ჰუმელსი: “ანჩელოტის წინააღმდეგ არ წავსულვარ”

მატს ჰუმელსი, რომელსაც გერმანულმა პრესამ კარლო ანჩელოტის ურჩობა დააბრალა, ყველანაირი ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ის იტალიელი სპეციალისტის წინააღმდეგ არ წასულა.

“არავისთან მითქვამს, რომ მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი, ან იმით, რომ პარიზში თამაშის უფლება არ მომეცა,” – აცხადებს ჰუმელსი Bild-თან საუბრისას.

“პრესაში ხუთი ფეხბურთელი იქნა დასახელებული, მათ შორის მეც. დანარჩენ ოთხზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე მსგავსი არაფერი გამომიხატავს, არც ის, რომ თავს ბედნიერად არ ვგრძნობდი.

მე “მეფის შემრაცხავი” არ ვარ. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა, ან დაწერა მსგავსი რამ, მაგრამ მე მის წინააღმდეგ არ წავსულვარ,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

“ბაიერნს” “ლევერკუზენთან” ჰუმელსისა და ბოატენგის გარეშე მოუწევს თამაში

შაბათს, მიუნხენის “ბაიერნსა” და ლევერკუზენის “ბაიერს” შორის გასამართ მატჩში ბავარიელთა დაცვითი დუეტის, მატს ჰუმელსისა და ჟერომ ბოატენგის თამაში გამოირიცხა.

“ბოატენგი და ჰუმელსი ამ მატჩს გამოტოვებენ.

ბოატენგს ბარძაყი აქვს დაზიანებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ მადრიდში გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას შეძლებს.

ჰუმელსისა და ბოატენგის არყოფნის პერიოდში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავიდ ალაბა ითამაშებს, ბერნატი კი მარცხენა ფლანგს დაიკავებს.

ვიმედოვნებ, რომ ჰუმელსი მადრიდში თამაშს შეძლებს,” – აცხადებს კარლო ანჩელოტი.

ჰუმელსი: “კარგ დროს დავმარცხდით”

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა, მატს ჰუმელსმა “ჰოფენჰაიმთან” განცდილ მარცხზე (1-0) საუბრისას აღნიშნა, რომ ეს წაგება მათთვის ნიშანი უნდა იყოს იმისა, რომ ასეთ დროს მოდუნება მათთვის მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

“კარგ დროს დავმარცხდით. ეს რომ მომდევნო კვირას, “რეალთან” მომხდარიყო, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად იქნებოდა.

ამ მარცხმა გვიჩვენა, რომ თუ მოვდუნდებით და სათანადო დონეზე ვერ ვითამაშებთ, სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება. მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

შესაძლოა, ეს გამოსაფხიზლებელი ზარი გვჭირდებოდა კიდეც.კონცენტრირებულები როცა ვართ, ჩვენი თამაში გაცილებით უფრო ეფექტიანია,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

მატს ჰუმელსი: “ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ათამაშონ იოზილი”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა მცველმა, მატს ჰუმელსმა “არსენალთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან მესუტ იოზილზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, ვენგერმა სასტარტოში არ გაამწესოს.

“ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ მესუტის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ის ხომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ასეთი რამ პირველად მესმის.

ვფიქრობ, ის თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ჩვენი მიზანი კი მისთვის არაკომფორტული სიტუაციის შექმნა იქნება. ყველა ფეხბურთელს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები, ეს არაფერს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არცერთ შემტევ ფეხბურთელს არ შეუძლია ყოველდღიურად, პირადი გარჯის ხარჯზე გუნდისთვის გამარჯვების მოტანა,” – აცხადებს მატს ჰუმელსი.

მატს ჰუმელსმა თმა შეიღება (ფოტოები)

ბუნდელიგის მე-16 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგს” უპირისპირდება.

ბავარიელთა ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი ახალი ფერის თმით გამოვიდა მოედანზე

იხილეთ ფოტოები

 

მატს ჰუმელსი: “არსენალი” ძალიან საინტერესო მეტოქეა “ბაიერნისთვის”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა პრესასთან ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგზე ისაუბრა.

“არსენალის” წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს, მაშინ “ბორუსიაში” ვიყავი. ასე რომ, მათ ძალიან კარგად ვიცნობ.

დიდი სიამოვნებით ველი იმ ორ მატჩს, რომელიც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს. ვფიქრობ, რომ “არსენალი” და “ბაიერნი” ძალიან მიმზიდველ და საინტერესო წყვილს ქმნიან.

განსაკუთრებით კი ჩემს გერმანელ თანაგუნდელებთან, მესუთ იოზილთან და მუსტაფისთან შეხვედრას ველი და რა თქმა უნდა, მერტესაკერთანაც.” – განაცხადა ჰუმელსმა.

მატს ჰუმელსი: რენატო სანჩესი ნამდვილი მხეცია

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეულმა, მატს ჰუმელსმა მისი ახალი თანაგუნდელი რენატო სანჩესი შეაქო. “ბორუსიელთა” ყოფილი მცველი დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი გერმანულ ბუნდესლიგაში თავის სათქმელს იტყვის.

“ყველა, ვინამაც რენატო სანჩესის ასპარეზობა იხილა ევრო 2016-ზე, აანალიზებს, რომ ის დიდებული ფეხბურთელია.” – ციტირებს მატსის სიტყვებს Record-ი.

ფიზიკურად ის ნამდვილი მხეცია. ის ძალიან სწრაფი და ამავდროულად ძლიერია.

მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა მასთან ერთად ვითამაშებ “ბაიერნში”. რენატო სანჩესი გუნდისთვის დიდებული შენაძენი იქნება, ის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ჩემპიონატის ფინალში მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ისევე, როგორც კინგსლი კომანს.” – განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.

ჰუმელსი: “იმედი მაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე”

მატს ჰუმელსმა გერმანიის თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (“ბაიერნში” გადასვლა) სწორი ნაბიჯი გამოდგება.

“ჩვენთვის ძალიან რთული საღამო იყო. ეს ერთი მატჩი იყო, სადაც ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის მიმდინარეობისას თითოეული ჩვენგანი ზედმეტად დაიღალა. ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. ბოლო წლების მანძილზე გუნდთან ერთად არაერთი წარმატება ავღნიშნეთ.

იმედი მაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე – ამას კი მომდევნო წლებში გავიგებთ.

კარგად ვითამაშეთ, კარგად ვიბრძოლეთ. შესაძლოა “ბაიერნმა” ეს დაიმსახურა, თუმცა გვგონია, რომ ეს ჩვენც დავიმსახურეთ.”

ჰიონესი: „ჰუმელსს „ბაიერნთან“ მატჩში პენალტს არ დავარტყმევინებდი“

„ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გერმანიის თასის ფინალურ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ პენალტების სერიის შემთხვევაში, მცველი მატს ჰუმელსი, რომელიც შემდეგ სეზონში „ბორუსიადან“ მიუნხენურ კლუბში დაბრუნდება, 11-მეტრიან ნიშნულთან არ უნდა მივიდეს. „ბაიერნსა“ და „ბორუსიას“ შორის ფინალური შეხვედრა 21 მაისს შედგება.

„ბუნებრივია, ამის შესახებ გადაწყვეტილებას „ბორუსიას“ თავკაცი ტომას ტუხელი იღებს, თუმცა მე ამ მატჩში ჰუმელსს პენალტს არ დავარტყმევინებდი. მნიშვნელობა არ აქვს, დარტყმას ის როგორ შეასრულებს. თუ ის გაიტანს, „ბორუსიამ“, შესაძლოა, გაიმარჯვოს, რაც „ბაიერნის“ ფანებს არ მოეწონებათ, ხოლო თუ მატსი ვერ გაიტანს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის „ბორუსიაზე“ აღარ ფიქრობს“, – ციტირებს ჰიონესს გერმანული „ბილდი“.

ტუხელი: “ჰუმელსის ჩანაცვლება შეუძლებელია”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თვლის, რომ გუნდი ვერ შეძლებს მატს ჰუმელსის ჩანაცვლებას, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნს” შეუერთდება.

“არა მგონია შესაძლებელი იყოს ზუსტად ისეთი ფეხბურთელსი პოვნა, რომელიც სრულფასოვნად ჩაანაცვლებს მატსს.

თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჰუმელსის მემკვიდრეს სხვა სიძლიერებები ექნება.” – განაცხადა ტუხელმა პარასკევის პრესკონფერენციაზე.

მართალია მატსი წავიდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე “ბორუსიამაც” მოახერხა ერთი ფეხბურთელის გადაბირება (დემბელე “რენიდან”), ტუხელმა ამაზეც გააკეთა კომენტარი: “სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. მოუთმენლად ველი, თუ როდის დავიწყებ მასთან ერთად მუშაობას.”

“კაპიტანი გემს ტოვებს” – დორტმუნდელები ჰუმელსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ

დორტმუნდის “ბორუსიას” ფანებმა დღევანდელ მატჩში მატს ჰუმელსის მიმართ წყენა სტვენითა და ბანერებით გამოხატეს.

როგორც იცით, მატს ჰუმელსმა კლუბის ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების და “ბაიერნში” გადასვლის სურვილის შესახებ ამცნო, რამაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია.

მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრები მატს ჰუმელსის სახელის გამოცხადებას სტვენით შეხვდნენ, ნეგატიური ემოციების გამოხატვა გრძელდებოდა მაშინაც, როცა გერმანელი მცველი ბურთს ეხებოდა.

მატჩის მიმდინარეობისას კი გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს, სადაც ეწერა: “კაპიტანი გემს ტოვებს – რაც მალე, მით უკეთესი!.”

ჰიცფელდი: “ჰუმელსი “ბაიერნში”? ლოგიკურია”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ოტმარ ჰიცფელდმა მატს ჰუმელსის გადაწყვეტილება შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ახლახან, ჰუმელსმა კლუბის ხელმძღვანელობას “ბაიერნში” გადასვლის სურვილის შესახებ ამცნო.

“სავსებით ლოგიკური ტრანსფერი იქნება – განსაკუთრებით მატსისთვის და “ბაიერნისთვის”. მათი თანამშრომლობა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

“ბაიერნში” ის ტიტულების მოგებას შეძლებს – საუბარი არა მარტო ბუნდესლიგაზე მაქვს, მას ჩემპიონთ ლიგის მოგების შესანიშნავი შანსი ექნება მომავალ წელს.

მატსისთვის “ბაიერნი” საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ იქ მას ჯერომ ბოატენგის გვერდით მოუწევს თამაში, მის უკან კი მანუელ ნოიერი იქნება.

რაც შეეხება “ბორუსიას”, ეს მათთვის დიდი დარტყმა იქნება. ჰუმელსი არა მარტო კაპიტანი, არამედ ლიდერი და მთვარი როლის შემსრულებელი იყო.”