2016 წლის სლოვაკეთის საუკეთესო ფეხბურთელად “ნაპოლის” ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი დასახელდა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი “ფენერბაჰჩეს” მცველმა მარტინ შკრტელმა დაიკავა. მესამე პოზიციაზე სანქტ-პეტერბურგის ნახევარმცველი რობერტ მაკი გაამწესეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის შვილმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ჰამშიკი სლოვაკეთის საუკეთესო ფეხბურთელად 2009, 2010, 2013, 2014 და 2015 წლებშიც დაასახელეს. მას სლოვაკეთის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი.
წლის საუკეთესო სლოვაკ მწვრთნელად სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იან კოზაკი დაასახელეს.