რა უწოდა მარადონამ მიულერს

2010 წლის მარტში არგენტინის ნაკრები გერმანიასთან ამხანაგური შეხვედრის გასამართად მიუნხენს ეწვია. მატჩის შემდეგ დანიშნულ პრესკონფერენციაზე მარადონამ მიულერთან ერთად ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ “ბოლ ბოისთან” ერთად პრესკონფერენციის გამართვას არ აპირებდა. ამ ფაქტის შემდეგ მიულერს დარბაზის დატოვება მოუწია.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რომელშიც გერმანიამ არგენტინას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ანგარიში სწორედ მიულერმა გახსნა, თუმცა არგენტინელ ლეგენდას ბოდიშის მოხდა არც უფიქრია.

საინტერესოა, რომ ოთხი წლის შემდეგ მიულერს მუნდიალების ფინალურ სტადიაზე მარადონაზე მეტი გატანილი გოლი დაუგროვდა.

 

ფიფამ მარადონას VIP-ლოჟებზე შესვლა აუკრძალა

ფიფამ დიეგო მარადონას მუნდიალის დროს სტადიონების VIP-ლოჟებზე შესვლა აუკრძალა. მსოლფიო ფეხბურთის მმრათველ ორგანიზაციაში მარადონას ქცევით უმაყოფილოები ყოფილან და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უკავშირდება. საქმე იმაშია, როპმ არგენტინელი ფიფას საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს.

რამდნეიმე ხნის წინ მარადონამ პელეს და ფრანც ბეკენბაუერს იდიოტებიც კი უწოდა, რომლებიც ბლატერის მითითებებს ასრულებენ.

მარადონამ, შესაძლოა, ვენესუელა ჩაიბაროს

დიეგო მარადონა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ვენესუელის ნაკრები ჩაიბაროს. ვენესუელის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეექვსე ადგილი დაიკავა და მუნდიალზე მოხვედრა ვერ შესძლო. საინტერესოა, რომ სწორედ ვენესუელაა ერთადერთ სამხრეთამერიკული ნაკრები, რომელსაც მსოფლიო თასზე არასოდეს უასპარეზია.

“სერიოზული პროექტებით დაინტერესებული ვარ. დიახ, ვენესუელაში ჩემი დანიშნვა შესაძლებელია. მუნდიალის დასრულების შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტს შევხვდები და მრავალ საკითხთან ერთად საფეხბურთო ნაკრებზეც ვისაუბრებთ” – განაცხადა მარადონამ.

რას უკეთებს დიეგო მარადონა სხვა ადამიანს…

ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომლის მთავარი გმირი დიეგო მარადონაა.

მარადონა: “პეპე არაპროფესიონალი ფეხბურთელია”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების მცველ პეპეს “სულელი” და “არაპროფესიონალი” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (4:0), პეპემ 37-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

“პეპე ნამდვილად სულელურად მოიქცა. მართალია, პეპეს გაძევებაში დიდი როლი მიულერმაც ითამაშა, მაგრამ პორტუგალიელი პროფესიონალი ფეხბურთელივით არ მოქცეულა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ის არაპროფესიონალია”, – ამბობს მარადონა.

ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ინდივიდუალური გოლი: ქინქლაძე კვლავაც ახსოვთ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ინდივიდუარი გოლები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ათეულში ფიგურირებს ქართველი გიორგი ქინქლაძე.

10. არჩი გემილი (შოტლანდია) – ჰოლანდია

9. ტიერი ანრი (“არსენალი”) – “ტოტენჰემი”

8. სტივ მაკმანამი (“ლივერპული”) – “სელტიკი”

7. გიორგი ქინქლაძე (“მანჩესტერ სიტი”) – “საუთჰემპტონი”

6. ედი გრეი (“ლიდსი”) – “ბარნლი”

5. ჯორჯ ვეა (“მილანი”) – “ვერონა”

4. ჯორჯ ბესტი (“სან ხოსე”) – “ლაუდერდეილი”

3. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – “ხეტაფე”

2. რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “არსენალი”

1. დიეგო მარადონა (არგენტინა) – ინგლისი

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

მარადონა ფეხბურთს უბრუნდება?

53 წლის ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა შესაძლაო მოედანს დაუბრუნდეს. ფრანგული პრესის ცნობით, მარადონას ჩემპიონატის განაცხადში შეყვანა არგენტინის მეხუთე (სამოყვარულო) დივიზიონის კლუბ “რიესტრას” უნდა. გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა თხოვნით არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას.

შესაძლოა “რიესტრას” შემადგენლობაში პირველი მატჩი მარადონამ 23 მარტს “ელ პორვენირის” წინააღმდეგ გამართოს. არსანიშნავია, რომ “რიესტრას” მეპატრონე მარადონას ახლო მეგობარი ვიკტორ სტინფალეა.

დიეგო მარადონა და ლიონელ მესი – საუკეთესო დრიბლინგები

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის საუკეთესო დრიბლინგებია შესული.

ზიკომ ყველა დროის საუკეთესო 10 ფეხბურთელი დაასახელა

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, ზიკომ გერმანულ გაზეთ Bild-თან საუბრისას, თავისი აზრით, ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. საინტერესოა, რომ ზიკოს მიერ შედგენილ საუკეთესო ათეულში მოქმედი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე ფიგურირებს.

ზიკოს ათეული ასე გამოიყურება:

1. პელე (ბრაზილია)
2. დიეგო მარადონა (არგენტინა)
3. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
5. მიშელ პლატინი (საფრანგეთი)
6. რობერტო რიველინო (ბრაზილია)
7. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
8. ლიონელ მესი (არგენტინა)
9. რობერტო ბაჯო (იტალია)
10. ვოფლგანგ ოვერატი (გერმანია)

დიტო ჭიჭინაძე

რონალდო: “მესი მარადონას მირჩევნია”

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი, რონალდო აცხადებს, რომ მას ლიონელ მესი დიეგო მარადონას ურჩევნია. ასევე, ბრაზილიელის თქმით, ის “სელესაოში” მესისა და კრიშტიანო რონალდუს დიდი სიამოვნებით იხილავდა.

“სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ჩემი მეგობარია, ლიონელ მესი მარადონას მირჩევნია. რაც შეეხება რონალდუსა და მესის, მათ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ორივე მათგანი დიდებულია”, – ამბობს რონალდო.