3 თებერვალს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა.
შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა ლიონელ მესიმ, რომლის მიერ 58-ე წუთზე გატანილი გოლი მის კარიერაში მე-500 აღმოჩნდა.
3 თებერვალს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა.
შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა ლიონელ მესიმ, რომლის მიერ 58-ე წუთზე გატანილი გოლი მის კარიერაში მე-500 აღმოჩნდა.
30 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის 44-ე წუთზე ფელიპე ლუისმა ლიონელ მესის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.
ხავიერ მასკერანო
ლუის სუარესი
მარკ ბარტრა
ადრიანო
17 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო.
მატჩის მე-4 წუთზე, საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევის გამო, მსაჯმა მოედნიდან სტუმართა მეკარე ირაისოსი მოედნიდან გააძევა. დანიშნული პენალტი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა.
მიუნხენის ”ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა “ოქროს ბურთის” შესახებ ისაუბრა. გერმანელი უკანახაზელის განცხადებით, მესიმ პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, თუმცა იგი გამარჯვებულის გამოვლენის ფორმატის შეცვლის მომხრეა.
”როგორ შეარჩევენ მომავალში ოქროს ბურთის მფლობელს? ალბათ ”ფეისბუქით”. ეს ყველაზე თანამედროვე გზა იქნება. შედეგს კი ისევ მსგავსს მივიღებთ. სამი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ”ფეისბუქზე” რონალდო, მესი და ნეიმარი არიან. უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ ისინი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან და სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრა დაიმსახურეს, მაგრამ ხშირად მიჩნდება კითხვა, როგორ ავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს? როდესაც საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეა, თავდაპირველად, მისი მოგებული ტიტულები უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ნაკრებში მიღწეულ წარმატებასაც უნდა მიენიჭოს და შანსი ამ ფეხბურთელებსაც გაუჩნდეთ.”
ასევე, ლამმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ოქროს ბურთს ხშირად შემტევი ფეხბურთელები იგებენ, რაც უსამართლობაა.
”ფაბიო კანავარო ის მცველია, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება დაიმსახურა. დაუვიწყარმა ნახევარმცველმა ლოთარ მათეუსმა ეს ჯილდო 1991 წელს მოიპოვა. ასევე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ ზინედინ ზიდანი გახდა. ოლივერ კანი შესანიშნავი მეკარე იყო, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესო მანუელ ნოიერია, თუმცა 1963 წლის შემდეგ, რაც ოქროს ბურთი ლევ იაშინმა მოიპოვა, სცენაზე გამარჯვებულის რანგში არცერთი მეკარე არ ასულა. დღეს გამარჯვების მოპოვება იმ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებიც ბევრ გოლს გაიტანენ. რა თქმა უნდა, ბავშვების გმირები ის ფეხბურთელები ხდებიან, რომლებიც ბურთს ბადეში მოათავსებენ და ლამაზ გოლს გაიტანენ, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე ერთი მომენტის ტრიუმფი. ფეხბურთი გუნდურობა, ერთიანობა, დაცვა და მსხვერპლშეწირვაა.”
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვება 11 იანვარს გაიმართა და მისი მფლობელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც თანაგუნდელ ნეიმარსა და მადრიდის ”რეალის” შემტევ კრიშტიანო რონალდუს აჯობა.
ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მეხუთედ მოიპოვა. ”ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა პრესტიჟული ჯილდოსთვის ბრძოლაში თანაგუნდელ ნეიმარსა და მადრიდის ”რეალის” შემტევ კრიშტიანო რონალდუს აჯობა. დაჯილდოვების დასრულების შემდეგ სამხრეთ ამერიკელმა ინტერვიუ FIFA.COM-ს მისცა.
– თქვენ პრიზის მიღებისას სცენაზე ძალიან ემოციური იყავით, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?
– რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოქროს ბურთს ხუთჯერ მოვიპოვებდი. 2009 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ეს ჯილდო პირველად მოვიპოვე, როგორც ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მე ვუყვარვარ, როგორც არგენტინაში, ისე მთელს მსოფლიოში. ეს წარმატება ასევე მათი დიდი დამსახურებაა.
– დაახლოებით 12 თვის უკან იყო ხმები იმის შესახებ, რომ ”ბარსელონას” დატოვებდით და კარიერიას ინგლისში განაგრძობდით. რა შეგიძლიათ, თქვათ ამის შესახებ.
– ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. მე სიმშვიდე შევინარჩუნე, წყნარად დავფიქრდი და მივხვდი, რომ სადაც ვიყავი, იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. საბედნიეროდ, ის წელი ჩვენთვის ძალიან კარგად დასრულდა.
– ნეიმარმა თქვა, რომ თქვენ მისი იდეალი ხართ, რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ნეიმარმა ”ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ ეს ბევრჯერ თქვა. ჩვენ მეგობრები ვართ და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
– რა შეგიძლიათ თქვათ ლუის სუარესის შესახებ, არის თუ არა ურუგვაელი საუკეთესო გოლეადორი, რომლის გვერდითაც გითამაშიათ?
– ”ბარსელონაში” ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, ასე რომ, ამის თქმა ძალიან ძნელია. სუარესი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ მოედნის მიღმაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– 2015 წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში თქვენ ”რივერ პლეიტის” წინააღმდეგ ითამაშეთ, რას ნიშნავს თქვენთვის მოედანზე არგენტინული გუნდის წინააღმდეგ გამოსვლა?
– ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ტრიბუნებზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რაც ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა. ვიცი, მათთვის ეს შეხვედრა რასაც ნიშნავდა. საბედნიეროდ, ჩვენ ეს მატჩი მოვიგეთ და სასურველ მიზანს მივაღწიეთ.
– როდესაც ფეხბურთის მიმართ არგენტინელი ხალხის დიდ სიყვარულს ხედავთ, გიჩნდებათ თუ არა სურვილი სამშობლოში დაბრუნების?
– დიახ. როდესაც ბავშვი ვიყავი ჩემი ოცნება არგენტინის ჩემპიონატში თამაში იყო. სამწუხაროდ, სამშობლო ძალიან ადრე დავტოვე და კარიერაში ევროპაში გავაგრძელე. ჩემი მიზანია, ერთ დღესაც უკან დავბრუნდე. თუ როდის მოხდება ეს, მხოლოდ ღმერთმა იცის.
13 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ერთ-ერთ ეპიზოდში, “ესპანიოლის” ფეხბურთელმა მესის უთხრა, რომ ის ძალიან დაბალია, რაზეც არგენტინელმა უპასუხა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” არ სურდა, რომ ლიონელ მესისათვის მეხუთე ოქროს ბურთი მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, კაკას გადაეცა.
Marca-ს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანებლობას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ კაკა ამ ეპიზოდის ერთ-ერთ მთავარ გმირად აირჩიეს.
როგორც ირკვევა, “ბარსელონას” სურდა, მესისათვის ოქროს ბურთი ხრისტო სტოიჩკოვს გადაეცა, რომელიც “ბარსელონაში” რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა.
11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესოდ კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი დაასახელეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ნახევარმცველმა არდა თურანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა.
“ცოცხალი ლეგენდა, გენიოსი. მან ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო. ძალიან მიხარია, რომ ამ ოჯახის ნაწილი ვარ”, – წერს თურქი ფეხბურთელი.
And a living legend. The genius. #BallondOr winner for the 5th time. Lionel Messi. I am deeply honered to be a part of this family.
— Arda Turan (@ArdaTuran) January 11, 2016
როგორც იცით, 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. “ოქროს ბურთი” ლიონელ მესის გადაეცა, მეორე ადგილი კრიშტიანო რონალდუმ დაიკავა, მესამე – ნეიმარმა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაირკვა, თუ რომელი ფეხბურთელები შეიყვანა სამეულში პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისს კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდუმ.
ფიფას ვებ-გვერდის ცნობით, “რეალის” თავდამსხმელმა ასეთი არჩევანი გააკეთა:
1. კარიმ ბენზემა
2. ხამეს როდრიგესი
3. გარეტ ბეილი
ლონდონის “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი აცხადებს, რომ ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს.
“ვფიქრობ, რასაც მესი ბურთთან ერთად აკეთებს, ნორმალური არაა. თუ რომელიმე თავდამსხმელი სეზონში 23 ან 25 გოლს გაიტანს, ვამბობთ, რომ ის ბრწყინვალეა, თუმცა ლეო ამას სამ თვეში ახერხებს.
ჩემი აზრით, მესიმ რომ ოქროს ბურთი ვერ მოიგოს, სიგიჟე იქნება. ის ამას იმსახურებს. თუმცა, მიკვირს, რატომ არ არის სამეულში ლუის სუარესი”, – ციტირებს ანრის სიტყვებს ESPN.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა ლიონელ მესიმ ვარჯიშზე ადრიანოს.
Messi's panna streak on his teammates continues, Adriano is the victim now ???????? pic.twitter.com/f9VaJWUioI
— infosmessi (@infosmessi) January 7, 2016