ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურში „მალაგამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
უკვე მე-17 წუთზე კრიშტიანუ რონალდუ მეტოქის მარცხენა ფლანგიდან სწრაფად დაიძრა და ქარიმ ბენზემას მიმართულებით პასი გააკეთა, რომელმაც ველინგტონი მოიშორა და ზუსტი დარყმის შესრულებაც შეძლო – 0:1. შემდგომ, მადრიდელთა უდავო უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა რამდენიმე მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. სახიფათო მომენტებით სტუმრებიც გამოირჩეოდნენ, რომელთაც მეორე ნახევარში თავისი უპირატესობის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი შანსი „სამეფო კლუბმა“ 82-ე წუთზე მიიღო, როდესაც თავი გარეთ ბეილმა გამოიჩნა – 0:2. ოთხ წუთში ისკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად, თავისი გუნდი დარჩენილ დროში უმცირესობაში დატოვა, რითაც „მალაგამ“ ისარგებლა. დამატებითი დროის მეორე წუთზე როკი სანტა კრუზმა მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება გამოიყენა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.
საბოლოოდ, 1:2 და პრიმერა დივიზიონის ლიდერმა 33 ქულა დააგროვა.
„მალაგა“ – „რეალი“ 1:2
გოლები: სანტა კრუზი 90+2 – ბენზემა 17′, ბეილი 82′
„მალაგა“: კამენი, როსალესი, სერხიო სანჩესი (ანხელერი 66′), ველიგტონი, ბოკა, დარდერი, რასიო (ხუანპი 77′), სამუელ სანჩესი, დუდა (ორტა 64′), სამუ კასტილიეხო, სანტა კრუზი
„რეალი“: კასილიასი, კარვახალი (ვარანი 84′), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო, კროოსი, ისკო, როდრიგესი, ბეილი (ჩიჩარიტო 89′), რონალდუ, ბენზემა (ილიარამენდი 72′)
გაფრთხილებები: დარდერი, ველინგტონი – კროოსი, მარსელი, ისკო
გაძევება: ისკო 86′