5 ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთში

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი დაასახელა.

5. მატს ჰუმელსი (დორტმუნდის “ბორუსია”)

5

4. მარკო ვერატი (“პარი სენ-ჟერმენი”)

3

3. რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”)

4

2. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)

Paul+Pogba+Juventus+FC+v+AC+Chievo+Verona+Aa3hb94FB_Ux

1. მარკო როისი (დორტმუნდის “ბორუსია”)

1686614_full-lnd

მარკო როისი თანაგუნდელებს განსხვავებულად ესალმება (ვიდეო)

“დორტმუნდელ” მარკო როისს თანაგუნდელთან უნიკალური მისალმების ტრადიცია აქვს, რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს.

მიუნხენში გადაბარგებამდე როისი მსგავსი ხერხით რობერტ ლევანდოვსკისაც ესალმებოდა.

გვარდიოლამ მარკო როისსა და „ბორუსიას“ მიულოცა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მარკო როისს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

„მარკოსა და „ბორუსიას“, შემიძლია, მხოლოდ მივულოცო. ეს მოთამაშის გადაწყვეტილება იყო.

როისი ჩინებული ფეხბურთელია და, იმედია, იგი სეზონს ტრავმების გარეშე დაასრულებს. მინდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ ძლიერებმა ითამაშონ“, – განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ როისის შეძენის მთავარ კანდიდატად სახელდებოდა. ზაფხულში მარკოს მიუნხენელთა რიგებში გადასვლა შეეძლო.

მარკო როისმა ობამეიანგს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო პასი გაუკეთა (ვიდეო)

13 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “მაინცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში დორტმუნდელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი მარკო როისის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ დალაშქრა.

აზარი, როისი და კიდევ 8 ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს

ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელს, რომელთაც თავიანთ კლუბებთან ახლახანს გააფორმეს ახალი ხელშეკრულება.

პადი მაკნეირი – “მანჩესტერ იუნაიტედთან” 19 წლის მცველმა 2017 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

Manchester United v Crystal Palace - Premier League

ანტონიო ბარაგანი – “ვალენსიას” მარჯვენა მცველი გუნდში 2017 წლამდე დარჩება.

bar

ფრედი – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის “გმირმა” “ფლუმინენსესთან” თანამშრომლობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაწყვიტა.

Fluminense v Corinthians - Brasileirao Series A 2014

გრანიტ ჯაკა – 22 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი “ბორუსია მ”-ში 2019 წლამდე იასპარეზებს.

j

კევინ ტრაპი – 24 წლის მეკარე “აინტრახტში” 2019 წლამდე იმუშავებს.

trapi

ფრანსის კოკელენი – ფრანგი კიდევ 4 წელი ლონდონურ გუნდში იასპარეზებს.

Arsenal's Francis Coquelin is challenged by Manchester City's David Silva during their English Premier League soccer match in Manchester

მარკო როისი – მიუხედავად ბუნდესლიგაში წარუმატებელი სეზონისა, გერმანელი ნახევარმცველი 2019 წლამდე კვლავ უერთგულებს “ბორუსია დორტმუნდს”.

reus

ჰარი კეინი – ინგლისელმა ახალგაზრდამ “ტოტენჰემის” ფანები გაახარა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჰარი ლონდონელებისთვის 2020 წლამდე შეუტევს.

KANE

ფელიპე კოუტინიო – ბრაზილიელი “ჯადოქარი” მერსისაიდულ გუნდში 2020 წლამდე ითამაშებს.

BRAZ

ედენ აზარი – ბელგიელმა შემტევმა “ჩელსისთან” ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

Eden Hazard of Chelsea celebrates scoring against Aston Villa during their English Premier League soccer match at Villa Park, Birmingham

კლოპი: „როისში ეჭვი არც კი გვეპარებოდა“

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მარკო როისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა.

„ძალიან მიხარია, რომ როისმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. ყველასთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიხარია, რომ მან ის კონტრაქტი გააფორმა, რამელსაც იმსახურებს. მასში ეჭვი არც გვეპარებოდა. გუშინ მარკოს გასახდელში ტაში დაუკრეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ აპლოდისმენტები მან „მაინცთან“ შეხვედრის შემდეგაც დაიმსახუროს“, – განაცხადა კლოპმა.

5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც 11 ნომრიანი მაისურით თამაშობენ

ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 5 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებიც 11 ნომრიანი მაისურით ასპარეზობენ.

კევინ მირალაში

kev

მესუთ ოზილი

mes

გარეტ ბეილი

bale

მარკო როისი

ma

ნეიმარი

ne

ოფიციალურად: როისმა “დორტმუნდთან” გაახანგრძლივა

“დორტმუნდის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მარკო როისმა კლუბთან კონტრაქტი 2,5 წლით გაახანგრძლივა. წინა ხელშეკრულება 2017 წლამდე იყო გათვლილი.

“ამ ფეხბურთელს დორტმუნდში ეპოქის შექმნა შეუძლია. ისევე როგორც ეს ჯერარდმა “ლივერპულში” გააკეთა. გვახარებს, რომ მარკომ ასეთი გადაწყვეტილება კლუბისთვის კრიზიულ პერიოდში მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გვენდობა, რაც ძალიან გვახარებს” – განაცხადა “დორტმუნდის” გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცემ.

 

როისი „ბორუსიასთან“ კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს

ევროპული პრესა დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის მარკო როისის შესახებ საუბრებს არ ეშვება. „Ruhrnachrichten“-ის ცნობით, მარკო კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის თაობაზე უკვე შეუთანხმდა კიდეც.

სავარაუდოდ, მხარეები არსებულ შეთანხმებას 2017 წლამდე გაახანგრლივებენ. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია მიმდინარე თვეში უნდა დადასტურდეს.

როისი გადაწყვეტილებას მარტში მიიღებს

“ბორუსიას” შემტევი მარკო როისის დორტმუნდულ კლუბში დარჩენას არ აპირებს. ესპანური პრესის ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა უახლოეს გარემოცვასთან საუბარში განაცხადა, რომ “ბორუსიას” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვესბს. თუმცა, როისს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას. გადაწყვეტილებას გერმანელი მარტში მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით როისი მადრიდის “რეალს” შეუთანხმდა და წინასწარი კონტრაქიც გაფორმა, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ როისი “ბორუსიას” 2017 წლამდე ეკუთვნის, მისი სატრანსფერო ფასი კი 25 მილიონი ევროა.

როისი “რეალს” უახლოვდება

დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი კარიერას, სავარაუდოდ, მადრიდის “რეალში” გააგრძელებს.

2014 წლის დამლევს “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გერმანიაში გახლდათ, სადაც 25 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გამართა. El Confidencial-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, საუბარია ხუთწლიან კონტრაქტზე და წელიწადში ჯამაგირის სახით კი შვიდ მილიონ ევროზე. ამავე ანაზღაურებას იღებს “რეალის” კიდევ ერთი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი. რაც შეეხება ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, ის 25 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან ბუნდესლიგაში 69 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე როისს 24 შეხვედრაში 11 გოლი აქვს მითვლილი.

 

ფერნანდო ტორესმა მარკო როისს მიბაძა

3 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ შეხვედრას (3:1) ფერნანდო ტორესიც დაესწრო, რომელსაც ახალი ვარცხნილობა აქვს.

a184ff80-9367-11e4-87e8-2fd08b03c084_Tablet-two-510-pics-copy

 

fc5c7d50-9364-11e4-974e-0d0946b0ca18_000_DV1933997