იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, მას აქვს ისეთი შესაძლებლობები, რომ თავისუფლად შეუძლია ოქროს ბურთის მოგება. მისი აზრით, ეს წარსულშიც შესაძლებელი იყო, მომხდარიყო.
“რონალდუ და მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან. ამ წამს შეუძლებელია, ვინმე მათ აღემატებოდეს.”
“მაგრამ, რომ მქონოდა ერთი ისეთი წელი მაინც, რომელშიც ტრავმას არ მივიღებდი, აუცილებლად მოვიგებდი ოქროს ბურთს. მე ამის შესაძლებლობა გამაჩნია. თუმცა, ამ ჯილდოს მოპოვების შემდეგაც ჩავთვლიდი, რომ ეს ორი სპორტსმენი მაინც ყველაზე მაღლა დგას, რადგან მათ 4 და 5 ოქროს ბურთი აქვთ.”
“მჯერა, რომ მომავალში ოქროს ბურთს დავისაკუთრებ,” – განაცხადა მარიო ბალოტელიმ.