მესიმ გაიტანა, არგენტინის ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

20 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე პარაგვაელთა ნახევარმცველმა რიჩარდ სანჩესმა გახსნა. არგენტინელებმა წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინეს. პარაგვაის ნაკრების მცველმა პირისმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა.

ამ ფრის შემდეგ, არგენტინის ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. 1 ქულა აქვს ყატარსაც, რომელიც ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მესამე პოზიციაზეა და არგენტინას ბოლო ტურში დაუპირისპირდება. ჯგუფის ლიდერი კოლუმბიაა, ხოლო მეორე ადგილს პარაგვაი იკავებს.

იხილეთ მესის გოლი და მომენტები

მატჩის მიმოხილვა

“ფორბსმა” 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენების ასეული გამოაქვეყნა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2019 წლის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ “ფორბსის” სიას პირველად ლიდერობს ლიონელ მესი, რომელმაც წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მართალია ასეულის ლიდერები ფეხბურთელები არიან, მაგრამ სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი (35) კალათბურთს ჰყავს. ასეულში ამერიკული ფეხბურთის 19, ბეიზბოლის 15 და ფეხბურთის 12 მოთამაშე მოხვდა.

“ფორბსმა” სია 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე მიღებული ხელფასის, საპრიზო თანხებისა და ბონუსების მაჩვენებლით შეადგინა. ასევე, სპორტსმენების გამომუშავებულ თანხებში სპონსორებისაგან მიღებული შემოსავლებიც იგულისხმება.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული:

1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 127 მილიონი დოლარი
2. კრიშტიანო რონალდუ (ფეხბურთი) – 109 მილიონი დოლარი
3. ნეიმარი (ფეხბურთი) – 105 მილიონი დოლარი
4. კანელო ალვარესი (კრივი) – 94 მილიონი დოლარი
5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 93.4 მილიონი დოლარი
6. რუსელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.5 მილიონი დოლარი
7. აარონ როჯერი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.3 მილიონი დოლარი
8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 89 მილიონი დოლარი
9. სტეფ კარი (კალათბურთი) – 79.8 მილიონი დოლარი
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 65.4 მილიონი დოლარი

ასეულის სანახავად ეწვიეთ “ფორბსის” ოფიციალურ ვებ-გვერდს

დასაფასებელი საქციელი – რა გააკეთა მესიმ “რაიო ვალეკანოსთან” მატჩში (ვიდეო)

9 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანო” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, ლიონელ მესის საჯარიმოში ბურთი აართვეს. მსაჯები თერთმეტმეტრიანის დანიშვნის ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ არგენტინელმა მთავარ არბიტრს უთხრა, რომ თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა.

კარიკატურა: ლიონელ მესი წინასასეზონო სამზადისს თავის ძაღლთან ერთად გადის

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ლიონელ მესი თავის ძაღლთან, ჰალკთან ერთად ერთობა.

ომარ მომანის აზრით, არგენტინელი მეგობართან თამაშის შემდეგ, მზად ხვდება ახალ სეზონს.

 

სამპაოლი: “ვცდილობდით, მისთვის ცარიელი სივრცე შეგვექმნა”

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა საფრანგეთთან, ანაგარშით, 3-4 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ლათინოამერიკელთა უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

“ძალიან მტკივნულია, რომ ჩემპიონატს გამოვეთიშეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა მიზნისთვის მიეღწიათ. ურთულესი შეხვედრა იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ მოვახერხეთ ის, რომ რუსეთში მიზნისთვის მიგვეღწია. მოწყენილი ვარ. ვიმყოფები ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ჩემს მომავალს არ ვწყვეტ.

მიზანი ერთი იყო: გაგვეტანა და მოგვეგო. თუმცა, შესაძლოა, ჩვენი სათამაშო ფილოსოფია არ იყო იმდენად დახვეწილი, რომ ეს ამოცანა შეგვესრულებიან. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. გვუსრდა, კოლექტიურად შეგვექმნა ამ საოცარი სპორტსმენისთვის საჭირო მომენტები. მის გარშემო ბევრი ტაქტიკა ვცადეთ. გვსურდა, შეგვექმნა ცარიელი სივრცე, სადაც იმოძრავებდა თავისუფლად. მოკლედ, ყველაფერი ვცადეთ, რომ მას სასურველი რაღაცების გაკეთება შეძლებოდა. თუმცა, ზოგჯერ ართმევ თავს ამ ყველაფერს, ზოგჯერ ვერა,” – ამბობს არგენტინელი.

მესისა და აგუეროს ოთახი რუსეთი – არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ (ფოტო)

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსკოვიდან 60 კილომეტრში იცხოვრებს.

ინტერნეტსივრცეში არგენტინელთა ბაზაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ლიონელ მესი და სერხიო აგუერო ერთ ოთახში იცოხვრებენ. მათი ოთახის კარებზე კი ასეთ წარწერას წააწყდებით: “არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ.”

რივალდო: “იმისათვის, რომ მესი მარადონას გაუთანაბრდეს…”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებსა და ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესი მანამ ვერ იქნება მარადონას დონის ლეგენდა არგენტინელებისთვის, სანამ მუნდიალს არ მოიგებს.

“იმ ყველაფრის გამო, რაც ლეო მესიმ კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან გააკეთა, მესი მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. შეუძლებელია ამას რამე დაამატო. რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრებისთვის მთავარი ვარსკვლავი მარადონა იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

შესაძლოა, ამ მიზეზის გამო, არგენტინელები მარადონას უფრო დიდ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, ვიდრე ლეო მესის. მიუხედავად იმისა რა აქვს გაკეთებული საკლუბო დონეზე.

ახლა ის ასი პროცენტით მზად არის. “ბარსელონაში” მოგებული ტიტულებით იმ კლუბის ფანები ხარობენ, ახლა არგენტინელები უნდა გაახაროს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს,” – აცხადებს რივალდო.

კარიკატურა: ლიონელ მესი 50 გრანდ სლემის მფლობელია

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ჩოგბურთელობის შემთხვევაში, 50 გრანდ სლემს მოიგებდა.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს

 

ნეიმარის გულწრფელი ინტერვიუ: “მათ გვერდით თამაში მენატრება”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, საფრანგეთში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ აღიარებს, რომ მესისა და სუარესის მხარდამხარ თამაში ენატრება.

“მესისთან ერთად თამაშით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შემდეგ სუარესი მოვიდა და გუნდი კიდევ უფრო შეავსო. ჩვენი სამეული ყოველთვის ერთად იყო და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა.

მესი, სუარესი და მე განუყოფელ ტრიოდ ვიქეცით. როდესაც მე და მესი ვარჯიშით ვიყავით დაკავებულნი, ის მოდიოდა და სულ მაბრაზებდა.

მატჩის დროს მე და მესის ფეხბურთელების მოტყუება და კარგი გადაცემების დარიგება გვევალებოდა. ზოგჯერ სუარესიც ცდილობდა იგივეს და როდესაც არ გამოსდიოდა, ძალიან ბევრს დავცინოდით.

ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ყოველ შეცდომაზე ვიცინოდით. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, “ბარსელონაში” მესისა და სუარესის გვერდით გატარებული დრო ძალიან მენატრება. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ბედნიერი მეგობრები,” – აცხადებს ნეიმარი.

ტიაგო მოტა: “პირველ ვარჯიშზე მესის მამა ჩემთან საცემად მოვიდა”

ტიაგო მოტა კატალონიის “ბარსელონაში” 2001-2007 წლებში გამოდიოდა. იტალიელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ლიონელ მესის პირველი ვარჯიში ჰქონდა “ბლაგურნაში”.  როგორც ის ყვება, მან არგენტინელს ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს დაზიანება მიაყენა, რამაც მამამისის გაბრაზება გამოიწვია.

“პირველ დღეს მესის ძლიერად ჩავარტყი ფეხი. ამ მომენტის შემდეგ, მამამისი ჩემთან მოვიდა, რათა ვეცემე. ის ძალიან გაბრაზებული იყო, ჩემს წინ გაჩერდა და მითხრა, რომ უხეშად ვიბრძოდი. თუმცა, სიმართლე კი ისაა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა მისი შვილის შესაჩერებლად,” – ამბობს მოტა.

კარიკატურა: იძებნება ვიდეორეფერი!

მიმდინარე სეზონში, როგორც შიდა ჩემპიონატებში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ბევრი სადავო მომენტი იყო. გულშემატკივართა უმეტესობა თვლის, რომ, თუნდაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვიდეორეფერი რომ გამოეყენებინათ, ახლა, შესაძლოა, ფინალში, სულ სხვა გუნდებს ეთამაშათ.

ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას: “იძებნება ვიდეორეფერი!”

 

კოუტინიო: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მის გვერდით თამაში დიდი პატივია”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ პრესასთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მესის გვერდით თამაშის მნიშვნელობაზეც.

“მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვთამაშობ, მაგრამ ძალიან მინდოდა, ჩვენ მოგვეგო. გული დამწყდა, ასე რომ გამოვვარდით. მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც გუნდი.

ადაპტაციის პერიოდს ვასრულებ, ნელნელა ვეჩვევი ახალ ფუნქციებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსელონაში” ყველაფერი სხვანაირად არის. ჩემს სტილში გარკვეული ელემენტების შეცვლა მიწევს.

რაც შეეხებე ლეო მესის, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია,” – აცხადებს “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი.