“ნიცა” მემფის დეპაის არენდით აყვანას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, შესაძლოა, კარიერა სასფრანგეთის ლიგა 1-ში, კერძოდ კი “ნიცას” რიგებში გააგრძელოს.

Nice-Matin-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა მიზნად მემფისის არენდის წესით აყვანა განიზრახეს.

ფრანგულ კლუბის ინტერესებში ისიც შედის, რომ მემფისის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს არ აღემატებოდეს. “წითელი ეშმაკები” ფრანგთა წინადადებას უახლოეს მომავალში უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ დეპაი “ოლდ ტრაფორდზე” 2014 წლის ზაფხულში, 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

სახალისო ფოტოებში ასახული ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერა

1999-2001 – “მალმიო” – 47 მატჩი და 18 გოლი

2001-2004 – “აიაქსი” – 110 მატჩი და 48 გოლი

2004-2006 – “იუვენტუსი” – 92 მატჩი და 26 გოლი

2006-2009 – “ინტერი” – 117 მატჩი და 66 გოლი

2009-2011 – “ბარსელონა” – 46 მატჩი და 22 გოლი

2009-2010 (არენდა); 2011-2012 – “მილანი” – 85 მატჩი და 56 გოლი

2012-2016 – “პსჟ” – 180 მატჩი და 156 გოლი

2016 – – “მანჩესტერ იუნაიტედი” – 28 მატჩი და 18 გოლი

2001-2016 – შვედეთის ნაკრები – 116 მატჩი და 62 გოლი

ჟოზე მოურინიო: “ტოტენჰემი” – “ჩელსი” – წინ ორი ბრწყინვალე გუნდის დაპირისპირება გველის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, თავისი მატჩის მოგების შემდეგ (“ვესტ ჰემი” 0-2 “მანჩესტერ იუნაიტედი”) პრესასთან ტურის ცენტრალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ლონდონის “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდება.

“წინ “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირება გველის, სადაც შეიძლება, რომელიმემ წააგოს, ან ორივე გუნდმა დაკარგოს 2-2 ქულა. ასე რომ, ამ მატჩის შედეგი ჩვენს მისიაზე გავლენას არ იქონიებს – მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მატჩს, ერთმანეთს ორი ბრწყინვალე საფეხბურთო გუნდი უპირისპირდება, რომლებთაც დასასვენებლად უფრო მეტი დრო ჰქონდათ. ამიტომაც, ჩვენ გასაოცარი მატჩის მოლოდინში ვართ.” – განაცხადა მოუმ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს “ჩელსი” ლიდერობს 49 ქულით, მისი უახლოესი მეტქოე კი “ლივერპულია” 44 ქულით, რომელსაც ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ვესთ ჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. “წითელ ეშმაკებს” წარმატებისკენ სვლაში იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-15 წუთზე მეტოქის ერთ-ერთი ფეხბურთელი, სოფიან ფეგული გააძევეს მოედნიდან. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორ ენახევრის 63-ე და 78-ე წუთებზე, შესაბამისად, ხუან მატამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა, ანგარიშთ, 2:0 იმარჯვეს.

საგულისხმოა, რომ ეს მოგება “მანჩესტერისთვის” ზედიზედ მეექვსეა პრემიერ ლიგაში. ეს გუნდი 39 ქულით მე-6 ადგილზეა. ხოლო, “ვესთ ჰემს” 22 ქულა აქვს და მე-13 საფეხურზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო

 

პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ხარჯავს ყველაზე მეტს ზამთრის ტრანსფერებში?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა და კლუბებს შეუძლიათ გაყიდონ ან დაიმატონ სასურველი ფეხბურთელი. საინტერესოა, პრემიერ ლიგის რომელი კლუბები აქტიურობენ ყველაზე მეტად ამ პერიოდში…

transfermarkt.co.uk-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იანვრის თვეში ყველაზე მეტი (2003/04 წლების სეზონიდან, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოქმედებაში შევიდა) ლონდონურმა “ჩელსიმ” დახარჯა პრემიერ ლიგის გუნდებიდან – 238.45 მილიონი ფუნტი.

“არისტოკრატთა” ექს-თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ 2015 წლის იანვარში 26.35 მილიონ ფუნტად ხუან კუადრადო შეიძინა, 2013/14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი მან დაახლოებით 50 მილიონი დაახარჯა მატიჩის, მუჰამედ სალაჰისა და კურტ ზუმას ტრანსფერებს.

2011 წლის იანვარში კი კარლო ანჩელოტიმ 50 მილიონი გამოყო ფერნანდო ტორესის ტრანსფერისათვის, ხოლო 21.25 მილიონი – დავიდ ლუისისისათვის.

777777777

“დიდი ექვსეულის” დომინირება

გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ მხარჯავთა ექვსეულს “დიდი ექვსეულის” გუნდები შეადგენენ – “სიტი” მეორეზეა დახარჯული 144.59 მილიონით, რომელსაც “ტოტენჰემი” (123.22 მლნ.), “ლივერპული” (119.72 მლნ.), “არსენალი” (93.51 მლნ.) და “მანჩესტერ იუნაიტედი” (93.47 მლნ.) მოსდევენ.

ცხრილის ბოლოში კი “ბარნლი” იმყოფება, რომელმაც ბოლო 14 ზამთარში სულ რაღაც 14.29 მილიონი ფუნტი დახარჯა. “ვესტ ბრომმა” – 15.44 მილიონი.

გაყიდული ფეხბურთელები

მართალია, “ჩელსი” ყველაზე მეტს ხარჯავს ზამთარში, მაგრამ ამის უფლებას “არისტოკრატებს” ის ფაქტიც აძლევთ, რომ სეზონის ამ პერიოდში ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი ფული სწორედ მათ ხაზინაში შედის.

2003/04 წლებიდან მოყოლებული, “ლურჯებმა” 150.94 მილიონი იშოვეს ზამთარში. ლონდონელებს “ლივერპულელები” მოსდევენ მიღებული 92.67 მილიონი ფუნტით. შემდეგ კი “ტოტენჰემი” (54.90 მლნ.) და “სუონსი” (46.46 მლნ) მოდიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე დადასტურებულია ოსკარის ტრანსფერი, რომლის წყალობითაც აბრამოვიჩის ყულაბა კიდევ 60 მილიონი ფუნტით უნდა გამდიდრდეს, ეს კი “ლურჯებს” კიდევ უფრო დააწინაურებს ზემოთაღნიშნულ სიაში.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ატლეტიკოს” 145 მილიონიან დუეტს დაუმიზნა

The Times-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა მიზნად “როხიბლანკოს” ვარსკვლავების, ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გადაბირება დაისახეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა მადრიდულ კლუბთან ახლახან გაახანგრძლივეს კონტრაქტები. ორივე მათგანის გამოსასყიდად საჭირო თანხა კი 145 მილიონ ფუნტს უტოლდება.

მიუხედავად ასტრონომიული რაოდენობის თანხისა, ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ კლუბის წარმატებისათვის ისეთი ფეხბურთელების ყოლა, როგორებიც ისინი არიან, აუცილებელია.

მოურინიო: “მარსიალმა მე უნდა მომისმინოს და არა თავის აგენტს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ფრანგ შემტევზე, ანტონი მარსიალზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ახალგაზრდა ფორვარდი მას მოუსმენს, ყველაფერი გამოუვა და არც კლუბის დატოვება მოუწევს.

“მარსიალს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ დონის მოთამაშე გახდეს. ის თამაშობს, ქმნის შანსებს, გოლები გააქვს, ბოლომდე იბრძვის. ყველაფერთან ერთად პოზიტიურიც არის.

მარსიალმა მე უნდა მომისმინოს და არა თავის აგენტს. ვარჯიშებზე უნდა დამიჯეროს, ჩემს მიერ მიცემული თითოეული შენიშვნა გაითვალისწინოს და გამოასწოროს.

გაზეთებში ყოველდღე ვხედავ სტატიებს სათაურებით: “მარსიალი “სევილიაში” მიდის”, “მარსიალს ანათხოვრებენ”, “ანტონი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.” თუ ის მე დამიჯერებს, ყველაფერი გამოსწორდება.”

ერიკ ბაილი: “მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა მცველმა, ერიკ ბაილიმ, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” “ვილიარეალიდან” გადაბარგდა, აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიო საუკეთესოა თავის საქმეში.

“ის დიდებული მწვრთნელია, მსოფლიოში საუკეთესოა. მასთან ერთად მუშაობა და მისგან სწავლა დიდი პატივია ჩემთვის და ამით დიდ სიამოვნებასაც ვიღებ.

აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ “იუნაიტედში” კიდევ დიდი ხანი დავრჩები.

რაც შეეხება ლა ლიგას, ვთვლი, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, აქცენტი კონტაქტებსა და ძალისხმიერ ორთაბრძოლებზეა გადატანილი. იმედი მაქვს, რომ აქაურობას მალე შევეჩვევი და განვვითარდები.”

პრემიერ ლიგის რომელ ფეხბურთელებს ეწურებათ კონტრაქტები ზაფხულში?

იანვარი, ახალი წელი და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე გაიხსნება. FANEBI.COM გთავაზობთ პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელთაც კონტრაქტი მომავალ 6 თვეში ეწურებათ და რომელთა ყიდვაც სხვა გუნდებს უფრო გაუადვილდებათ.


“მანჩესტერ სიტი” – 6 ფეხბურთელი

ხესუს ნავასი – 31 წლის; იაია ტურე – 33 წლის; პაბლო საბალეტა – 31 წლის; გაელ კლიში – 31 წლის; ბაქარი სანია – 33 წლის; ვილი კაბალიერო – 35 წლის


“ჩელსი” – 4 ფეხბურთელი

ჯონ ობი მიკელი – 29 წლის; ბრანისლავ ივანოვიჩი – 32 წლის; ჯონ ტერი – 36 წლის; ედუარდო – 34 წლის


“არსენალი” – 3 ფეხბურთელი

სანტი კასორლა – 32 წლის; პერ მერტესაკერი – 32 წლის; იაია სანოგო – 23 წლის


“ლივერპული” – 2 ფეხბურთელი

ლუკას ლეივა- 29 წლის; ალექს მანიგერი – 39 წლის


“ვესტ ჰემი” – 2 ფეხბურთელი

ალვარო არბელოა – 33 წლის; ადრიანი – 29 წლის


“მანჩესტერ იუნაიტედი” – 1 ფეხბურთელი

მაიკლ კერიკი – 35 წლის


“ლესტერ სიტი” – 1 ფეხბურთელი

მარსინ ვასილევსკი – 36 წლის


“ტოტენჰემი” – არც ერთი


ეს კი ზოგადად, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახლავთ, რომლებიც იმ ფეხბურთელებისგანაა შედგენილი, რომელთაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ.

“სევილია” მარსიალის არენდით აყვანას აპირებს

ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელების რადარზე “მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი შემტევი, ანტონი მარსიალი გამოჩნდა.

RMC Sport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “სანჩეს პისხუანის” ბინადრები მზად არიან, მარსიალი არენდით აიყვანონ და ხელფასი თავად გადაუხადონ.

წყაროს ცნობით, ბრიტანულ გრანდსა და ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა ესპანური კლუბის სპორტული დირექტორი, მონჰი, მას შემდეგ რაც მან თანხმობა გუნდის თავკაცისაგან, ხორხე სამპაოლისაგან მიიღო.

თუმცა, ძალზედ საეჭვოა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მარსიალს კლუბის დატოვების უფლება მისცეს, მიუხედავად იმისა,რომ 21 წლის ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო ვერ ეძლევა.

განელ ვარსკვლავს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს თამაში

განას ეროვნული ნაკრების ფორვარდს, სამუელ ტეტეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა “მანჩესტერ იუნაიტედშიც” სურს.

20 წლის ტეტე, რომელმაც უკვე მოასწრო ნაკრების მაისურით 7 მატჩის ჩატარება და ერთი გოლის გატანა, ამჟამად ავსტრიის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე კლუბშია განათხოვრებული “რედ ბულ ზალცბურგიდან”.

“ინგლისში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. მე “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ვარ. ამ კლუბზე მეტად არცერთი სხვა კლუბი არ მიყვარს. მათ რიგებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

ყველაფერი მომწონს, რაც ამ კლუბს უკავშირდება. მათი მაისურით თამაში ჩემი მთავარი მიღწევა იქნება.” – განაცხადა ტეტემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში განელებს აქამდეც უთამაშიათ – მაიკლ ესიენი, ასამოა გიანი და კევინ-პრინც ბოატენგი.

“მანჩესტერმა” “სანდერლენდი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-18 ტურში “ოლდ ტრაფორდს” დევიდ მოიესი დაუბრუნდა, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე წვრთნიდა “წითელ ეშმაკებს” (სანამ მას ვან გაალი ჩაანაცვლებდა).

მოიესი “ოცნებების თეატრს” აუტსაიდერის რანგში ეწვია. ბუკმეკერები მოლოდინები გამართლდა და მანჩესტერელებმა მატჩში იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

შედეგად, ჟოზეს გუნდებმა კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში და ახლა 33 ქულით მე-6 პოზიციას იკავებენ. “სანდერლენდი” კი 14 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება. “შავი კატები” მომდევნო ტურში “ბარნლის” ეწვევიან, “ეშმაკები” კი “მიდლსბროს” უმასპინძლებენ.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ბლინდი, როხო, ჯონსი, ვალენსია; პოლ პოგბა, კერიკი, ანდერ ერერა (ფელაინი 84′); ლინგარდი (მხითარიანი 62′), იბრაჰიმოვიჩი, მატა

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“სანდერლენდი”: პიკფორდი; ჯონსი, კონე, ჯილობოჯი, ვან ანჰოლტი; ლარსონი, დენაიერი, დონგი; ანიჩებე, ბორინი, დეფო

მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: ბლინდი 39′ იბრაჰიმოვიჩი 82′ მხითარიანი 86′ – ბორინი 90+1