე-მეხუთე ადგილოსან “ვალენსია”-“სევილიას” შვიდი ქულით უსწრებს.

სიმეონე “ატლეტიკს” უფრთხის

დიეგო სიმეონე ელის რთულ ბრძოლას ბასკური გუნდის წინააღმდეგ.

“სევილია და ვალენსია კარგ შედეგს აჩვენებენ, როგორც სეზონის დაწყების წინ მოველოდით. რა თქმა უნდა, ბოლო მატჩები იქნება ბრძოლა მესამე ადგილისთვის,”-განაცხადა სიმეონემ AS-თან ინტერვიუში.

“ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს უპირატესობა, მაგრამ წინ დარჩენილია ტურები, სადაც არავინ იცის რა მოხდება”.

“ხვალ სწრაფი ტემპით უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, “ატლეტიკთან” უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ვიდრე “ბარსელონასთან”(17 მაისს)”.

“ატლეტიკო” პაპადოპულოსით ინტერესდება

“ლეიბები” არ ამბობენ უარს, დაცვის ხაზი “ბაიერის” მცველით, კირიაკოს პაპადოპულოსით გააძლიერონ.

მოსალოდნელია, რომ დედაქალაქელთა დაცვის ცენტრს მირანდა-გოდინს ტოპ-კლუბები კვლავ დააცხრებიან და “ატლეტიკოს” მათი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

Suddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს გუნდი გერმანიაში მოთამაშე ბერძენი მცველით დაინტერესა.

23 წლის მცველმა ესპანელებზე გავლენა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში მოახდინა, სადაც “ლევერკუზენი” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა.

“ატლეტიკო” მზადაა, ფილიპე ლუისის დასაბრუნებულად 16 მილიონი გადაიხადოს

მადრიდის “ატლეტიკოს” სურს ბრაზილიელი მცველის დაბრუნება.

ერთი წლის წინ, ფილიპე ლუისი “ჩელსიში” გადავიდა, მაგრამ “სელესაოს” წევრმა ვერ შეძლო სესარ ასპილიკუეტას ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება.

მადრიდული გუნდი მზად არის დაიბრუნოს გამოცდილი უკანახაზელი, რომელსაც სათამაშო დროს ჰპირდება. “ლეიბებმა” 29 წლის მცველისთვის 16 მილიონი გადადეს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ “ჩელსი” ლუისს გაუშვებს, “ვესტ ჰემიდან” აარონ კრიუსველს შეიძენს.