“მანჩესტერ იუნაიტედი” “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ – შეხვედრის საუკეთესო თერთმეტეული (ფოტო)

დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე მანჩესტერული დერბი გაიმართება – “იუნაიტედი” “სიტის” დაუპირისპირდება. ექსპერტებმა ამ შეხვედრაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს, რომელშიც მასპინძელთა 5 და სტუმართა 6 სპორტსმენი მოხვდა.

დე ხეა; შოუ, სთოუნსი, ბაილი, სანია; სილვა, ფერნანდინიო; სტერლინგი, პოგბა, დე ბრუინი; იბრაჰიმოვიჩი.

პეპ გვარდიოლა: “ზლატანს დიდ პატივს ვცემ”

“მანჩესტერ სიტის” ბოსმა, პეპ გვარდიოლამ მოახლოებულ “მანჩესტერულ დერბიმდე” დრო გამონახა და მისი მეტოქის ერთ-ერთ ლიდერზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

“ზლატანს ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ყველაფრის გამო, რაც მას ფეხბურთისთვის აქვს გაკეთებული.

ის ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის. ასეთი ფეხბურთელები კი გუნდში მოსვლისთანავე ახდენენ გავლენას მასზე. საუკეთესო ფეხბურთელები ახალ ჩემპიონატებს ძალიან ადვილად ეჩვევიან.”

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერში” მოსვლის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა 4 გოლის გატანა მოახერხა ჟოზე მოურინიოს გუნდის მაისურით.

იბრაჰიმოვიჩი: “მოურინიოს და მე გამარჯვებულის მენტალიტეტი გაგვაჩნია!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მის ახლანდელ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ მას, “ინტერის” დროიდან მოყოლებული, ძალიან კარგად იცნობს; ორივეს ერთად წარმატებების მიღწევა არ გაუჭირდებათ, რადგან გამარჯვებული მენტალიტეტი აქვთ.

“დიდი ხანია, ჟოზეს ვიცნობ. ვიცი, რა უნდა მას და რის ხარჯზე ცდილობს  კონკრეტული მიზნის მიღწევას.”

“მას და მე გამარჯვებულის მენტალიტეტი გაგვაჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტსა და სიტუაციაში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მაქსიმუმს – გამარჯვებას მივაღწიოთ.”

“წარსულში მეც ბევრ რამეს ვიგებდი და ისიც. ჩვენ ერთად 2009 წელს სერი ა-ს თასი აღვმართეთ.”

“ის უძლიერესი მწვრთნელია; ყველგან, რა დონის ფეხბურთელებიც არ უნდა ჰყავდეს, ყოველთვის წარმატება სურს. ამის დასტურია “პორტო”  – მან არც თუ ისე ძლიერი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო.”

“ჟოზე ძალიან პირდაპირია. ის არასდროს საუბრობს ვინმეს ზურგს უკან. ამ თვისებას მასში ვაფასებ!” – განაცხადა იბრამ სეუ ჟოზეზე.

რეშფორდმა 21-წლამდელთა ნაკრებში თავისი დებიუტი ჰეთ-ტრიკით აღნიშნა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, მარკუს რეშფორდმა გუშინ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ინგლისის ნაკრების მომდევნო მატჩებში ძირითადის ადგილი გაენაღდებინა – 21-წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი რეშფორდმა ჰეთ-ტრიკით აღნიშნა.

მართალია, რეშფორდი ევრო 2016-ზე იღებდა მონაწილეობას, თუმცა სემმა ის კვირას, სლოვაკეთთან გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა, რომელიც ინგლისელებმა გაჭირვებით, 0-1 მოიგეს.

18 წლის რეშფორდი კი ნორვეგიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა. რეშფორდმა გოლები 29-ე, 66-ე და 72-ე წუთებზე გაიტანა, ინგლისმა კი ანგარიშით 6-1 მოიგო.

Sky Sports: ტურეს გადაბირება ორ ინგლისურ კლუბს სურს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მიერ დაწუნებული ნახევარმცველის, იაია ტურეს მიმართ ინტერესი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ხელმძღვანელებმა გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ აფრიკელ ფეხბურთელს საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს “მანჩესტერ სიტის” ახალ მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან – პრემიერ ლიგაში 3 ტური ჩატარდა, თუმცა იაიას დებიუტი ახალ სეზონში ჯერ არ შემდგარა.

ყველაფერთან ერთად, “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა ტურე ჩემპიონთა ლიგის 23-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.

ამ ყველაფრის შემდეგ, კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის აგენტმა, დიმიტრი სელუკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის გადაბირებით რამოდენიმე ინგლისური და ამერიკული კლუბია დაინტერესებული. Sky-ს ცნობით, ინგლისურ კლუბებში სელუკმა სწორედ “მანჩესტერი” და “არსენალი” იგულისხმა.

“ლივერპულის” სამიზნე პულიშიჩი: “ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან მიყვარდა “

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, კრისტიან პულიშიჩმა, რომლის გადაბირებასაც საკმაოდ აქტიურად ცდილობს ინგლისური “ლივერპული”, აღიარა, რომ ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარი იყო.

“ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი ფანი ვიყავი. მიყვარდა “მანჩესტერისა” და რუნის თამაშისთვის თვალის დევნება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო.

რუნის განსაკუთრებული კავშირი აქვს ფეხბურთთან, რაც ძალზედ იშვიათია. სწორედ ეს მიყვარდა მასში.” – განაცხადა 17 წლის ფეხბურთელმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულში პულიშიჩის კონკურენტთა სიას ძალიან ძლიერი ფეხბურთელები დაემატნენ მარიო გიოტცეს, ანდრე შურლეს, ემრე მორისა და უსმან დემბელეს სახით.

სქოულზმა პრემიერ ლიგის 3 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა – სამივე “სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა მოახლოებულ მანჩესტერულ დერბიმდე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების სტატუსს სერხიო აგუერო, კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა იმსახურებენ.

“ევროპულ ჩემპიონატებს შორის ესანეთის ლიგას გამოვარჩევდი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალებში მათ 6 წარმომადგენელი ჰყავდათ, სულ კი 16 გუნდი იყო. კლუბების თითქმის ნახევარი ესპანური იყო. პრემიერ ლიგიდან კი მხოლოდ 2 გუნდი იყო.

ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან. პრემიერ ლიგას არ ყავს საუკეთესო მოთამაშეები, თუ არ ჩავთვლით კუნ აგუეროს, კევინ დე ბრუინსა და დავიდ სილვას. ყველა დანარჩენი სხვა ქვეყნებშია გაფანტული.

საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, “ბაიერნში” ან “იუვენტუსში” თამაშობენ. ჩვენ დიდ ფეხბურთელებთან გვაკავშირებენ – გარეთ ბეილი უმაღლესი დონის ფეხბურთელია – თუმცა მათ გადაბირებას ვერ ვახერხებთ. ვეღარ ვახერხებთ. ლიონელ მესი აქ არასდროს მოვა, ისევე როგორც ნეიმარი.”

მანჩესტერულ დერბის მარკ კლატენბურგი განსჯის

მარკ კლატენბურგს ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩის, მანჩესტერული დერბის განსჯა დაავალეს.

პეპ გვარდიოლა თავის გუნდს “ოლდ ტრაფორდზე”, ჟოზე მოურინიოს “წითელ ეშმაკებთან” სათამაშოდ 10 სექტემბერს ჩაიყვანს. მატჩის შემდეგ კი, ორიდან რომელიმე მანჩესტერული გუნდი დაკარგავს 100-პროცენტიან შედეგს ახალ სეზონში.

კლატენბურგს, რომელმაც 2015-16 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ევრო 2016-ის ფინალი განსაჯა, დახმარებას ჯეიკ კოლინსი, სტივი ბენეტი და მაიკ დინი გაუწევენ.

Tuttosport: ლიხშტაინერი ტურინის დატოვებას აპირებს, “იუვენტუსი” – დარმიანის გადაბირებას

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მატეო დარმიანის მეშვეობით აპირებენ სტეფან ლიხშტაინერის ჩანაცვლებას, რომელსაც მილანურ “ინტერში” უნდა კარიერის გაგრძელებას. ამ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ლიხშტაინერსა და “იუვეს” კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით აკავშირებს, ეს კი მაშინ, როცა ალეგრი შვეიცარიელ მცველს ძირითად შემადგენლობაში არ განიხილავს. ასე რომ, სტეფანს წასვლის მიზეზი ნამდვილად აქვს.

რაც შეეხება 26 წლის მატეო დარმიანის, მას ჟოზე მოურინიოს თავკაცობით უწევს თამაში. თუმცა, პორტუგალიელ სპეციალისტს ახალ სეზონში მისთვის შანსი ჯერ არ მიუცია.

სავარაუდოდ, აღნიშნული ტრანსფერები იანვრის თვეში განხორციელდება.

დიეგო ფორლანი: “მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი”

ვეტერანმა ურუგვაელმა ფორვარდმა, დიეგო ფორლანმა აღიარა, რომ ზაფხულში რამოდენიმე ინგლისური კლუბისაგან მიიღო შემოთავაზება თუმცა, მან თითოეული მათგანი უარით გაისტუმრა.

“ზაფხულში რამოდენიმე შემოთავაზება მივიღე ინგლისური კლუბებიდან. მაგრამ, ისინი უარით გავისტუმრე, რადგანაც ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელშიც ვითამაშებ “მანჩესტერ იუნაიტედია”.

“მანჩესტერს” ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანტონი მარსიალი, უეინ რუნი და მარკუს რეშფორდი რომ არ ყოლოდა, დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი მათ, თუნდაც იჯარის წესით.”

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ყველაზე ცუდი 11 მოთამაშე

პრემიერ ლიგის მესამე ტური გუშინ დასრულდა. Goal.Com-ი გვთავაზობს ამ ტურში გამართული შეხვედრების ყველაზე ცუდი 11 მოთამაშის სიას.

მეკარე: პიკფორდი.

მცველები: უორდი, აიალა, ამატი, ელ მოჰამადი.

ნახევარმცველები: მარნი, ტორე, ერიქსენი, მარეზი.

შემტევები:  მარსიალი, ლორენტე.

cats

პრემიერ ლიგა: III ტურის საუკეთესო თერთმეტეული

გუშინ პრემიერ ლიგის მესამე ტური დასრულდა. ლიდერებმა, “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ-იუნაიტედმა” და “ჩელსიმ” კვლავ მოახერხეს გამარჯვება და 9-9 ქულით პირველ სამ ადგილს იკავებენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია “ლესტერ სიტის” პირველი მოგებახც მიმდინარე სეზონში. მოკლედ, საინტერესო მატჩები გამოვიდა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის 11 საუკეთესო მოთამაშის სიას გვთავაზობს.

მეკარე: გივენი.

მცველები: შოუ, ბლინდი, დევისი, ვალენსია.

ნახევარმცველები: სილვა, ფერნანდინიო.

შემტევები: აზარი, ვილიანი, სტერლინგი, ვარდი.

cats