როჯერსი: “ბევრი ფული რეშფორდზე ცუდად მოქმედებს”

“ლივერპულის” ყოფილმა და “სელტიკის” ამჟამინდელმა თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა პრესასთან მარკუს რეშფორდსა და ინგლისური ფეხბურთის მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.

“ფული ფეხბურთელისთვის დიდებული რამ არის, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი ფული ფეხბურთელის რეგრესის გამომწვევი მიზეზიც ხდება. როდესაც რეშფორდს ვუყურებ, რომელიც დიდი, ძალიან დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია და ამის ფონზე სათამაშო დროის მიღება უჭირს, ვრწმუნდები, რომ ზოგჯერ ფული შენს წინააღმდეგაც მოქმედებს.

პრემიერ ლიგაში ყოფნისაას, ჩემს დაქვემდებარებაში არსებულ ფეხბურთელთა 70 პროცენტს ლეგიონერები შეადგენდნენ. ინგლისში ძალიან ბევრს ნიშნავს ფაქტი, რომ გუნდში ადგილობრივი ვარსკვლავი გყავს, თუმცა მას სათამაშო დროს ვერ აძლევ.

ესპანეთში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ესპანეთიდან ფეხბურთელები საზღვარგარეთ გადიან, რითიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი შანსი ეძლევათ. იგივე სიტუაციაა გერმანიაშიც, გერმანელთა პროგრესი ბოლო ათწლეულში სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებამ გამოიწვია.”

ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ელის

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედ ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ელის “ევერტონის” მცველისთვის, სეიმუს კოულმენისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის გამო.

როგორც იცით, აღნიშნული ეპიზოდი მატჩის ვერცერთმა არბიტრმა ვერ შეამჩნია და შესაბამისად “მანჩესტერის” ვარსკვლავიც არ გაუფრთხილებიათ. მაგრამ, შესაძლოა, ამან იბრაჰიმოვიჩს სასჯელი მაინც ვერ ააცილოს თავიდან, რადგანაც საქმე უკვე გადაეცა პრემიერ ლიგის სადისციპლინო კომიტეტს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ეპიზოდიდან დაახლოებით 15 წუთის გასვლის შემდეგ, კოულმენი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ირლანდიელი ფეხბურთელი მატჩის 67-ე წუთზე ჰოლგეიტმა შეცვალა.

იბრაჰიმოვიჩმა “წითელ ეშმაკთა” რიგებში ჩატარებულ 20 მატჩში უკვე მოახერხა ხუთი ყვითელი ბარათის დაგროვება.

ვინ გახდა “მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ფეხბურთელი ნოემბრის თვეში?

ანტონიო ვალენსიას ბრწყინვალე ქამ-ბექი ოქტომბრის თვეში მიღებული ტრავმის შემდეგ, შეუმჩნეველი არ დარჩენილა “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგთათვის, რომლებმაც ვალენსია ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელეს.

ეკვადორელმა ფეხბურთელმა “წითელ ეშმაკთა” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი ხმების 39 პროცენტით დაიკავა და 7 პროცენტით გაუსწრო მაიკლ კერიკს. ზლატანი კი გულშემატკივართა 29 პროცენტმა დაასახელა საუკეთესოდ.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდის ასპარეზობას ნოემბრის თვეში, ამ პერიოდის მანძილზე ჟოზეს გუნდმა 6 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.

ვალენსიას ანგარიშზე კი ორი საგოლე გადაცემაა დაფიქსირებული – ერთი მათგანი ჯესი ლინგარდმა გამოიყენა “ფეიენოორდთან” მატჩში, მეორე კი ანტონი მარსიალმა “ვესტ ჰემთან” მატჩში.

ბაინსმა მოურინიოს ორი ქულა ხელიდან გამოგლიჯა (ვიდეო)

ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამარჯვების მოპოვება პრემიერ ლიგის მე-14 ტურშიც ვერ მოახერხა, სადაც მანჩესტერელებს მერსესაიდული “ევერტონის” წინააღმდეგ უწევდათ გალაშქრება.

ანგარიში მატჩის 42-ე წუთზე გაიხსნა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე დარტყმისა და მარტინ სტეკელენბურგის სულელური შეცდომის თანამშრომლობის საფუძველზე, რასაც მასპინძლებმა მატჩის 89-ე წუთზე, ბაინსის პენალტით უპასუხეს.

შედეგად, გუნდებმა თითო-თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში. შედეგად, ჟოზეს გუნდი 21 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს 14 ტურის შემდეგ, რონალდის – მერვეს, ოცი ქულით.


“ევერტონი”: სტეკელენბურგი; ბაინსი, მორი, უილიამსი, კოულმენი (ჰოლგეიტი 67′); კლევერლი (დეულოფეუ 65′) , ბარი, გაიე, ბოლასი; ლუკაკუ, მირალეში

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; ანდერ ერერა, მაიკლ კერიკი, პოლ პოგბა; ჰენრიკ მხითარიანი (მარუან ფელაინი 86′), იბრაჰიმოვიჩი, მარსიალი (რეშფორდი 83′)

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: ბაინსი (პ) 89′ – იბრაჰიმოვიჩი 42′


იბრაჰიმოვიჩმა სტეკელენბურგს ბურთი თავზე გადაუგდო და “მანჩესტერი” დააწინაურა! (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “ევერტონი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” უპირისპირდება.

შეხვედრის 42-ე წუთზე მარსიალმა იბრაჰიმოვიჩს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მეტოქის მეკარე სტეკელენბურგს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო

 

პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე: “თითქოს, შვებულებაში ვიყავი და სახლში დავბრუნდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ “იუვენტუსში” გატარებული ოთხი წელი, რომელმაც მას სახელი მოუხვეჭა, შვებულებაში ყოფნას შეადარა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა კი სახლში დაბრუნებას.

“იუნაიტედი” ყოველთვის ჩემს გულში იყო, ეს ჩემი სახლია. როდესაც აქაურობა დავტოვე, ვიცოდი, რომ ერთ დღეს მაინც დავბრუნდებოდი. ჩემთვის ეს ნორმალურია.

თითქოს, შვებულებაში ვიყავი და სახლში ახლახან დავბრუნდი. მართლა ასეა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ადამიანი ვარ.” – განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა “ოლდ ტრაფორდი” 2012 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მისი დაბრუნება კი ინგლისელებს 106 მილიონი ევრო დაუჯდათ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” თვალი ივან რაკიტიჩს დაადგა

საკმაოდ ცნობილი გამოცემის, Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირებითაა დაინტერესებული.

როგორც იცით, ბოლო დროს წარმოშობით ხორვატი ფეხბურთელი “ბარსას” ნახევარდაცვის განუყოფელი ნაწილი გახდა ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსთან ერთად, რაც მისი გადაბირების შანსებს ძალიან ამცირებს.

თუმცა, დენის სუარესის პროგრესმა შესაძლოა, 28 წლის რაკიტიჩის მომავალს ხელი შეუშალოს, ჟოზე მოურინიო კი მას ძირითადში გარანტირებულ ადგილს პირდება.

ასე რომ, თუ რაკიტიჩი “ბარსელონასთან” არსებულ კონტრაქტს (2019 წლამდე აკავშირებს) გაწყვეტს, მას პოლ პოგბასთან ერთად თამაშის შესანიშნავი შანსი მიეცემა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დეპაიზე პირველი შემოთავაზება მიიღო

იტალიურ გამოცემას, TuttoMercatoWeb-ს თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს პირველი ოფიციალური შემოთავაზება მემფის დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც იცით, 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დიდად ვერ ჯდება ჟოზე მოურინიოს გემოვნებაში – ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის მხოლოდ 4 მატჩში შეძლო მოედანზე გასვლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მისი ინგლისში დატოვება და არენდის წესით აყვანა სურს, რაშიც მას “რომაელები” ეცილებიან.

წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” პირველი ოფიციალური შემოთავაზება სწორედ “მგლებმა” გაუკეთეს. იტალიელები იმედოვნებენ, რომ დეპაის ხელში ჩაგდებას 25 მილიონ ევროდ მოახერხებენ (21 მლნ. ფუნტი), რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც “წითელმა ეშმაკებმა” 2015 წელს “პსვ”-ს გადაუხადეს (25 მლნ. ფუნტი).

“მანჩესტერ იუნაიტედი” იმდენად ძლიერი არაა, ოთხეულში რომ შევიდეს”

ლონდონის “ტოტენჰემის” ექს-თავკაცი, ჰარი რედნაპი თვლის, რომ ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” არ შესწევს პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრისთვის საჭირო ძალა.

რედნაპმა Betsafe-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “დროის ამ მომენტში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმარისად ძლიერი ვერ არის. ვუყურებ გუნდს და ის უბრალოდ ვერ მაიმედებს.

წელს “მანჩესტერს” ძალიან გაუჭირდება ოთხეულში მოხვედრა. სავარაუდოდ, ისინი სეზონს ტოპ ექვსეულში დაასრულებენ.”

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 13 ტურის შემდეგ “მანჩესტერი” 20 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”.

“ბაიერნის” დირექტორი: “ფანები ამას არასოდეს გვაპატიებენ”

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერელები” გააფრთხილა, რომ ისინი იგივე შეცდომის დაშვებას აღარ აპირებენ და ყველაფერს გააკეთებენ ტომას მიულერის შესანარჩუნებლად.

“გულშემატკივრები შვაინშტაიგერის წასვლამ ძალიან გაანაწყენა, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ, რომ ის უკვე 32 წლის იყო და ახალი გამოწვევებისკენ მიისწრაფვოდა.

მაგრამ თუ ახლა, ამ მომენტში ტომას მიულერსაც გავუშვებთ “მანჩსტერში”, ამას ჩვენი ფანები და გუნდის წევრები არასოდეს გვაპატიებენ.

მიულერი კრიშტიანუსაგან განსხვავებული, საპირისპიროა. ის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი. მიულერი ჩვენი დნმ-ს შემადგენელი ნაწილია.” – განცხადა ედმანდ შტოიბერმა.

ჟოზემ “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა

ჟოზე მოურინიომ ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ხელი სერიოზულად მოჰკიდა.

ჟოზე მოურინიომ, რომლის გუნდმაც კვირას გამართულ მატჩში “ვესტ ჰემის” დამარცხება ვერ მოახერხა, “ჩაქუჩებთან” საბრძოლველად საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა, რაც 5 ცვლილების განხორციელებას ითვალისწინებდა.

ჟოზემ ლუკ შოუ, მაიკლ კერიკი, უეინ რუნი, ჰენრიკ მხითარიანი და ანტონი მარსიალი გამოიძახა. 5 ცვლილება განახორციელა სლავენ ბილიჩმა, რომელმაც “მანჩესტერის” ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი ეშლი ფლეტჩერიც დააბრუნა სასტარტოში.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, შოუ; კერიკი, ერერა; მხითარიანი, რუნი, მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგო ფეხბურთელები: ხუან მატა, ლინგარდი, ბლინდი, რეშფორდი, რომერო, შნაიდერლინი, შვაინშტაიგერი.

“ვესტ ჰემი”: ადრიანი; რაიდი, ქრესველი, ფეგული, კუიატე, ობიანგი, ოგბონა, ფლეტჩერი, პაიეტი, ანტონიო, ფერნანდესი.

სათადარიგოები: რენდოლფი, ნორდტვეიტი, ლანცინი, ძაძა, ნოუბლი, კოლინსი, მასუაკუ.

პოლ პოგბა: “მანჩესტერი” დაწყევლილია!”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ იმ ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, რომელშიც “მანჩესტერი” იმყოფება, ხუმრობისთვის დრო მაინც გამონახა.

“მგონი, იმაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, ვართ თუ არა დაწყევლილი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი მოვა ჩვენთან, მაინც ჩვენ ვდომინირებთ, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს “არსენალი” თუ “ვესტ ჰემი”.

მაინც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წარმატება მოვა, რადგანაც შანსებს ვქმნით, რაც მნიშვნელოვანია. ყველაფერი თავისით მოვა. უბრალოდ პატარა დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

“ვესტ ჰემმა” გიჟური გოლი გაგვიტანა, “არსენალმაც” დეტალებში გვაჯობა. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სულელურად ვკარგავთ ქულებს, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება.”