პელე „მარსელში“ გადავა

მეკარე იოან პელე „მარსელთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გოლკიპერმა ცოტა ხნის წინ „სოშოსთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და „ბასტიაში“ გადასვლასთან ახლოს იყო.

კორსიკული კლუბი კი იჯარით ბრის სამბას აიყვანას გეგმავს, რომელიც აქამდე სწორედ „მარსელში“ თამაშობდა.

 

მარსელო ბიელსამ “რეალის” ჩაბარებაზე უარი თქვა

“მარსელის” მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას 2004 წელს მადრიდის “რეალის” ჩაბარება შეეძლო, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლუის მარია ბონინიმ განაცხადა, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ბიელსას თანაშემწედ მუშაობდა.

“არგენტინის ნაკრებიდან რამდენიმე დღის წამოსულები ვიყავით, როცა მარსელოს მადრიდიდან მნიშვნელოვანმა პიროვნებამ დაურეკა. ბიელსამ მას უპასუხა: “სულ ახლახან დავტოვე არგენტინის ნაკრები და თქვენ ფიქრობთ, რომ “რეალს” ჩავიბარებ?”

რთულია “სამეფო კლუბს” უარი უთხრა. ეს მხოლოდ ბიელსას შეუძლია”, – ბონინის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსამ არგენტინის ეროვნული გუნდის შემდეგ ჩილეს ნაკრები ჩაიბარა, ეს კი სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს მოხდა.

 

“რომა” მანდანდაზე ფიქრობს

“მარსელის” მეკარემ, სტივ მანდანდამ კარიერა, შესაძლოა, სერია ა-ში გააგრძელოს. ფრანგული პრესის ცნობით 30 წლის ფეხბურთელი “რომას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

სტივის გადაბირებით ჯალოროსის დამრიგებელი, რუდი გარსია პირადად ყოფილა დაინტერესებული, რომელიც ხანში შესულ მორგან დე სანკტისისთვის ეძებს შემცვლელს.

“მარსელთან” მანდანდას მიმდინარე კონტრაქტი მომდევნო წლის ივნისამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში კი სტივმა ლიგა 1-ის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 42 გოლი გაუშვა.

ბურთის მომტანი ბიჭი ჟოაო მოუტინიოს ბურთს არ აძლევდა (ვიდეო)

10 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელის “ოლიმპიკმა” საკუთარ მოედანზე “მონაკო” მიიღო.

მატჩის დაწყებიდან 45 წამში, “მონაკოს” ნახევარმცველმა ჟოაო მოუტინიომ მეტოქის კარი დალაშქრა. პორტუგალიელ ფეხბურთელს გოლის აღნიშვნა ბურთთან ერთად სურდა, თუმცა თავდაპირველად, ბურთი მომტანი ბიჭი მას შეეწინააღმდეგა.

მარსელი: ბიელსას ვიეირა შეცვლის

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პატრიკ ვიერირა, შესაძლოა, “მარსელის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ამჟამად “არსენალის”, “იუვენტუსის”, “ინტერისა” და “სიტის” ყოფილი ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბის ახალგაზრდულ დეპარტამენტში მუშაობას, მაგრამ უახლოეს მომავალში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს. მოსალოდნელია, რომ პატრიკი მალე საჭირო ლიცენზიას მიიღებს და წინადადებების განხილვას დაიწყებს.

როგორ ჩანს “სიტიში” მის ასეთ წამოწყებას სერიოზულად არ უყურებენ და პირველი გუნდის მწვრთნელად ვიეირა მანჩესტერში არ განიხილება, აი “მარსელში” კი მის კანდიდატურაზე დაფიქრდნენ და 38 წლის ფრანგს მარსელო ბიელსას შემცვლელად განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “მარსელის” გაწთვრნის სურვილი ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, კლაუდიო რანიერიმ გამოთქვა. 

რანიერის “მარსელში” მოუნდა

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ “მარსელში” მუშაობითა არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბის ახლანდელმა თავკაცმა, მარსელო ბიელსამ, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.

“საფრანგეთის ჩემპიონატი მომწონს და იქ სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ჩემი და “მარსელის” შესახებ გარკვეულ ხმებს ყური მოვკარი. ეს დიდი კლუბია, რაც უკვე საინტერესოა. თუმცა, პირდაპირი კონტაქტი ჩვენს შორის არ ყოფილა. ბიელსა დიდ სამუშაოს ასრულებს და ვფიქრობ, რომ ის კლუბში დარჩება” – განაცხადა რანიერიმ.

63 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელიც რანიერიმ ნოემბერში დატოვა. საფრანგეთში კი ის “მონაკოში” მუშაობდა.

ბიელსა: “მარსელი კრიზისშია”

“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, “ლორიანთან” წაგებული (3:5) შეხვედრა შეაფასა.

“გუნდს მძიმე პერიოდი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში შეცდომების რაოდენობა უნდა შევამიროთ. სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა უნდა შევძლო. ყოველი მატჩის წინ ვიმედოვნებ, რომ უკეთესები გავხდით, მაგრამ უკანასკნელმა ორმა თამაშმა საპირისპირო აჩვენა.

თავის მართლებას არ დავიწყებ. ზედიზედ ოთხი წაგების გამო ძალიან მრცხვენია. “მარსელი” კრიზისშია” – განაცხადა ბიელსამ.

34 თამაშში მოპოვებული 57 ქულით “მარსელი” მეოთხე ადგილზეა.

 

ანდრე აიუ “რომას” შეუთანხმდა

“მარსელის” თავდამსხმელი, ანდრე აიუი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

L’Equipe-ის ინფორმაციით, განის ეროვნული ნაკრების შემტევმა უკვე გააფორმა წიანსწარი კონტრაქტი “რომასთან” და ახალ სეზონს რუდი გარსიას გუნდში დაიწყებს.

ანდრე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა, ამიტომ მას შეთავაზებები “ვოლფსბურგიდან”, “დორტმუნდის ბორუსიასგან”, “შალკესგან”, “სუონსისგან” და “ინტერისგან” ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში, აიუმ “მარსელის” რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

“რომა” აიუს უმიზნებს

დედაქალაქური გუნდი იმედოვნებს, რომ შეტევის ხაზს “მარსელის” წინახაზელით გააძლიერებს.

“რომას” ხელმძღვანელობამ უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკება განელი შემტევის აგენტთან.

“მგლების” აზრით, ანდრე აიუ მათი თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად საუკეთესო ვარიანტია. განელი ტოვებს ლიგა 1-ს და ფეხი მოკიდებას სერია ა-ში ეცდება.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის განელმა საფრანგეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და მიითვალა ოთხი საგოლე გადაცემა.

“პსჟ”-მა და “მარსელმა” ტელეკომპანია “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადეს (ვიდეო)

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მარსელის” ხელმძღვანელობამ ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადა.

“შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილებისა და ჩვენი ინტერესების დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები “კანალ პლუსის” კამერების წინაშე საჯარო განცხადებებს სეზონის ბოლომდე, 30 მაისამდე აღარ გააკეთებენ”, – ნათქვამია “პარი სენ-ჟერმენის” განცხადებაში.

ფრანგულმა კლუბებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარიზელთა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და და მარსელელთა ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ტრიბუნქვეშა ოთახში გამოხატული ზედმეტი ემოციების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ორივე ეპიზოდი ტელეკომპანია “კანალ პლუსმა” გადაიღო და გაავრცელა.

ჟინიაკით “ვესტ ბრომვიჩი” დაინტერესდა

“მარსელის” ფორვარდი, ანდრე-პიერ ჟინიაკი, რომელის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, შესაძლოა, “ვესტ ბრომვიჩში” გადავიდეს. The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს კონტრაქტის თაობაზე უკვე შეუთანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟინიაკს ხელფასის სახით “ბრომვიჩში” კვირაში 75 ათას გირვანქას სთავაზობენ.

29 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 31 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.

 

ზლატანი აკეთებს იქ, სადაც სურს – რა მოხდა “მარსელის” სტადიონზე? (ვიდეო)

5 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მარსელსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (2:3), კამერებმა დააფიქსირეს, თუ რა გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასახდელებთან ახლოს.