ნაპოლის ფელაინი სურს

“ნაპოლი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მარუან ფელაინის იჯარის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

იტალიელები სურთ, რომ იჯარაში 2 მილიონი გადაიხადონ. “მანჩესტერი” კი 4,5 ითხოვს. გარდა ამისა, მხარეები ხელფასზეც ვერ თანხმდებიან.

თუმცა, ტრანსფერის განხორციელებით ყველა მხარეა დაინტერესებული.

ფელაინის “ნაპოლიში” უშვებენ

ბრიტანული “დეილი მირორის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველ მარუან ფელაინის იჯარის წესით “ნაპოლიში” გაუშვებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბი ბელგიელ ფეხბურთელს ჯამაგირის სახით “მანჩესტერ იუნაიტედში” არსებული ხელფასის 50 პროცენტს გადაუხდის.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ახალ სათამაშო კონცეფციაში ფელაინის ადგილს ვერ ხედავს და სწორედ მისი ინიციატივით დააყენეს 26 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” შარშან ლივერპულის “ევერტონიდან” გადავიდა, თუმცა “ოლდ ტრაფორდზე” ფეხი საფუძვლიანად ვერ მოიკიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში ფელაინიმ მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

მარუან ფელაინიმ იმიჯი შეიცვალა

ბელგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ იმიჯი შეიცვალა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა თმა შეიჭრა. ფელაინის პირობა ჰქონდა დადებული, თუ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, თმას შევიჭრიო. „წითელმა ეშმაკებმა“ მუნდიალის მოგება ვერ მოახერხეს, თუმცა ფეხბურთელმა თმის შეჭრა მაინც გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა, როცა არგენტინის ეროვნული გუნდის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

თავად ფელაინიმ ბრაზილიის მუნდიალზე ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

მანჩესტერი ფელაინის გასხვისებას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელი ლუი ვან გაალი მზად არის გუნდის ბელგიელი ფეხბურთელი მარუან ფელაინი ტრანსფერზე დააყენოს.

ინგლისური პრესის ცნობით, ჰოლანდიელმა სპეციალსტმა მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებს მიანიშნა, რომ 26 წლის ფელაინის იმედი არ აქვს.

“მანჩესტერმა” ფელაინი “ევერტონიდან” 15 მილიონ გირვანქად შეიძინა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახლა ფეხბურთელი გაცილებით დაბალ ფასში დათმოს.

ფელაინი: “მომდევნო წელს მაქსიმუმს ვაჩვენებ”

“მანცესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მარუან ფელაინი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში იგი თავის ფასს გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედმა” ფელაინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საატით ადრე იყიდა და მასში 27.5 მლნ. ფუნტი გადაიხადა. ხოლო ოქტომბრის დასაწყისშივე, “იუნაიტედის” შემადგენლობაში ჩატარებულ მხოლოდ მესამე შეხვედრაში მარუანმა ტრავმა მიიღო.

ბელგიის ნაკრების მოთამაშის აზრით ჯანმრთელობის პრობლემებმა მის თამაშზე გავლენა მოახდინა. ფელაინის იმედი აქვს, რომ მომდევნო წელს მისი თამაში გაუმჯობესდება.

“იმისათვის, რომ კარგად ვითამაშო, ჯანმრთელი უნდა ვიყო. მე შემიძლია ვითამაშო მაშინაც კი, როცა ტრავმირებული ვარ, მაგრამ ეს არ არის ჩემი ფორმა.”

“სამი თვე ვიყავი ტრავმირებული და ეს ჩემთვის რთული მომენტი იყო. როცა ახალ გუნდში მოდიხარ, თამაში გსურს, გსურს გუნდში დარჩე და როცა თამაშს ვერ ახერხებ, რთულია გუნდის თამაშისთვის ცქერა – მოედნის ფარგლებს გარეთაც კი. როცა სეზონი დასრულდება, მომდევნო წლისთვის დავიწყებ მზადებას და ის წელი უკეთესი იქნება”

“მომდევნო წელს ვაჩვენებ თუ რა შემიძლია” – აცხადებს ფელაინი.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

რიცხვები არ ტყუიან? ფელაინი იაია ტურეს წინააღმდეგ მანჩესტერულ დერბიში

ალბათ ყველა, ვინც გუშინდელ მანჩესტერულ დერბის მიადევნა თვალი, დარწმუნებულია, რომ “ქალაქელთა” კოტ-დიუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ “იუნაიტედის” ბელგიელ შუახაზელს ყველა კომპონენტში აჯობა, თუმცა… Continue reading “რიცხვები არ ტყუიან? ფელაინი იაია ტურეს წინააღმდეგ მანჩესტერულ დერბიში”