„შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელმა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ჟურნალ „Forbes“-ის მილიარდერთა სიაში პოზიცია შეინარჩუნა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ჯორდანის ქონება 1,14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მაიკლი 1577-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო აქედან აშშ-ს მოქალაქეთა შორის 486-ე პოზიციაზეა. გასული წლიდან ჯორდანმა რეიტინგში რამდენიმე პოზიციით წინ მიიწია, აქამდე ის 1741-ე იყო.
„დეტროიტ პისტონსის“ ცენტრის ანდრე დრამონდის აზრით, ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს სათამაშო ნიჭი 52 წლის ასაკშიც არ დაუკარგავს.
„ვფიქრობ, ჯორდანს კალათბურთის თამაში 52 წლის ასაკშიც შეუძლია. სიმართლე რომ გითხრათ, მასთან ერთი ერთზე თამაშის მეშინია. სავარაუდოდ, ის მომიგებს“, – ციტირებს დრამონდს TMZ.
ცნობისთვის, გასულ კვირას ჯორდანმა განაცხადა, რომ თავისი კლუბის „შარლოტ ჰორნეტსის“ ნებისმიერ კალათბურთელზე უკეთესად თამაში შეუძლია.
კალათბურთის ლეგენდის, ამჟამად „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელის, მაიკლ ჯორდანის თქმით, მას მენეჯერის სტატუსით ტიტულის მოგება სურს.
„კალათბურთში მენეჯერის სახით ტიტულის მოგების სურვილი გამო ვრჩები. ვიცი, რომ ეს გაცილებით რთულია, რადგან მოედანზე არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ ვახდენ. თუმცა, ჩინებული იქნება, თუ ეს სურვილი ნამდვილად ამისრუდება“, – განაცხადა ჯორდანმა.
წარმოგიდგენთ 2002 წელს გამოცემული წიგნის „NBA-ში კობი ბრაიანტის სწავლის“ ერთ-ერთი პატარა ნაწილის თარგმანს, რომელშიც „შავი მამბას“ მაიკლ ჯორდანთან პირველ შეხვედრაა აღწერილი.
თავისი კარიერის განმავლობაში მაიკლ ჯორდანს თამაში ახალგაზრდა მოთამაშეების არაერთ თაობასთან მოუწია. ყოველი ამ მოთამაშის მოსვლასთან დაკავშირებით პრესა და გულშემატკივრები ბევრს საუბროდნენ, ისინი მუდმივად „ახალ მაიკლ ჯორდანს“ ეძებდნენ. საბოლოოდ, ეს სიტუაცია იმდენად სასაცილო გახდა, რომ ერთ ჩვეულებრივ შოუდ იქცა.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია შექმნის დღიდანვე, პირველ რიგში, ბიზნესია. მაიკლის ლიგაში მოსვლამდე ყველას აინტერესებდა, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი ვარსკვლავი. ჯორდანის კარიერის ბოლოს ეს კითხვა უფრო გახშირდა.
1990 წლების დასაწყისში სამხრეთ კალიფორნიელ ჰაროლდ მაინერს „პატარა ჯორდანს“ ეძახდნენ. სამწუხაროდ, ამ კალათბურთელმა დაიჯერა, რომ მაიკლ ჯორდანის დონის კალათბურთელი გახდებოდა. „დეტროიტში“ პირველი სეზონის შემდეგ მაიკლის სახელს გრანტ ჰილსაც უკავშირებდნენ, თუმცა იგი უფრო სკოტი პიპენს ჰგავდა. ჰილის შემდეგ, 1996 წელს, ყურადღების ცენტრში ჯერი სტეკჰაუსი მოექცა, 1997 წლის დეკემბერში კი კობი ბრაიანტის ჯერი დადგა.
„ასეთი რამ ყოველწლიურად ხდება. შემდეგ სეზონში მსგავს სიტუაციაში სხვა კალათბურთელი მოექცევა. ეს მხოლოდ შოუს ნაწილია“, – აცხადებდა გრანტ ჰილი.
ამჯერად, ჯორდანმა საკუთარი თავი ბრაიანტს თავად შეადარა. შესაბამისად, ლოგიკური კითხვა გაჩნდა – რამდენად გაუძლებს კობი მაიკლთან დუელს? მაშინ ამ საუბრებმა „ჩიკაგოს“ გულშემატკივრები დააწყნარა. პიპენის გარეშე, რომელმაც 1997/98 წლების სეზონი ოპერაციისა და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ვერ დაიწყო, გუნდს შეტევაში სწრაფი გადასვლა აკლდა, რომელიც სკოტისა და დაცვის კარგი თამაშის გამო რთული იყო. შედეგად, „ჩიკაგომ“ სეზონის პირველი ექვსი კვირა ძალიან არასტაბილურად ჩაატარა და ქულებს დიდი გაჭირვებით აგროვებდა.
„ლეიკერსთან“ მატჩში „ჩიკაგომ“ საკმაოდ კარგად ითამაშა. პიპენის გარეშე გუნდს ლიგის მოგებისთვის ბრძოლა არ შეეძლო, თუმცა იმ შეხვედრამ მაყურებლებს დაანახა, რომ „ხარები“ ძლიერ მეტოქეებად რჩებოდნენ. ამაში კალიფორნიელები თამაშის დასაწყისში დარწმუნდნენ. ვან ექსელმა მოგვიანებით აღიარა, რომ ჯორდანს თვალებზე ეტყობოდა, რამდენად არ ეთანხმებოდა მატჩის წინ გავრცელებულ პროგნოზებს. „ბულზი“ თამაშის ტემპს აკონტროლებდა, მეტოქეს სწრაფად შეტევაში გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. დამატებით გულშემატკივრებს ჯორდანისა და ბრაიანტის საინტერესო დუელის ნახვის საშუალებაც ჰქონდათ.
„მაიკლს ასეთ სიტუაციები ძალიან უყვარს. ბრაიანტი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეა, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, მისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, მაიკლი ახლა მას არაფერს დაუთმობს. მაშინ მოედანზე იგი ამის დასამტკიცებლად გავიდა“, – რონ ჰარპერი, რომელსაც 1980-იანი წლების ბოლოს ჯორდანის შესაძლო შემცვლელებს შორის მოიაზრებდნენ, სანამ მუხლის ტრავმამ მას თამაშის მანერა არ შეაცვლევინა.
მიუხედავად იმისა, რომ ის შეხვედრა „ჩიკაგომ“ 21 ქულით მოიგო, მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირება მეტად საინტერესო გამოდგა – ჯორდანმა 36 ქულა დააგროვა, ხოლო ბრაიანტმა იმ მომენტისთვის საუკეთესო კარიერულ მაჩვენებელს – 33 ქულას მიაღწია. ორივე კალათბურთელი ბრწყინვალე მომენტებით, პოზიციური თამაშითა და დანკებით გამოირჩა.
„ახალგაზრდობისას ენერგიას მეც ასე ვხარჯავდი. სასიამოვნოა, კობისნაირი ბიჭების წინააღმდეგ თამაში. სასიამოვნოა, რომ მისი გაჩერება დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე შევძელი.
სიტუაცია შექმნილი საუბრების გამო ცოტა რთული იყო. ამ ატმოსფეროზე თვალის დახუჭება და კობისთან ერთი-ერთზე თამაშზე უარის თქმა რთული იყო. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მომეჩვენა, რომ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე. ყოველი მომენტის შემდეგ მისთვის პასუხის გაცემა და ბურთის კალათში ჩაგდება მინდოდა. ეს ნორმალურია. ასეთ შემთხვევებში, თვითდისციპლინაა საჭირო, რათა გუნდური თამაში ინდივიდუალურ თამაშში არ გადავიდეს. პრიორიტეტების შესახებ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, – იხსენებს ჯორდანი.
მაიკლმა იმ შეხვედრაში კალიფორნიელთა თამაშზეც ისაუბრა:
„ვფიქრობ, მსგავსი გამოწვევისთვის მზად ვარ, რადგან ამ თამაშის შესახებ ყველაფერი ვიცი. რაც შეეხება დაცვას, შევეგუე იმ ფაქტს, რომ მსგავსი მანერის კალათბურთელის წინააღმდეგ ვთამაშობდი“, – აღიარა მაიკლმა.
ერთადერთი მინუსი, რომელიც ჯორდანმა ბრაიანტის თამაშში აღნიშნა, მისი დაცვაში დაშვებული შეცდომებია.
„მაიკლის წინააღმდეგ თამაში მხიარული იყო. მე მხოლოდ გამოწვევა მივიღე. მე მის წინააღმდეგ დაცვაში საიმედოდ თამაში ყოველთვის მინდა“.
იმ მატჩში ჯორდანი კობის ჰაერში თამაშითაც აღფრთოვანებული დარჩა: „მე სკოტის ვკითხე კიდეც, ჰაერში ოდესმე ასე კარგად ჩვენც თუ გვითამაშია“.
ამ დუელის გამო მაიკლ უცნაური გრძნობები დაეუფლა: „ვიგრძელი, რომ მათ ადგილას ვიყავი, ვინც ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა. კობიმ კარგად აჩვენა, რომ თამაშზე მოქმედებდა. ქულების დაგროვების ბევრი ვარიანტი იყო. თუმცა, მას ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს შორის ბალანსის პოვნა მოუწევს, რაც მე მის ასაკში გამომივიდა“.
ალბათ, ეს კალათბურთის ერთ-ერთი რთული ნაწილია. ჯორდანის წინააღმდეგ თამაში, ზოგჯერ, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რადგან ყოველი მომენტი მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა. ეს რთული იყო, პირველ რიგში, მეტოქის დაცვის თამაშის წაკითხვას ვცდილობდი. მათ აშკარად სურდათ, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად მესროლა“, – აღნიშნა კობიმ.
„როგორც ლიგის ახალწვეულს, მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, მაგრამ იგი ყველაფერს გაუმკლავდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მის ანგარიშზე მთლიანი სეზონია. მან ადაპტაცია სწრაფად გაიარა და წელს ვერაფრით გააკვირვებ. მის გვერდით ყოფნას და მოედანზე არსებული სიტუაციის ახსნას ყოველთვის ვცდილობ“, – აღნიშნა „ლეიკერსის“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლერი დრიუმ.
მატჩის ბოლო მეოთხედში კობი მაიკლთან მივიდა და მისი სტატუსის შესახებ ჰკითხა: „იგი ჩემი თამაშით ინტერესდებოდა და მოძრაობების შესახებ მკითხა. ამან ოდნავ შოკში ჩამაგდო, თავი მოხუცად ვიგრძენი. ვუთხარი, რომ სროლის დროს დამატებით მოძრაობებს ვიყენებ, რათა მეტოქის მოძრაობა დავინახო“.
ჯორდანმა თქვა, რომ ბრაიანტისთვის მთავარი სირთულე იმის რეალიზაცია იქნება, რაც მან სხვებისგან ისწავლა. კობიმ თავის ცხოვრებაში მამის როლი აღნიშნა, რომელიც მას ბოლომდე ბრძოლას ასწავლიდა. საინტერესოა, რომ იმ საღამოს ჯო ბრაიანტი ჩიკაგოში სპეციალურად ჩავიდა, რათა შვილის თამაში ენახა. შეხვედრის შემდეგ მან კობის კალათბურთი დადებითად შეაფასა.
ჩიკაგოელი ჟურნალისტები კობის ყოფაქცევით გაოგნებულნი დარჩნენ. კამერების წინ მისი სიმშვიდე კარგის ნიშანი იყო. ასევე, იგი ჯორდანთან შედარებებს ყურადღებას არ აქცევდა.
„ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ექიმი ჯეი ლიგაში მოვიდა, მას ელჯრინ ბეილორს ადარებდნენ. შემდეგ მაიკლსა და დოკსაც ადარებდნენ. ხალხი შედარებას გააგრძელებს, ეს ბუნებრივია. მე მხოლოდ საკუთარი თამაშის ჩვენებას გავაგრძელებ“.
შესაძლოა, იმ შეხვედრაში კობისთვის დეტალების გაგება მთავარი იყო. მეორე მეოთხედში ჯორდანმა ბრაიანტი მოატყუა და მას თამაშის წესის დარღვევა აიძულა. ეს ვეტერანის მხრიდან ახალბედა კალათბურთელისთვის კარგი გაკვეთილი იყო. თუმცა, ბრაიანტმა მას მაშინვე თავისი სროლით უპასუხა.
„თამაშის აზრი სწორედ ამაში გამოიხატება – როდესაც ვინმე ბურთს ჩაგიგდებთ, ვალდებულნი ხართ, ის თავის ნახევარზე ათამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი დიდებულია, ის უბრალო კალათბურთელი იყო. როდესაც ის მოედანზეა, რასაკვირველია, მის წინააღმდეგმ მაქსიმალურად კარგად გამოსვლა გინდათ. მთელი გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობას, რაც ძალიან მომწონს. მისი მოძრაობების დაჭერა და ზოგჯერ მათი განმეორებაც ვცადე. მას დიდი ცოდნა გააჩნია, რომლითაც არ იბადებიან. NBA-ში უბრალოდ მოხვედრა საკმარისი არ არის, ყველა მოქმედების დაწვრილებით შესწავლა აუცილებელია. თანაც, ამ შემთხვევაში არა ფიზიკული მხარე, არამედ მენტალური მიდგომა იგულისხმება. თუ ნიჭი გაგაჩნიათ, ჩათვალეთ, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გაგაჩნიათ“.
თუ ხსენებული მხარეები არ გაქვთ, მაშინ დიდებული ჯორდანის სიტყვები აუცილებად უნდა გაიხსენოთ: „დარჩით აგრესიულები“. კარიერაში არაერთი სირთულის დროს ბრაიანტს სწორედ ეს სიტყვები ახსენდებოდა…
1989 წლის მარტი-აპრილის პერიოდში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ მაიკლ ჯორდანმა ზედიზედ შვიდ მატცში შვიდი ტრიპლ-დაბლი მიითვალა, რასაც ლიგამ სპეციალური ვიდეო მიუძღვნა.
„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ბავშვობა გაიხსენა და ყურადღება მაიკლ ჯორდანზე გაამახვილა.
„როდესაც ჩემი სათამაშო სტილის ჩამოყალიბება დავიწყე, ვიცოდი, რომ დიდი ბომბარდირი გავხდებოდი. მაიკლ ჯორდანით აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა არასდროს მეგონა, რომ მის დონემდე მივიდოდი. ჯორდანი არარეალური მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, სკოტი პიპენის, ანფერნი ჰარდუეისა და ალენ აივერსონის დონის კალათბურთს ჩვენებას მოვახერხებდი“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN-ი.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრიანტმა დღეს გამთეენიისას კარიერაში დაგროვებული ქულების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს გაუსწრო. ამით კობი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში მესამე ადგილზე ავიდა, მასზე წინ მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი და კარლ მელოუნი არიან.
ჯორდანის შედეგს „შავმა მამბამ“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ მატჩის (100:94) მეორე მეოთხედში მიაღწია, როდესაც ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ამჟამად ბრაიანტის კარიერული მაჩვენებელი 32 292 ქულას შეადგენს.
„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა თავისი ბავშვობის საყვარელ სპორტსმენებზე ისაუბრა.
„მე ზიდანი მიყვარდა. მის თამაშს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.
ჩემზე ძლიერად მაიკლ ჯორდანმაც იმოქმედა. მაიკლი წელს „US Open“-ზე გავიცანი. იგი მშვიდი და თავაზიანი იყო, ზუსტად ისეთივე, როგორიც მინდორზე. ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ჯორდანი ყოველთვის თავშეკავებულია, რაც ძალიან მომწონს“, – ციტირებს ფედერერს „Le 10 Sport“-ი.
არც ისე დიდი ხნის წინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ექვსგზის ჩემპიონთა მაიკლ ჯორდანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცუდი გოლფის მოთამაშედ მოიხსენია. გუშინ კი, აღნიშნულ კომენტარს თავად ობამა გამოეხმაურა.
„მაიკლმა ჩემი თამაშის შესახებ ბევრი რამ კარგად არ იცის. ან, შესაძლოა, ამით იგი ტელეგადაცემის რეიტინგის გაზრდას ცდილობდა.
ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯორდანი გოლფს ჩემზე უკეთესად თამაშობს. რა თქმა უნდა, თუ ბოლო 15 წლის განმავლობაში მე დღეში ორჯერ ვითამაშებდი, ყველაფერი პირიქით იქნებოდა.
ვფიქრობ, სჯობს, იგი თავის „ბობკეტს“ ან „ჰორნეტსს“ მიხედოს“, – განუცხადა ობამამ „ნიუ-იორკ დეილი ნიუსს“.
„შარლოტ ბობკეტსის“ მფლობელი მაიკლ ჯორდანი, რომელსაც მოთამაშის სტატუსით ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ექვსჯერ აქვს მოგებული, იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კაროლინას შტატის გუნდი მას მეშვიდე ტიტულით გაახარებს.
„ლიგის მეშვიდედ მოგებაზე ვოცნებობ. ეს გამარჯვება, სხვა წარმატებებთან შედარებით, განსაკუთრებული იქნებოდა.
კლუბის მფლობელობა არც ისე ადვილი საქმეა, ამაში სახალისო არაფერია. როდესაც კალათბურთელი ვიყავი, კრიტიკას ჩემს სასარგებლობ ვიყენებდი. საერთოდ, თამაშის შეცვლა ადვილად შემეძლო. ახლა კი, მხოლოდ კლუბის თანამშრომლებთან, მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან საუბარი შემიძლია“, – განაცხადა ჯორდანმა.
წარმოგიდგენთ კალათბურთის ლეგენდის მაიკლ ჯორდანის თხუთმეტ ყველაზე ცნობილ სურათს.
1. 1988 წლის ჩინებული სლემდანკი
2. ჯორდანის ემოციები „კლივლენდთან“ სერიის მეხუთე მატჩში ჩაგდების შემდეგ (7 მაისი, 1989 წელი)
3. „ლეიკერსთან“ ფინალური სერიის ჩინებული ეპიზოდი, ჯორდანმა ყველას აჯობა და მარცხენა ხელით ბურთი კალათში მოათავსა.
4. ცრემლები, რომლებიც პირველ გამარჯვებას მოჰყვნენ (1991 წლის 12 ივნისი)
5. მაიკლი ისტორიაში საუკეთესო საკალათბურთო გუნდის შემადგენლობაში
6. ჯორდანი „პორტლენდთან“ სერიის ერთ-ერთ მატჩში, რომელშიც ჯორდანმა კრიტიკოსები გააკვირვა.
7. 1993 წლის 6 ოქტომბერი – ჯორდანი მოთამაშის კარიერის დასრულებას ადასტურებს
8. ჯორდანის დაბრუნება 45-ნომრიანი მაისურით
9. 1996 წელს „სიეტლთან“ გამარჯვების შემდეგ
10. ჯორდანი გუნდის შემადგენლობაში, რომელიც დედამიწაზე მულტფილმების მომავლისთვის იბრძვის
11. 1997 წელი, „იუტა ჯაზთან“ სერიის მეხუთე მატჩში. სკოტი პიპენი მაიკლ ჯორდანს, რომელმაც 38 ქულა დააგროვა და მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო, მოედნის დატოვებაში ეხმარება
12. მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტის წინააღმდეგ
13. სროლა, რომელიც ჯორდანის კარიერაში ბოლო უნდა ყოფილიყო – მაიკლმა ბრაიან რასელი მოიშორა და „იუტა ჯაზთან“ ფინალური სერია მოიგო
14. „ჩიკაგო ბულზი“ თავის ყველა ტიტულით
15. ჯორდანის სიტყვა მისი დიდების დარბაზში შეყვანის შემდეგ
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა ნიკ იანგმა განაცხადა, რომ კობი ბრაიანტი მიაკლ ჯორდანზე უკეთესო კალათბურთელია.
„კობი პირველია, ჯორდანი – მეორე. ეს ჩემი აზრია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბრაიანტი ჩემი თანაგუნდელია. ვინც მიცნობს, იცის, რომ ამას აქამდეც ვამბობდი.
მეგობრებთან ამ თემაზე ხშირად ვკამათობთ. ვიტყვი, რომ რაღაც ეტაპზე ჩემთვის ტრეისი მაკგრეიდი „მამბაზე“ უეკთესი იყო. თუმცა ამ ადამიანთან ხუმრობა არ შეიძლება“, – დაწერა იანგმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.