“ლივერპულის” მცველი მამადუ სახო დაშავდა.
26 წლის ფრანგ ფეხბურთელს აქილევსის მყესის ტრავმის რეციდივი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, სახოს მომჯობინებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. შესაბამისად, ფრანგი მცველი ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.
ცნობისთვის, ჩემპიონატის პირველ ტურში “ლივერპული” ლონდონის “არსენალს” ეწვევა. შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართება.
მამადუ სახომ პრემიერლიგის გასულ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.