ჯერარდის მასტერკლასი ბალოტელის: როდის და სად უნდა გაცვალო მაისური

სტივენ ჯერარდმა მარიო ბალოტელის მაისურის სწორად გაცვლის მაგალითი მისცა. შეგახსენებთ, იტალიელმა ფორვარდმა “რეალის” მცველ პეპეს მაისური შესვენების დროს გაუცვალა, რამაც “ლივერპულის” ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.

მატჩის დასრულებისთანავე კი, “ლივერპულის” კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, თანაგუნდელს აჩვენა თუ როდისაა მატჩის შემდგომი ფორმალობებისთვის გათვალისწინებული და შესაფერისი დრო.

საფინალო სასტვენის შემდეგ “ლივერპულის” ყოფილი მცველი, ალვარო არბელოა, რომელიც ამჟამად “რეალის” ღირსებას იცავს, სტივენ ჯერარდთან მაისურების გაცვლის ინიციატივით მივიდა. თუმცა, ჯერარდმა ყოფილ თანაგუნდელს მიანიშნა, რომ ამის გაკეთება მოედნის ფარგლებს გარეთ უკეთესი იქნებოდა.

იმას, რომ ფეხბურთელებს შორის “ბარტერი” მართლაც შედგა, მატჩის შემდეგ მადრიდელთა გასახდელში გადაღებული ფოტო ადასტურებს.

B0m8RD0CQAA3y56

ლივერპული ბალოტელის დააჯარიმებს

“ლივერპული” მარიო ბალოტელის “რეალთან” მატჩის შესვენების დროს პეპესთან მაისურის გაცვლის გამო დააჯარიმებს.

წითლების მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი, ბალოტელის საქციელით უკმაყოფილო იყო და იტალიის ნაკრების შემტევი მეორე ტაიმზე მოედანზე აღარ გამოიყვანა. The Telegraph-ის ცნობით, მარიომ მატჩის ბოლო წუთები ტელევიზიით ნახა.

შეგახსენებთ, ანალოგიური ფაქტის გამო გასულ სეზონში “ლივერპულმა” მამადუ სახო და კოუტინიო დააჯარიმა.

ბალოტელი: “მაცადეთ და გიჩვენებთ, რასაც წარმოვადგენ”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კლუბის ქომაგებს თხოვნით მიმართა, რომ ჯერ მისი თამაში უარყოფითად არ შეაფასონ.

“კარგად ვიცი, რომ ჩემგან უფრო მეტს ელით: მეტ გოლს, მეტ გენიალობას. დრო მომეცთ და განახებთ, სინამდვილეში რას წარმოვადგენ”, – დაწერა მარიომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” იტალიელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაიმატა. ბალოტელიმ მერსისადული გუნდის ფორმით ყველა ჩემპიონატში ერთად რვა მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

 

ლივერპულმა ბალოტელის დაცვა დაუქირავა

“ლივერპულის” ფორვარდი მარიო ბალოტელი ამიერიდან დაცვის თანხლებით ივლის. ამის შესახებ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობამ იზრუნა, რათა მოთამაშე უსიამოვნო სიტუაციებში აღარ მოხვდეს.

დაცვის თანამშრომელი, რომელიც “ლივერპულთან” მჭიდრო კონტაქტში მუსაობს, ბალოტელის უსაფრთხოებაზე კლუბის ბაზაზე მის ფარგლებს გარეთაც იზრუნებს.

 

ბრენდან როჯერსი: “ბალოტელიმ მეტი უნდა გაიტანოს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერმსა განაცხადა, რო მარიო ბალოტელის შედეგიანობის გაუმჯობესება სჭირდება.

“ბალოტელიმ უნდა მოუმატოს. მისგან მეტ გატანილ გოლს ვითხოვთ. ნებისმიერ ფორვარდს ხომ გოლების რაოდენობით აფასებენ. ამ მომენტისტის კი, მისი მაჩვენებელი არც თუ ისე კარგია.

თუმცა, ეს მხოლოდ მარიოს ბრალი არ არის. “ბაზელთან” შეხვედრაში მას თანაგუნდელები პასებით არ ამარაგებდნენ” – განაცხადა როჯერსმა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფორვარდსი ანგარიშზე ერთი გოლი და საგოლე გადაცემაა.

ბალოტელი ბაზელმა გაანეიტრალა

“ლივერპულის” თავდამსმელმა მარიო ბალოტელიმ ჩემპიონთა ლიგაში “ბაზელის” წინააღმდეგ საკმაოდ ცუდი შეხვდრა ჩაატარა. იტალიელმა ფორვარდი მეტოქის საჯარიმოს ფარგლებში ბურთს ერთხელაც კი ვერ შეეხო.

By46GEwIEAAbtAN

ბალოტელის 17 სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წარმოგიდგენთ „ლივერპულისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის მარიო ბალოტელის ჩვიდმეტ ყველაზე გამორჩეულ სურათს.

Inter Milan Balotelli celebrates after winning the Italian Cup final soccer match at the Olympic stadium in Rome

Bolton Wanderers' Knight fouls Manchester City's Balotelli during their English Premier League soccer match in Manchester

Manchester City's Balotelli challenges Wolverhampton Wanderers' Johnson during their English Premier League soccer match in Manchester

Manchester City's Mario Balotelli celebrates after scoring the opening goal against Manchester United during their English Premier League soccer match at Old Trafford in Manchester,

Italy's Balotelli puts on a bib during a training session at the Olympic Stadium in Kiev

Italy's soccer player Balotelli attends a training session during the Euro 2012 in Krakow

Manchester City's Balotelli scores past Norwich City's Ruddy during their English Premier League soccer match in Manchester

Italy's Balotelli tries to score against England's Hart during their Euro 2012 quarter-final soccer match at the Olympic stadium in Kiev

Italy's Balotelli falls over during their Euro 2012 quarter-final soccer match against England at the Olympic Stadium in Kiev

Germany v Italy - UEFA EURO 2012 Semi Final

Spain v Italy - UEFA EURO 2012 Final

Spain players comfort Italy's Balotelli after defeating Italy to win the Euro 2012 final soccer match at the Olympic stadium in Kiev

Italy's Mario Balotelli is escorted as he arrives with the national soccer team at the Railway Central station in Milan

 

Italy's national team player Balotelli attends a training session during the EURO 2012 soccer tournament in Krakow

 

Pope Francis Meets Italy and Argentina Football Teams

West Ham United v Liverpool - Premier League

Mario Balotelli of Italy's national soccer team is pictured inside the bus during their arrival at Rio de Janeiro's international airport

რედნაპი: „ბალოტელის გუნდი გაანადგურეს, ის კი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასცინის“

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა, რომლის გუნდმაც ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში „ვესტ ჰემთან“ 3:1 წააგო.

ცნობისთვის, მეორე დღეს იტალიის ნაკრების ფორვარდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასცინა, რომელიც „ლესტერ სიტისთან“ ანგარიშით 5:3 დამარცხდა.

„როდესაც ერთი ფეხბურთელის გუნდი განადგურდა, მეორე დღეს მან სხვას დასცინა. ვფიქრობ, პირველ რიგში, განადგურებული თავად ეს მოთამაშეა“, – განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.

ბრენდან როჯერსი: “მარიო კარგი ბიჭია, მე კმაყოფილი ვარ მისით”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა გუნდის ახალწვეულ – მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.

“ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია, ისინი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. მე მოხარული და ამავდროულად ძალიან ყმაყოფილი ვარ რომ მიწევს მარიო ბალოტელისთან მუშაობა.”

“ის კარგი ბიჭია, მას სურს სარგებელი მოუტანოს გუნდს. მარიომ უკვე დამარწმუნა მე, რომ მას შეუძლია მთელი მისი დრო დაუთმოს გუნდს.”

“მე ვფიქრობ რომ მარიო კომპლექსური ადამიანია – ფეხბურთელი, რომელსაც სურს ჰქონდეს წარმატებული კარიერა. თუ ის გააგრძელებს მუშაობას და დაიხარჯება ბოლომდე, იგი ჩვენ მის ნამდვილ სახეს დაგვანახებს.” – განაცხადა როჯერსმა.

პოლიციამ ბალოტელის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბრიტანულმა პოლიციამ „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელისადმი სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერილ რასისტულ პოსტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შეურაცხმყოფელი პოსტები მარიოს მას შემდეგ „მიუძღვნეს“, რაც იგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ლესტერთან“ ანგარიშით 5:3 დამარცხებულ მატჩს გამოეხმაურა და „წითელ ეშმაკებს“ დასცინა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მომხმარებლის პროფილი, რომელმაც ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა, სოციალური ქსელის ხელმძღვანელებმა უკვე გააუქმეს.

ბალოტელი გოლებს მოედნის ნაცვლად ლოგინში იტანს — მარიო მორიგ სკანდალში (+18)

ინგლისში დაბრუნებული მარიო ბალოტელი მორიგ სკანდალში გაეხვა. ბრიტანული გამოცემა “მირორი” იტალიელი ფეხბურთელის ცხოვრების ერთ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რამდენიმე დღის წნათ მომხდარა.

თურმე, საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” გულმხურვალე ქომაგი ემა დალტონი ბალოტელის სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა. 23 წლის გოგონას არც ეგონა, რომ ბალოტელი უპასუხებდა, თუმცა ისე მოხდა, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა არათუ უპასუხა, არამედ მალე ლოგინშიც ჩაიგორა.

“მისი რეპუტაციის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მეგონა, რომ გამოსწორდა. ის მომხიბლავია და რამდენადაც ვიცი, მარტოა. საკუთარ თავს ვუთხარი, რატომაც არა?! ახლა ვხვდები, რამდენად სულელურად მოვიქეცი. მის სახლში არ უნდა მივსულიყავი, თუმცა რაც მოხდა, მოხდა. მას ჩემში მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, შემდეგ კი ჩემი მოცილება მოისურვა”, – ციტირებს “მირორი” ემას სიტყვებს.

როგორც ირკვევა, დალტონმა ბალოტელის სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტო გაუგზავნა, რის შემდეგაც იტალიელმა თავადვე მოისურვა გოგონასთან ურთიერთობის აწყობა.

“მირორს” ინფორმაციას ემა დალტონის მეგობარიც აწვდის:

“ემას სერიოზული განზრახვა არ ჰქონია, როდესაც ბალოტელის დაუკავშირდა. მას არც ეგონა, რომ მარიო უპასუხებდა, თუმცა ფეხბურთელმა მას პასუხი გასცა, მალე ფოტოს გაგზავნაც და მობილური ტელეფონის ნომერიც სთხოვა.
სატელეფონო საუბრისას ემამ მას ფანი ნეგეშას შესახებ ჰკითხა. ბალოტელიმ უპასუხა, რომ გელფრენდს დაშორდა და ლივერპულში მეგობარი გოგო არ ჰყავდა”.

თავგუნება თავდამსხმელს ემასთვის ისიც უთქვამს, რომ “ლივერპულმა” მას პრობლემებისთვის თავის არიდება სთხოვა და ისიც ამ მიზეზის გამო ქალაქის ცენტრისგან მოშორებით დასახლებულა.

“მან თქვა, რომ პრესის ყურადღების ცენტრში არ უნდა მოხვედრილიყო, როგორც ეს “მანჩესტერ სიტიში” თამაშის პერიოდში ხდებოდა. ბალოტელიმ ემას უთხრა, რომ მას შემდეგ ბევრად დაღვინდა”, – ამბობს დალტონის მეგობარი.

რამდენიმე დღეში ბალოტელის ემასთვის უთქვამს, სახლში წვეულებას ვაწყობ და გეპატიჟებიო. მის გარდა, კიდევ რამდენიმე გოგონა მიუწვევია.

სტუმრებს ბალოტელის ფეშენებელურ სახლში ფეხბურთელის მეგობრები შეეგებნენ და 50 ფუნტიანი ატმის არყით გაუმასპინძლდნენ კიდეც. ამ დროს მარიო ზედა სართულზე მარტო იყო.

ემა დალტონის მეგობარი აგრძელებს: “ემამ მითხრა, რომ როდესაც ბალოტელი ოთხაში შევიდა, ძალიან მომხიბლავად გამოიყურებოდა. მარიოს არც დაუმორცხვია და მას კოცნით მისალმებია. ემამ მითხრა, რომ ბალოტელი წითელ ღვინოს სვამდა და ეწეოდა კიდეც. ფეხბურთელისგან ეს საქციელი იქ მყოფმა ყველა გოგონამ გაიკვირვა. დიდ ოთახში ისხდნენ, საუბრობდნენ და თან სვამდნენ. შემდეგ მასპინძლები სტუმრებს მაკარონით გაუმასპინძლდნენ”.

რამდენიმე საათის შემდეგ მარიოს მეგობრებმა გოგონები აუზში მიიწვიეს, თავად ბალოტელიმ კი ემა ზედა სართულზე აიყვანა და მალე ლოგინშიც ჩაიგორა.

“ძალიან მაგარია, ეს ფეხბურთშიც მეხმარება. ასე უთქვამს ბალოტელის ემასთვის”, – ამბობს დალტონის მეგობარი.

3-საათიანი სექსმარათონის შემდეგ, ღამის 3 საათზე მარიომ ემას ტაქსის გამოძახება და შინ წასვლა მოსთხოვა.

“ისე გამოვიდა, რომ ბალოტელიმ გოგო გამოიყენა და შემდეგ გარეთ გააგდო. ემამ მას ახსნა სთხოვა, რაზეც გოგოს ფეხბურთელის დაცვის წევრებმა უპასუხეს, საღ გონებაზე იყო თუ არა იგი. ემა ასეთ დღეში არასდროს ჩავარდნილა”, – ამბობს დალტონის მეგობარი.

ემა მომდევნო დღეს კიდევ უფრო ცუდ გუნებაზე დადგა, როდესაც მას ბალოტელიმ დაურეკა და უთხრა, რომ მეგობრებად დარჩენა სურდა, რადგან ის კვლავ აპირებდა ფანი ნეგეშასთან შერიგებას.

დალტონის მეგობარი აგრძელებს: “ბალოტელიმ ემა გამოიყენა, სიმართლეს ვერასდროს გაიგებს. ახლა ემა მის მიმართ მხოლოდ ზიზღს გრძნობს. ბალოტელიმ თავდაპირველად მას უთხრა, რომ ფანისთან ერთად აღარ იყო, შემდეგ ემა სახლში მიიწვია და არც იქ უხსენებია ნეგეშა. მეორე დღეს კი ეუბნება, რომ მას ფანისთან შერიგება სურს. საინტერესოა, რამდენჯერ მოქცეულა ასე?!”

სხვათა შორის, ფანი ნეგეშამ ამასწინათ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც მას მუცელი აშკარად გაზრდილი აქვს. როგორც ჩანს, ნეგეშა ბალოტელისგან ორსულადაა.

 

ბალოტელიმ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სასკოლო პროცესი განახლდა. ეს ღირსშესანიშნავი დღე “ლივერპულის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის არ გამორჩენია. იტალიელმა ფეხბურთელმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა:

“თავდაუზოგავად ისწავლეთ და მუყაითად ითამაშეთ. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა ბავშვს წარმატებას ვუსურვებ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.