“მანჩესტერ იუნაიტედი” იბრაჰიმოვიჩს მწვრთნელის პოზიციას შესთავაზებს

Daily Star-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის სამწვრთნელო პოზიციაზე დანიშვნის შესაძლებლობის მიცემას აპირებენ.

როგორც იცით, 35 წლის შვედ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხანმოკლე კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც წლის ბოლოს იწურება, ჟოზე კი მისი გაშვების წინააღმდეგი გახლავთ.

ჟოზე მოურინიოს სურს ზლატანმა ერთდროულად მწვრთნელისა და ფეხბურთელის როლი მოირგოს, რაც ფეხბურთში უცხო რამ ნამდვილად არ არის.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ იბრაჰიმოვიჩმა “ოლდ ტრაფორდზე” გადმოსვლის შემდეგ 11 პრემიერ ლიგურ გოლს მოუყარა თავი – მას ორჯერ უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე კლუბის რომელიმე სხვა ფეხბურთელს.

გარი ნევილი: “ზლატანი ფიქრობს, რომ ღმერთია – “მანჩესტერ იუნაიტედს” ეს სჭირდებოდა”

გარი ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ზაფხულში განხორციელებული სვლები მოიწონა და აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდულ” კლუბს სწორედ ისეთი ხასიათის ფეხბურთელები ჰყავს, როგორიც სჭირდებოდა.

“იმ ფეხბურთელთა პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც კლუბმა წელს დაიმატა, გაცილებით განსხვავდება იმ ფეხბურთელთა თვისებებისაგან, რომლებსაც ისინი ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე იმატებდნენ.

ჩემი გადმოსახედიდან, კლუბი ახლა გაცილებით უფრო სწორ გზას ადგას. ამ კლუბს ცოტათი ამპარტავანი ფეხბურთელებიც ესაჭიროება, ისეთები, როგორებიც პოგბა და ზლატანი არიან.

როდესაც “ოლდ ტრაფორდზე” მივდივარ და “იუნაიტედის” მაისურს ვხედავ, მისგან ქედმაღლობას, თვითრწმენასა და მოულოდნელობას ველი. ამ სტადიონზე მოსაწყენად არ უნდა დავდიოდეთ, ახალ სეზონში ვხედავ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ბოლო წუთამდე გვასიამოვნონ.” – განაცხადა მან.

“ვესტ ბრომვიჩი” მზადაა, შნეიდერლინში 18 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლინი “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, “ოლდ ტრაფორდზე” ჟოზე მოურინიოს გამოჩენის შემდეგ, ფრანგ ნახევარმცველს საკმარისი სათამაშო დრო აღარ ეძლევა. მან პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

რამდენადაც იანვარში მისი “წითელი ეშმაკების” რიგებიდან გასვლა ძალზედ მოსალოდნელია, “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ახლავე შეეთავაზებინებინათ 18 მილიონი ფუნტი მის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მორგანს გარკვეული დროის მანძილზე მერსესაიდულ “ევერტონთანაც” აკავშირებდნენ.

“ვესტ ჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელებს დაუმიზნა

ბრიტანული the Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ თვალი “წითელ ეშმაკთა” ფორვარდებს (მარკუს რეშფორდი და ანტონი მარსიალი) დაადგა.

“ჩაქუჩებს”, რომლებიც სულ რაღაც 7 ქულით არიან დაშორებული გასავარდნ ზონას, დიდი სურვილი აქვთ ისეთი ფეხბურთელის გადაბირებისა, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში ბევრი გოლის გატანასა და მატჩის ბედის ერთი დარტყმით გადაწყვეტას შეძლებს.

როგორც იცით, სლავენ ბილიჩის სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს მიში ბატშუაი იკავებდა. თუმცა, “არისტოკრატებმა” ბელგიელთან იანვრის თვეში განშორებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

ამასობაში, მარსიალი და რეშფორდი “ოლდ ტრაფორდზე” სათამაშო პრაქტიკის უქონლობით იტანჯებიან, რისი გამოსწორებაც “ოლიმპიურ სტადიონზე” გადასვლით შეიძლება.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვესტ ბრომვიჩი” ზლატანის გოლებით დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩს “ვესტ ბრომვიჩისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება წარმოადგენდა (გამომდინარე სატურნირო მდგომარეობიდან).

აღნიშნული დაპირისპირება “მანჩესტერელთა” უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. მატჩის გმირად “წითელ ეშმაკთა” შვედი ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოგვევლინა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

შედეგად, 17 ტურის შემდეგ “ოლდ ტრაფორდელებს” 30 ქულა დაუგროვდათ, რაც მხოლოდ მე-6 ადგილის დაკავებისათვისაა საჭირო, “ვესტ ბრომი” კი მე-7 პოზიციას იკავებს 23 ქულით.

პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ტონი პულისის გუნდი “ემირეიტსს” ეწვევა, ჟოზეს გუნდი კი “სანდერლენდს” მიიღებს.


“ვესტ ბრომვიჩი”: ფოსტერი; ნიომი, ოლსონი, მაკკაული, დოუსონი (მორისონი 74′); იაკობი, ფლეტჩერი; ფილიპსი, შადლი, ბრანტი; რონდონი

მთავარი მწვრთნელი: ტონი პულისი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; ანდერ ერერა, კერიკი, პოლ პოგბა; ლინგარდი (რეშფორდი 77′), იბრაჰიმოვიჩი, რუნი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 5′, 56′


პოლ პოგბამ პრემიერ ლიგაში ბურთი ყველაზე მეტჯერ დაკარგა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა, რომლის მოვალეობასაც ბურთის შენარჩუნებაც შეადგენს, ახალ სეზონში ბურთი 50-ჯერ დაკარგა მისი ცუდად მიღების გამო – მეტჯერ, ვიდრე პრემიერ ლიგის სხვა რომელიმე ფეხბურთელმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “წითელ ეშმაკთა” მხრიდან მხოლოდ მეკარეს, დავიდ დე ხეას აქვს უფრო მეტი წუთი ნათამაშები პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონში, ვიდრე პოგბას.

თუმცა, ამ სამარცხვინო სტატისტიკამ მას ხელი არ შეუშალა და პრემიერ ლიგის მე-16 ტურის გმირი გახდა (“მანჩესტერ იუნაიტედისთვის”), მოახერხა ეს რა “კრისტალ პალასთან” მოგებულ მატჩში (1-2) საკუთარ აქტივში გოლისა და საგოლე გადაცემის ჩაწერაით .

ბურთი კი ყველაზე მეტჯერ, 55-ჯერ “კრისტალ პალასის” ვინგერს, უილფრედ ზაჰას აართვეს. თუმცა მისი გამართლება იმ ფაქტითაც შეიძლება, რომ სწორედ მას აქვს დრიბლინგის ყველაზე მეტი, 115 მცდელობა პრმემიერ ლიგაში.

დიბალა აღიარებს: “პოგბას “იუვენტუსი” ენატრება”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა ფორვარდმა, პაულო დიბალამ აღიარა, რომ მის ექს-თანაგუნდელს, პოლ პოგბას სერია ა-ს ჩემპიონი, “იუვენტუსი” მოენატრა.

როგორც იცით, ფრანგმა ნახევარმცველმა ტურინი რეკორდული თანხის სანაცვლოდ დატოვა ზაფხულში და გადაბარგდა კლუბში, რომელმაც ის 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით “მოიშორა”.

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტებთან საუბრისას, დიბალამ განაცხადა: “პოგბასთან კვლავ ვსაუბრობთ. ძალიან გვენატრება მისი შესაძლებლობები მოედანზე და ხუმრობები – გასახდელში.

მასაც ვენატრებით ჩვენ. უბრალოდ, დააკვირდით ჩვენს პოზიციას ლიგაში და შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედისას.”

“აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი მანჩესტერში ჩაფრინდა

ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დაიშოუნ რედანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებისკენ.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, 15 წლის ფეხბურთელი უკვე მანჩესტერში იმყოფება, სადაც მან შეხვედრა უნდა გამართოს “წითელი ეშმაკების” წარმომადგენლებთან.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა (თებერვლის თვეში გახდება 16 წლის), რედანმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებსა და “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდში, სადაც ის რვა წლის ასაკიდან ასპარეზობს.

ცენტრალური თავდამსხმელის, ან ვინგერის პოზიციაზე თამაშით რედანმა საკმაოდ დიდი რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა. სწორედ ამით მიიქცია მან პრემიერ ლიგელი გიგანტების ყურადღება.

მოურინიო მხითარიანის ტრავმაზე: “სერიოზული არაფერია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ დღევანდელი მატჩის (“მანჩესტერ იუნაიტედი” 1-0 “ტოტენჰემი”) მთავარი გმირის, ჰენრიკ მხითარიანის ტრავმაზე ისაუბრა.

როგორც იცით, სომეხმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში 29-ე წუთზე გახსნა ანგარიში, რითიც ის პირველი სომეხი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბრიტანეთის უმაღლეს ჩემპიონატში მოახერხა გოლის გატანა. 85-ე წუთზე, როუზთან შეჯახების შემდეგ კი მისი საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.

“რეალის”, “ჩელსისა” და “ინტერის” ექს-თავკაცმა მატჩის შემდეგ განაცხადა:”სავარაუდოდ, მომავალ მატჩში ის არ იქნება, მაგრამ ერთი შეხედვით, სერიოზული არაფერია.

იმედი მაქვს, რომ მიკი “ბოქსინ დეიმდე” დაგვიბრუნდება.”

ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰენრიკ მხითარიანმა მოაგებინა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “მანჩესტერ იუნაიტედს” მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემი” ეწვია.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ჰენრიკ მხითარიანის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სომეხმა ფეხბურთელმა, მატჩის მეორე ტაიმში დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მოპოვებული 3 ქულის წყალობით, “წითელმა ეშმაკებმა” მე-6 ადგილის შენარჩუნება მოახერხეს, მსგავსად “მამლებისა”, რომელიც 27 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დარმიანი, მარკუს როხო, ჯონსი, ვალენსია; კერიკი, ანდერ ერერა (ფელაინი 90+6′); მარსიალი ( რეშფორდი 72′), პოგბა, მხითარიანი; იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; უოკერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, როუზი; ვანიამა, დემბელე (უინკსი 67′); ერიქსენი (ნ’კუდუ 83′), ალი სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


დივოკ ორიჯი: “ერთ დროს ჩემს გადაბირებას “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ცილობდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ბელგიელი შემტევი, დივოკ ორიჯი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წარსულში მას მიუნხენის “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგების საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა.

“ყველაფერი 16-წლამდელთა ნაკრებიდან დაიწყო, სადაც ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. შემდეგ “ლილს” ვესტუმრე, სადაც ედენ აზარმა უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა.

ჩემმა გულმა მითხრა: “ახლავე წადი “ლილში”. მახსოვს, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ მამაჩემმა მითხრა (სამზარეულოდან): “არჩევანი შენზეა, ისე მოიქეცი, როგორც გინდა” მე კი “ლილი” ავირჩიე.

2014 წელს კი თითქმის ყველგან მეპატიჟებოდნენ. ჩემით დაინტერესებული “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნიც” იყო სხვა კლუბებთან ერთად, მაგრამ ბოლოს მაინც “ლივერპულში” მოვედი.

როდესაც მოვედი, ყველამ იცოდა ჩემი სახელი, იცოდნენ ვინ ვიყავი, რაც მახარებდა. მათ იცოდნენ ჩემი შესაძლებლობებისა და ღირებულებების შესახებ, მე კი კლუბის ფილოსოფია მომწონდა და ვრწმუნდებოდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი.”

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ტოტენჰემი”: გუნდების სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

ხვალ, პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” შეერკინებიან.

Goal.Com-ი გუნდების სიმბოლურ შერეული შემადგენლობას გვთავაზობს.

ლორისი, როუზი, ვერტონგენი, ბაილი, უოქერი, პოგბა, დემბელე, ალი, სონი, იბრაჰიმოჩი, კეინი.