ამხანაგური მატჩი: ხორვატიამ მექსიკას სძლია (ვიდეო)

2016/17 წლების საკლუბო სეზონი ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა მოწადინებულმა ნაკრებებმა უკვე მოასწრეს ამხანაგური მატჩების გამართვა.

მათ შორის იყვნენ ხორვატიისა და მექსიკის ნაკრებები, რომლებიც ერთმანეთს ნეიტრალურ სტადიონზე დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ნომინალურ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გატანილი გოლით ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


მექსიკა: ოჩოა; მორენო, ლაიუნი, რეიესი (არაუხო 46′), რეიესი (გალიარდო 81′), ერნანდესი (კარლოს ველა 54′); მოლინა (გუარდადო 46′), გუტიერესი (დოს სანტოსი 46′), ერერა, ლოსანო, პერალტა (ერნანდესი 66′)

მთავარი მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო

ხორვატია: კალინიჩი; შკორიჩი, ედვაი, ნიჟიჩი, ტუდორი (კოლინგერი 71′), შუნიჩი, ვლაშიჩი (მილოში 90′), ბარიშიჩი, ფილიპოვიჩი, სანტინი (კატიჩი 83′), ჩოპი (მაერი 90′)

მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი

გოლები: ხავიერ ერნანდესი 87′ – ჩოპი 36′, ტუდორი 37′

გაძევება: შკორიში 77′


მსაჯმა თავდამსხმელის თხოვნით პენალტი გააუქმა (ვიდეო)

სანამ ევროპული ჩემპიონატები ისვენებდნენ, მექსიკურმა კლუბებმა, “ამერიკამ” და “მორელიამ” ერთმანეთს შორის ამხანაგური მატჩი გამართეს.

“მორელიას” ერთ-ერთი შეტევის შემდეგ, მატჩის არბიტრმა “ამერიკას” კარის მიმართულებით საკმაოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

გამეორების გარეშე რთული სათქმელი იყო, მართლა მოხვდა თუ არა ხელზე ბურთი “ამერიკას” ფეხბურთელს, მაგრამ “მორელიას” ფორვარდმა, ლუის გაბრიელ რეიმ მსაჯს პენალტის გაუქმება მოსთხოვა.

ამ ეპიზოდამდე “მორელია” 1:0 მარცხდებოდა. მეორე ტაიმში კი “კლუბ ამერიკას” უპირატესობა ორბურთიანი გახდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.

ტიმ ჰოვარდი: “პოლიტიკას ფეხბურთთან კავშირი არ აქვს, თქვენ კითხვებს არ ვუპასუხებ”

ტიმ ჰოვარდი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე ბიზნესმენ დონალდ ტრამპის დანიშვნა აშშ-სა და მექსიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე გავლენას ვერ იქონიებს.

“პოლიტიკას ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო. არ ვაპირებ თქვენს მიერ დასმული კითხვებისთვის პასუხის გაცემა. პოლიტიკა და ფეხბურთი განცალკევებულია.

მექსიკელები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს დასამარცხებლად, ისევე როგორც ჩვენ. ეს ბუნებრივია და ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

არჩევნების შედეგების გასაგებად ღამე ნამდვილად არ გამითენებია. დასაძინებლად წავედი, როდესაც ისინი ხმებს ითვლიდნენ. დილით კი შედეგი ჩვეულებრივად გავიგე. სათქმელი აღარაფერი მაქვს.”

ჩიჩარიტომ ჩილესთან განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან, კოპა ამერიკის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში განადგურების (0:7) შემდეგ, მექსიკელთა ფორვარდმა და ლიდერმა, ხავიერ ერნანდესმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მოუბოდიშა.

“ბოდიშს ვუხდი ყველა მექსიკელს. ვიცით, რომ ისე ვერ წარმოვადგინეთ საკუთარი ქვეყანა, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან დარცხვენილები, ნაღვლიანები და გულნატკენები ვართ …”

ლუის სუარესი ურუგვაელებს გახსნით მატჩში ვერ დაეხმარება

ურუგვაის ეროვნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კოპა ამერიკის გახსნით მატჩში ურუგვაელებს ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.

“ლუის სუარესის თამაში გამორიცხულია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა მატჩისწინა კონფერენციაზე. “ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გვაკვირებს რეაბილიტაციის მხრივ, მაგრამ ჯერ ის მზად არ არის.”

შეგახსენებთ, რომ სუარესმა დაზიანება ორი კვირის წინ, კოპა დელ რეის ფინალში მიიღო, როდესაც “ბარსელონა” ესპანურ “სევილიას” ეთამაშებოდა.

29 წლის ფორვარდი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ტაბარესი მის გარისკვას არ აპირებს და მანამ არ გამოიყვანს მოედანზე, სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება.

ურუგვაი კოპა ამერიკის პირველ მატჩს მექსიკელთა წინააღმდეგ, ხვალ თბილისის დროით 04:00-ზე ჩაატარებს.

15 წლის რონალდო ზინედინი მექსიკის ნაკრებში გამოიძახეს

15 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მშობლებმა მადრიდის “რეალის” ორი ვარსკვლავის სახელი ( რონალდო ზინედინი) დაარქვეს, გაცემულ ავანსებს ამართლებს – Goal-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მექსიკელი  15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

“მე და ჩემი ქმარი რონალდოსა და ზიდანის დიდი ფანები ვიყავით. მუცელში ყოფნისას ის ძალიან ბევრს მოძრაობდა. ჩემს ქმარს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის ამ ორ დიდ ფეხბურთელს დაემსგავსებოდა.

თუმცა, თავდაპირველად ვერ შევთანხმდით, რადგანაც ჩემს ქმარს რონალდო უფრო მოსწონდა, მე კი – ზიდანი. ასე რომ გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ჩვენი მოსაზრებები.” – განაცხადა რონალდო ზინედინ ერნანდესის დედამ.

ტრაგედია მექსიკაში: ფეხბურთელთა ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაღუპულია 16 ადამიანი

უბედური შემთხვევა მოხდა მექსიკაში. ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთის სამოყვარულო გუნდი გადაჰყავდა, მდინარეში გადავარდა. ოფიციალური ცნობით, დაღუპულია 16 ადამიანი, კიდევ ათმა პირმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ასე გაიარა ხელოვნური უსწორმასწორობაც, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ტრანსპორტი მდინარეში გადავარდა. მგზავრთა შორის იყვნენ ბავშვებიც.

 

აშშ – მექსიკის მატჩს 93 723 მაყურებელი დაესწრო

გუშინ 2017 წლის კონფედერაციის თასის საგზურისთვის ერთმანეთს აშშ-სა და მექსიკის ნაკრებები შეხვდნენ. შეხვედრა კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენას სტადიონ „როუზ ბოულზე“ გაიმართა. სათქმელია, რომ მატჩმა დიდი ინტერესი დაიმსახურა – მას 93 723 მაყურებელი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მექსიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. აქედან გამომდინარე, ორ წელიწადში რუსეთში გასამართ კონფედერაციის თასზე კონკაკაფის ზონიდან სწორედ მექსიკელები გამოვლენ.

რა დაემართა ლიონელ მესის დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

9 სექტემბერს, მექსიკისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:2), ლიონელ მესის უცნაური რამ შეემთხვა.

ლიონელ მესიმ მექსიკის ნაკრებს გაუტანა (ვიდეო)

9 სექტემბერს, მექსიკისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:2), ლიონელ მესიმ 89-ე წუთზე საკუთარი გუნდი წაგებას გადაარჩინა.

მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტთან ჩხუბის გამო გაათავისუფლეს

კონკაკაფის თასის მოგების შემდეგ ზუსტად ორ დღეში მექსიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიგელ ერერას თავისი პოსტის დატოვება მოუწია.

აღნიშნული გადაწყვეტილება მექსიკის ფეხბურთის გაერთიანებამ სპეციალური შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„ჩვენი პრინციპები ნებისმიერ შედეგზე მაღლა დგას. ჩვენს პროფესიაში მატჩები არასდროს სრულდება. ეს ყველამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა მექსიკის ფეხბურთის გაერთიანების პრეზიდენტმა დეჩიო დე მარიამ.

ცნობისთვის, ფილადელფიის აეროპორტში ერერას ჟურნალისტ კრისტიან მარტინოლისთან შელაპარაკება მოუვიდა. როგორც თავად ერერამ აღიარა, მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა.

შეგახსენებთ, რომ ერერა მექსიკის ნაკრებს 2013 წლიდან თავკაცობდა.

მექსიკა კოპა ამერიკას გამოეთიშა

კოპა ამერიკაზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები დაიწყო. ა ჯგუფში მექსიკელები ეკვადორთან 1:2 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ.

შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე ეკვადრომა ბოლანიოსის გოლით გახსნა. შესვენების შემდეგ, 57-ე წუთზე ვალენსიამ მექსიკელებს მეორე გაუტანა. დარჩენილ დროში, ერერას შეგირდებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს, რაც ხიმენესმა 64-ე წუთზე გატანილი პენალტით მოახერხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ეკვადორელებმა პლეიოფში თამაშის თეორიული შანსი შეინარჩუნეს.

მექსიკა 1-2 ეკვადორი

გოლები: ბოლანიოსი 25′ (0:1); ვალენსია 57′ (0:2); ხიმენესი 64′ (1:2)