მექსიკელმა ფეხბურთელმა ჩილელი მეტოქეები “ზიდანის სტილში” მოატყუა

7 სექტემბერს, ჩილესა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ექტორ ერერამ შესანიშნავი ფინტი გააკეთა.

ოფიციალურად: რონალდინიო “კერეტაროს” ფეხბურთელია

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ამიერადნ “კერეტაროს” ღირსებას დაიცავს. მექსიკურმა კლუბმა ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ტრანსფერი უკვე დაადასტურა.

როგორც ირკვევა, 34 წლის შემტევი ნახევარმცველი ახალ კლუბში 49-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გაუჩო “ატლეტიკო მინეიროდან” წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, მისი შეძენა არაერთ კლუბს სურდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას კონტრაქტს ინგლისის რანგით მეექვსე დივიზიონში მოასპარეზე “ბეისინგსტოკ სიტიც” თავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ “კერეტარო” მექსიკის აპერტურაში მერვე პოზიციას იკავებს.

მექსიკელი ფეხბურთელის ულამაზესი გოლი

მექსიკის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

შესანიშნავი კომბინაცია და ლამაზი გოლი მექსიკის ჩემპიონატში

მექსიკის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში საკმაოდ ლამაზი გოლი გავიდა.

მექსიკელმა ფეხბურთელმა წაქცეულ ირლანდიელს თავში ფეხი ამოარტყა

ჩრდილოეთ ირლანდიისა და მექსიკის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა.

გაბრაზებულ მექსიკელ გულშემატკივარს ვან პერსი რობენში აერია

როგორც იცით, 30 ივნისს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კი ევროპელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მოგეხსენებათ, მატჩში ბოლო გოლი ჰოლანდიელებმა ბოლო წუთებზე თერთმეტმეტრიანის საშუალებით გაიტანეს. პენალტის მოპოვება კი არიენ რობენმა შეძლო.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აყენებს შეურაწყოფას მექსიკელი გულშემატკივარი რობინ ვან პერსი. როგორც ჩანს, მას ვან პერსი არიენ რობენში აერია.

აგენტი: ოჩოათი ბევრი ინტერესდება, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია

მექსიკის ნაკრების მეკარის გილერმო ოჩოას აგენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად რამდენიმე კლუბის აქტიური ინტერესისა კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა.

“ინტერესს ბევრი კლუბი იჩენს, თუმცა კონრკეტული წინადადება ჯერ არ მიგვიღია. მუნდიალზე ჩატარებული შესანიშნავი მატჩების შემდეგ ეს ინტერესი სავსებით გასაგებიც არის” – განაცხადა ხორხ ბერლანგამ.

ოჩოას ბუნდესლიგაში თამაში სურს

მექსიკის ნაკრების მეკარემ გილერმო ოჩოამ გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვა.

„მე ბუნდესლიგაზე ვოცნებობ. გერმანიის ჩემპიონატი მსოლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იქ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი“, – განაცხადა 28 წლის გოლკიპერმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გილერმო თავისუფალი აგენტია. განვლილ სეზონში მან ფრანგული „აიაჩოს“ შემადგენლობაში ითამაშა, რომლის ღირსებასაც 2011 წლიდან იცავდა.

რაფა მარკესი: „პენალტი არ იყო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ევროპელებმა შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანიშნული და კლას-იან ჰუნტელაარის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიგეს. პენალტი არიენ რობენმა მოიპოვა, რომელიც რაფაელ მარკესთან ორთაბრძოლისას დაეცა საჯარიმო მოედანზე.

მექსიკელთა კაპიტანი აცხადებს, რომ ის ჰოლანდიელთა ლიდერს არ შეხებია, მთავარ არბიტრ პედრო პროენსას კი თერთემეტმეტრიანი დარტყმა არ უნდა დაენიშნა.

„პენალტი არ იყო. მე მას არ შევხებივარ. რობენი თავად წამოეგო ჩემს ფეხს. საბოლოო ჯამში, არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა“, – ციტირებს „მარკა“ მარკესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ჰოლანდიამ მექსიკას ბოლო წუთებზე აჯობა

ლუი ვან გალის გუნმდა წარუმატებელ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა და გამარჯვება მოიპოვა. 

შეხვედრა მექსიკელთა უპირატესობით დაიწყო. აქტიურობდა ლაიუნი, რომელიც ჰოლანდიელებს შორეული დარტყმებით ემუქრებოდა. ლუი ვან გალის მდგომარეობა იძულებითმა ცვლილებამაც დაამძიმა. ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ნაიჯელ დე იონგმა ვერ შესძლო.

მე-17 წუთზე მექსიკამ პირველი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა, ერერას დარტყმული მცირე მანძილით ასცდა სილესენის კარს. მექსიკელებს გატანა ტაიმის ბოლოსაც შეეძლოთ – დოს სანტოსს სილესენმა აჯობა.

შეხვედრის განახლების შედმეგ რამდენიმე წუთში ჰოლანდიელთა მეკარემ მექსიკელთა ათიანის დარყმის მოგერიება ვერ მოახერხა და ანგარიშიც გაიხსნა.

10 წუთში ჰოლანდიას გათანაბრების კარგი შანსი გაუჩნდა, მაგრამ დე ვრეის დამრტყმა ოჩოამ მოიგერია. ჰოლანდიელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შესძლეს და თამაშს სრულად აკონტროლებდნენ. ერერას შეგირდები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა 88-ე წუთზე კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა ჰუნტელაარმა მოიგო და სნეიდერს დაუგდო, რომელმაც ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მარკესმა საჯარიმოში შეჭრილი რობენი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა. პენალტი კლას იან ჰუნტელაარმა ზუსტად შეასრულა და ჰოლანდია 1/4 ფინალში გაიყვანა.

ჰოლანდია 2-1 მექსიკა

გოლები: დოს სანტოსი 48′ (0:1); სნეიდერი 88′ (1:1); ჰუნტელაარი 94′ (2:1)

ჰოლანდია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან.

ოჩოამ მატჩი სრულად ჩაამათვრა.

 

ჰოლანდია – მექსიკა 2:1

საინტერესო და დრამატული გამოდგა ჰოლანდიასა და მექსიკას შორის გამართული 1/8 ფინალური შეხვედრა.

ანგარიში მექსიკელებმა 48-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსის გოლით გახსნეს. თუმცა, შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სნეიდერმა გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მექსიკელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კლას იან ჰუნტელაარმა შეასრულა და ჰოლანდია 1/4 ფინალში გაიყვანა.