“იუვენტუსი” ალეგრისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ტურინული კლუბის მასიმილიანო ალგერისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. წარმატებული სეზონის შემდგენ მხარეებმა შეთანხმებას ფაქტობრივად ყველა საკითზე მიაღწიეს.

მოსალოდნელია, რომ ახალი კონტრაქტი ივლისის პირველ რიცხვებში გაფორმდება, სანამ “იუვე” მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს.

მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაფორმდება.

 

მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ ამ მატჩით “იუვენტუსი” გამოცდილებას შეიძენს და კიდევ უფრო გაიზრდება.

“შესანიშნავი სეზონი გვქონდა, მშვენიერი ფინალი იყო. ჩვენი საუკეთესო მომენტები ერთმა სულელურმა გოლმა გადაფარა.

ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. “ბარსელონას” სამი შესანიშნავი შემტევი ჰყავს და ვალდებული ვიყავით, ჩვენი მომენტები გამოგვეყენებინა.

მატჩის დასაწყისში გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით, ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. რამდენჯერმე დავარტყით და კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთესადაც შეგვეძლო. იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო.

“იუვენტუსს” შესანიშნავი სეზონი ჰქონდა: მოვიგეთ სკუდეტო და კოპა იტალია, გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მეტი რაღა უნდა გვექნა?

ახლა ჩვენი მიზანია, რომ ევროპის საუკეთესო რვა კლუბს შორის დავრჩეთ, რაც სერია A-ში კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

ნეიმარმა გოლი მაშინ გაიტანა, როცა შეხვედრა თითქმის დასრულებული იყო. ეს მატჩი “იუვენტუსის” ზრდის პროცესის ნაწილად იქცევა. უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა”, – ალეგრის კომენტარი “სქაი სპორტ იტალიამ” გამოაქვეყნა.

 

ალეგრი: „ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებით“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის თასის ფინალური შეხვედრის მოგების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ორ მომენტში „ლაციოს“ არ გაუმართლა, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით. ერთ-ერთი გოლის ეპიზოდში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო.

ფეხბურთი სხვადასხვა შემთხვევისგან შედგება. მეტოქის რამდენიმე მომენტამდე გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო.

პირველ ნახევარში რომაელები აგრესიულად მოქმედებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით.

უნდა აღვნიშნო, რომ სერია ა-სა და „კოპა იტალიას“ მოგება ადვილი არ ყოფილა. ახლა მესამე ტურნირის მოგებასაც შევეცდებით“, – განაცხადა „ბიანკონერის“ დამრიგებელმა.

იხილეთ ასევე: ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”

ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”

დღეს იტალიის თასის ფინალური მატჩია — ტურინის “იუვენტუსი” რომის “ლაციოს” წინააღმდეგ. “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია. რთული მატჩი გველის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის თასი “იუვენტუსს” 20 წელია, არ მოუგია და წელს შესაძლოა, ეს ტიტული მეათედ დავისაკუთროთ.

ანდრეა პირლო ითამაშებს. რას ვიტყოდი იტალიურ ფეხბურთზე? ყველა ლიგას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, “ნაპოლი” და “ფიორენტინა” ევროპის ლიგის ფინალთან იყვნენ ახლოს”, – ალეგრის კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

მატჩი “იუვენტუსსა” და “ლაციოს” შორის რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ალეგრიმ „ბარსელონასთან“ ფინალის შესახებ ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მთავარ მიზნებად იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება რჩება. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ოცნება იყო, თუმცა ახლა სხვაგვარად ფიქრი ლოგიკურია. ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ბელრინში გავემგზავრებოდით.

ფინალისთვის მშვიდად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ გვჯერა, რომ შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, თუმცა ლიგის ფინალში თამაში ადვილი არასდროსაა“, – განაცხადა ალეგრიმ.



ალეგრი: “ახლა ტრანსფერებზე ფიქრის დრო არ არის”

ამჟამად, მასიმილიანო ალეგრი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული.

“კალიარისთან” მატჩამდე, იტალიელ სპეციალისტს კარლოს ტევესსა და ანდრეა პირლოზე ჰკითხეს.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ პირლო ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა მან კარგად ითამაშა. ანდრეა კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია”.

“რაც შეეხება ტრანსფერების საკითხს, ამას განსახილავად დიდი დრო სჭირდება. ამჟამად სხვა რამეზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”.

“თამაში “კალიარისთან”? – ვფიქრობ, გამოტოვებს ტევესი. კარგს სტორატი დაიცავს,”-დაასრულა ალეგრიმ.

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

„იუვენტუსი“ – „რეალის“ 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი ტურინელთა დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმაც შეაფასა.

„ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. შეხვედრის შედეგი ჩვენ მიერ შესრულებული ნაყოფიერი სამუშაოს შედეგია. ნახევარფინალში გასვლა და „რეალის“ დონის გუნდთან დაპირისპირება ადვილი არაა.

ძალიან ინტენსიურად ვმოქმედებდით და „რეალს“ ბევრის გაკეთების უფლებას არ ვაძლევდით, მაგრამ, ვფიქრობ, მომატებაც შეგვეძლო.

სამწუხაროა, რომ შეხვედრის ბოლოს ლიორენტემ ვერ გაიტანა. თუმცა, ამ მატჩის წინ ნებისმიერ მოგებას დავთანხმდებოდი“, – განაცხადა „იუვეს“ თავკაცმა.



ალეგრი: „მოდუნების უფლება არ გვაქვს“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სკუდეტოს მოგების შესახებ ისაუბრა.

„სკუდეტოს მოგების შემდეგ ძლიერი გრძნობები დამეუფლა. ზედიზედ ოთხი ტიტულის მოგება „იუვენტუსისთვის“ ჩინებული შედეგია.

„სამპდორიასთან“ მატჩი კარგად ჩავატარეთ, რადგან მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყავით.

კონტეს წასვლის შემდეგ ამ გუნდში არაფრის შეცვალა არ მსურდა. მე საჩემპიონო კოლექტივს თავისი სამუშაოს შესრულებაში ხელი შევუწყე. თუმცა, ნელ-ნელა გუნდს ჩემი სათამაშო სტილითაც ვათამაშებდი.

სეზონი ჯერ არ დასრულებულა, რადგან კიდევ იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გვაქვს“, – განაცხადა ალეგრიმ.

 

ალეგრი: „იუვენტუსისთვის“ ეს საოცარი წელია“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.

„ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება ადვილი არასდროსაა, თუმცა ეს მაინც გამოგვივიდა, რისთვის ფეხბურთელები აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ და დღეს მოედანზე მთელი ჩვენი ძალა გამოვიყენეთ. დღეს იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მოედანზე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავით. გუნდმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.

დღეს წარმატების აღნიშვნა გულშემატკივრებთან ერთად მსურს. „იუვენტუსისთვის“ ეს განუმეორებელი წელია. ჩვენ ამ კლუბის ევროპულ გრანდებს შორის დასაბრუნებლად საჭირო ნაბიჯები გადავდგით. ცოტა საგოლე მომენტი გვქონდა, სამაგიეროდ, თავს კარგად ვიცავდით. „მონაკო“ კარგად როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში თამაშობდა“, – განაცხადა ალეგრიმ.

ალეგრი: „გოლის გატანას შევეცდებით“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონაკოსთან“ განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ზუსტად არ ვიცი, თუ რა ტაქტიკას აირჩევს „მონაკო“. ამ გუნდის თვისებების გათვალისწინებით, გოლის გატანას შევეცდებით. ჩვენი მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავს, „მონაკოს“ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომაც ეს შეხვედრა, პირველი მატჩის მსგავსად, რთული იქნება.

დაპირისპირების ბედი, შესაძლოა, მცირე დეტალებმაც კი გადაწყვიტონ. ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს და ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა, მოდით, ჯერ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, – განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.

ალეგრი: „ლაციოსთან“ მატჩმა, შესაძლოა, სკუდეტოს ბედი გადაწყვიტოს“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაცისოთან“ იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ამ მატჩს სკუდეტოსთვის ბრძოლის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. „ლაციოს“ ჩინებული სეზონი აქვს. სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გუნდი სატურნირო ცხრილში ასეთ პოზიციაზე იქნებოდა. რომაელებს 82 ქულის დაგროვება შეუძლიათ, ასე რომ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. წინ კიდევ დიდი გზაა.

ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, რომელშიც საუკეთესო შემადგენლობას გამოვიყვან. პოგბა მეოდანზე დაბრუნებისგან ჯერ შორსაა. პირლო ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, თუმცა სათამაშო რითმში ჯერ ვერ შევიდა. ანდრეამ საჭირო ფორმა რამდენიმე შეხვედრაში უნდა აღიდგინოს“, – განაცხადა ალეგრიმ.

ალეგრი: „გარკვეულ ეპიზოდებში ცუდად ვითამაშეთ“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„გარკვეულ ეპიზოდებში ცუდად ვითამაშეთ. დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და მომენტები უკეთესად გამოვიყენოთ.

ამის მიუხედავად, შედეგითა და გუნდის მოქმედებებით კმაყოფილი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი არ არის კარგად 90 თუ 50 წუთის განმავლობაში ვითამაშეთ. საბოლოო შედეგი ჩვენ სასარგებლოდაა.

თუმცა, ვაღარებ, რომ თამაშის დასაწყისში არაორგანიზებულად ვმოქმედებდით“, – განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.